მუცლად ყოფნის პერიოდში რკინის დეფიციტი აუტიზმის რისკს ზრდის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

მუცლად ყოფნის პერიოდში რკინის დეფიციტი აუტიზმის რისკს ზრდის

მუცლად ყოფნის პერიოდში რკინის დეფიციტი აუტიზმის რისკს ზრდის
კალიფორნია-დევისის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები ორსულის კვებასა და აუტიზმს შორის კავშირის დასადგენად . მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი საკვებ ნივთიერებებს მხოლოდ და მხოლოდ დედის ორგანიზმიდან იღებს, ამიტომ ორსულის სწორი კვება მეტად მნიშვნელოვანია. მკვლევართა აზრით, მომავალი დედის რაციონში რკინის დეფიციტი ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს.
პირველი ჯგუფი შედგებოდა დედებისა და აუტიზმის მქონე ბავშვთა 520 წყვილისგან, ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფი - დედებისა და ჯანმრთელი ბავშვების 346 წყვილისგან. მეცნიერები იკვლევდნენ, იღებდნენ თუ არა ქალები ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან რკინის შემცველ დანამატებს.
გათვალისწინებული იყო აუტიზმის განვითარების რისკებიც - სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტონია. კვლევის შედეგი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: რკინის შემცველი საკვები დანამატების მიღება ამცირებდა ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკს. 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომლებიც ორსულობისას არ იღებდნენ რკინის შემცველ დანამატებს, აუტიზმის მქონე ბავშვის გაჩენის რისკი 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ რკინა
აუცილებელია თავის ტვინის განვითარებისთვის. იგი ხელს უწყობს ნეიროგადამცემების გამომუშავებას, ნეირონების მიელინური გარსის წარმოქმნას და იმუნური სისტემის ფუნქციობას. სასარგებლოა ფოლიუმის მჟავას მიღებაც, რომელსაც გინეკოლოგები უკლებლივ ყველა ორსულს უნიშნავენ.

იხილეთ აგრეთვე სტატია აუტიზმი

ბავშვთა აუტიზმი

აუტიზმი და ინტელექტი
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-01-2015
nn
68 მაქვს ჰემოგლობინი და მაინტერესებს რამდენია დაბალი ?
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად