ორსულობა და პათოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ორსულობა და პათოლოგია

ორსულობა და პათოლოგია
გთხოვთ აგვიხსნათ, როდის ითვლება მშობიარობა ნაადრევად ან ვადაგადაცილებულად, რას ნიშნავს სამშობიარო მოქმედების სისუსტე და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს პათოლოგიურ მშობიარობას.

ამ საკითხებში უკეთ გასარკვევად მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმს, მეან-გინეკოლოგ ხათუნა ჯიშკარიანს.


ნაადრევი მშობიარობა
- რას გვეტყვით ნაადრევი მშობიარობის შესახებ?
- ორსულობის 23-დან 37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონას და სხვა პარამეტრებს.

- რა იწვევს ნაადრევ
მშობიარობას?
- ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის ავადმყოფობა, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი. ნაადრევი მშობიარობა ხშირია აბორტების, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის, აგრეთვე დედის ენდოკრინული და ნერვული დარღვევების ფონზე.

- როგორ მიმდინარეობს ის?
- ნაადრევი მშობიარობა მიმდინარეობს სწრაფი მშობიარობის ტიპით, მაგრამ გართულება ამ დროს უფრო
ხშირია. უმეტესად მოსალოდნელია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა, ნაყოფის ასფიქსია, მისი სამშობიარო ტრავმები და მკვდრადშობადობა.

- როგორ ამოვიცნოთ ნაადრევი მშობიარობა?
- ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის მიდამოში და მცირედი სისხლიანი გამონადენი. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე ორსულმა უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს ან ქალთა კონსულტაციას, რათა დროულად დაუსვან დიაგნოზი და მოათავსონ სტაციონარში.

- როგორ ავიცილოთ თავიდან?
- ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • ცხოვრებისა და კვების მართებულ რეჟიმს;
  • ინფექციისა და ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას;
  • ორსულის ამა თუ იმ დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ვადაგადაცილებული ორსულობა
- რას გვეტყვით ვადაგადაცილებული ორსულობის შესახებ?
- ვადაგადაცილებული ეწოდება ორსულობას 42-ე კვირის შემდეგ. ამ დროს იბადება გადამწიფებული ნაყოფი. ვადის გადაცილებას ხელს უწყობს დედის ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება. განმეორებითმშობიარეებთან, რომლებსაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ვადაგადაცილება უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელზე უფროსი ასაკის პირველმშობიარეებთან.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 18-11-2015
sss
შეიძლება თუ არა საშვილოსნოს ტანი რომ ვერ დაინახოს ექოსკოპიამ ?
თარიღი : 13-10-2015
გინეკოლიგია
გამარჯობათ, დყალიან გთხოვთ დამეხმარეტ, ვარ 26 კვიირის, მაქვს ნაადრევი მომციპებაა მე/2 ხარისხში , ექიმმა კოაგულოპათიის ანალისი გაიკეტეოო. მაინთერესებს რამდენად საშიშია. იქნებ დამეხმაროთ . გთხოვთ..
თარიღი : 07-08-2015
nini 25
ვარ 26 კვირის ორსული, მაქვს წელის ტკივილი და მარჯვენა საკვერცხის მხარეს მოვლითი ტკივილი...რამდენად საშიშია ეს ნაყოფისთვის?შეიძლება თუ არა ასეთი სიმპტომების დროს ნაადრევი მშობიარობა?
თარიღი : 05-07-2015
tamo 27
ვარ2 კვირის ფეხმდიმე ვაქვს ვირუსი ვერ მოვასწარი მკურნალობა ეხლა რა მოხდება ვიმკურნალო ტუ მომისჰლიან ამ ვირუსიტ შემიწყდა 38 კვირაზე ორსულობა
თარიღი : 28-05-2015
kkkk
მაინტერესებს ვარ თუ არა ფეხმძიმედ, ჩავიტარე ტესტი საცდელად და დადებითი პასუხი მიჩვენა, ანუ 29 მაისს უნდა მომივიდეს ციკლი, შემდეგ განმეორებით ჩავიტარე მეორე დღეს და უარყოფითი, რას ნიშნავს?
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ამნიოცენტეზი ტარდება ორსულობის მე-14 კვირას.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად