როგორი ტანსაცმელი უნდა ატაროს ქალმა ორსულობისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

როგორი ტანსაცმელი უნდა ატაროს ქალმა ორსულობისას

როგორი ტანსაცმელი უნდა ატაროს ქალმა ორსულობისას
ორსულობის დროს, როგორც არასდროს, ისე უნდა ქალს, რომ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად. ცხადია სახე ისედაც ბედნიერებისგან ბრწყინავს, მაგრამ ახლა საჭიროა ტანსაცმელზეც ზრუნვა ტრიმესტრების გათვალისწინებით.
პირველ ტრიმესტრში ორსული ატარებს ჩვეულებრივ ტანსაცმელს და ცვლის მხოლოდ ზედა თეთრეულს (ბიუსჰალტერი), რადგანაც ამ პერიოდში იზრდება მკერდი.

მეორე ტრიმესტრში მნიშვნელოვნად იზრდება მუცელი, ორსული იმატებს წონაში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ თავისუფალ სარაფანებსა და კაბებზე, ტუნიკებსა და ტრიკოტაჟის ზედა ჩასაცმელზე.

მესამე ტრიმესტრში კი ტანსაცმელი სპეციალიზებულ მაღაზიებში უნდა შეიძინოთ.

გულდასმით შეარჩიეთ ქვედა თეთრეული. ის უნდა იყოს კომფორტული და აუცილებლად ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი.
ბიუსჰალტერის ჯამი უნდა იყოს რბილი. ტრუსები შეიძინეთ მხოლოდ სპეციალური რეზინის ჩასადგმელით, რომელიც მუცელს დაიჭერს მშობიარობამდე და მის შემდეგ. ორსულობის დროს არ უნდა ატაროთ მოჭერილი ტანსაცმელი და არაფერმა შეზღუდოს მოძრაობა. დღეს პოპულარულია ჯინსები ორსულებისთვის, მაგრამ ყველა წესისამებრ არ არის შეკერილი და ხშირად მუცლის მიდამოში დისკომფორტის მომტანია.
შარვალი შეიძლება შეიცვალოს კომბინიზონით, რაც კარგი ალტერნატივაა, რადგანაც ღილები გვერდებზეა განთავსებული, რომელიც შეიძლება ვარეგულიროთ მუცლის გარშემოწერილობის გაზრდასთან ერთად.

გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის დროს არ შეიძლება ჩვეულებრივი კოლგოტის ტარება, უნდა შეიძინოთ მიკრომასაჟის ეფექტის მქონე კოლგოტი, მით უმეტეს თუ ფეხები გიშუპდებათ.

ნუ ჩაიცვამთ ბანდაჟს, რადგანაც ორსულობის ბოლო თვეებში ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვილს.

იზრუნეთ მოხერხებულ ფეხსაცმელზე, რაც დაგიცავთ ზურგის, წელის არეში ტკივილისგან, ფეხების კინთების გაკავებისა და უბრალოდ დაღლილობისგან.


ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ამნიოცენტეზი ტარდება ორსულობის მე-14 კვირას.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად