ორსულთა და მშობიარობის შემდგომი დეპრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულთა და მშობიარობის შემდგომი დეპრესია

- ვიდრე დეპრესიაზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის გაჩენა დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველი ქალი თუ მამაკაცი უნდა გრძნობდეს. მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვებთ მეგობრებისა და ნათესავების ხმაურიან აღტაცებებს, დაჭკნება ყვავილები, რომლებიც ბედნიერმა მეუღლემ მოგართვათ, იწყება რუტინა, რაც, რასაკვირველია, ფიზიკურ და ფსიქოემოციურ სტაბილურობას მოითხოვს. ამისთვის კი მელოგინე ქალის ფსიქიკა ხშირად მზად არ არის. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი, რომელსაც ხშირად მშობიარობის შემდგომ დეპრესიამდე მივყავართ. დადგენილია, რომ დეპრესია შეიძლება დაემართოს პრაქტიკულად ყველა ქალს როგორც ორსულობის დროს, ისე მის შემდეგაც. ყურადღება უნდა მივაქციოთ მის წინამორბედ ნიშნებსა და რისკის ფაქტორებს, რათა დროულად მოვახერხოთ მისი თავიდან აცილება. დეპრესია, რომელიც ემართებათ ქალებს მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში, პოსტპარტული ანუ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სახელით არის ცნობილი. ის შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი გაგრძელდეს. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ დეპრესია ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი განსაკუთრებით გავრცელებული გართულებაა. ეს არის პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ჩვილის ჯანმრთელობას. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, დროულად ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა და განვკურნოთ იგი. დეპრესიას უამრავი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, ახლობლის დაკარგვა. ზოგჯერ მიზეზი ძნელი საპოვნელია. ალბათობას ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • ფსიქიკური დაავადება, რომელიც დედას დაორსულებამდე ჰქონდა, მაგალითად, კლინიკური დეპრესია, შფოთვა და პანიკური თუ ბიპოლარული დარღვევები, ნერვული ანორექსია ან ბულიმია (მადის გაძლიერება ან უმადობა), ობსესიურ-კონვულსიური დარღვევები;
  • წარსულში ალკოლჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება;
  • მენტრუაციის დარღვევა ან ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც ჰორმონული დარღვევებით იყო გამოწვეული;
  • ბავშვობაში მკაცრი მოპყრობა, ემოციური და ფიზიკური სტრესი და სექსუალური ძალადობა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები;
  • სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების გადაჭარბებული გამოყენება;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება ორსულობის თავიდან აცილების მიზნით;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით ღარიბი დიეტა;
  • ძუძუთი კვების იძულებითი ან დამოუკიდებელი შეწყვეტა მშობიარობიდან მოკლე ხნის შემდეგ;
  • სტრესული სიტუაციები, პრობლემები ოჯახში ან სამსახურში, ახალი სამუშაო, გადასვლა სხვა საცხოვრებელ ადგილას, ახლობლის გარდაცვალება;
  • დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ფსიქიკური დაავადებების არსებობა სისხლით ნათესავებს შორის);
  • დედასთან ცუდი დამოკიდებულება ან დედის მშობიარობის შემდგომი დეპრესია;
  • პრობლემები წინა ორსულობის დროს;
  • ოჯახური და ფინანსური პრობლემები;
  • ასაკი (როცა დედა მეტისმეტად ახალგაზრდაა ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინა);
  • არასასურველი, შემთხვევითი ორსულობა.

ორსულობის დასრულების შემდეგ ჰორმონულმა ცვლილებებმა ქალის ორგანიზმში შესაძლოა დეპრესიის სიმპტომები გამოიწვიოს. ორსულობისას პროგესტერონისა და ესტროგენების დონე საგრძნობლად იმატებს, მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ კი ის მკვეთრად იკლებს და საწყის დონემდე ეცემა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰორმონული ფონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიის განვითარებას, ისევე როგორც მცირე ჰორმონული ცვლილებები იწვევს ქალის გუნება-განწყობის ცვალებადობას მენსტრუაციამდელ პერიოდში. დეპრესიის განვითარებას ხელს უწყობს სხვა ფაქტორებიც:


  • დაღლილობის შეგრძნება, ძილის რეჟიმის ცვლილება, დატვირთვის მატება, რაც ქალს საშუალებას არ აძლევს, ჩადგეს ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში მშობიარობიდან კიდევ რამდენიმე კვირა;
  • საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა;
  • ჩვეული რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული სტრესი - ქალს მიაჩნია, რომ უნდა გახდეს უზადო დედა და დიასახლისი, რაც არარეალურია. ამ დროს იმატებს შფოთვა;
  • ინდივიდუალობის, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის, სექსუალური მიმზიდველობის დაკარგვის შეგრძნება;
  • დროის უქონლობა და საკუთარ დროზე კონტროლის დაკარგვის განცდა;
  • შენობაში დიდხანს იძულებით დარჩენის აუცილებლობა, ახლობლებთან ურთიერთობის დეფიციტი.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი თავად ბავშვის ქცევაა. პირველი სამი თვე ბავშვების უმეტესობა წრიალებს, ცუდად სძინავს, ხშირად ტირის, ძნელად მშვიდდება. ამას ხშირად კოლიკას აბრალებენ. ასეთი ბავშვების დედები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, რადგან ბავშვის ქცევა მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს მათ და თრგუნავს - აფიქრებინებს, რომ ბავშვის მოვლას თავს ვერ ართმევენ, “რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, როგორც საჭიროა”. უშუალო კავშირი ბავშვის კოლიკასა და დედის დეპრესიას შორის მეცნიერულად დადგენილი არ არის, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოვლენები საფუძველშივე ურთიერთკავშირშია. ძუძუთა ბავშვის ქცევამ შეიძლება გამოწვიოს დედის დეპრესია და პირიქით - დეპრესიით დაავადებული დედა სავსებით შეიძლება იქცეს ბავშვის არაადეკვატური ქცევის მიზეზად. კოლიკიანი ბავშვების კვლევისას აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება დედის ფსიქიკურ მდგომარეობას - ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ დეპრესია ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტების დახმარებით. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებია შფოთვა, ფორიაქი, გაღიზიანებადობა, უსუსურობის ან დათრგუნვილობის განცდა, ტირილისადმი მიდრეკილება, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, ანორექსია (მადის დაკარგვა) ან ბულიმია (ხარის მადა), ძილიანობა ან უძილობა, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ჩაკეტილობა, შიში, არ ავნო ბავშვს ან საკუთარ თავს, აგრეთვე ბავშვისადმი ინტერესის დაკარგვა. ასეთ ქალებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ისინი არავის სჭირდება, ფიქრობენ თვითმკვლელობაზე. თუ ასე გაგრძელდა ორ კვირას ან მეტხანს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან. დეპრესია დაავადებაა, რომელიც მოითხოვს პროფესიონალის ჩარევას და მკურნალობას. მკურნალობის მეთოდი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა დეპრესიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. დეპრესია არ არის საკმაო საფუძველი ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის, რადგან ჰორმონ ოქსიტოცინს, რომელსაც გამოყოფს დედა ძუძუს წოვებისას, ანტიდეპრესიული მოქმედება აქვს.კარგი იქნება, თუ ახალნამშობიარევ ქალს ბავშვის მოვლაში დედა, და ან დედამთილი დაეხმარებიან. ახლობლების სითბო, მხარდაჭერა და საყოფაცხოვრებო საქმეებში დახმარება ამ პერიოდში ერთიორად ფასეულია. მეუღლემაც უნდა გაიზიაროს ეს საზრუნავი, კვირაში ერთი დღე მაინც დარჩეს ბავშვთან და ცოლს დასვენების საშუალება მისცეს. ქალს შეუძლია, წავიდეს სტუმრად, სალონში ან კაფეში მეგობრებთან ერთად. პირველი 4-6 კვირა სექსისგან თავის შეკავება ჯობს, შემდგომ კი სექსი დეპრესიის დაძლევაშიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ქალს შეუძლია:

  • აკეთოს მარტივი კერძები, ისარგებლოს ნახევარფაბრიკატებით ან მზა ხარისხიანი საკვები შეიძინოს სუპერმარკეტში ან რესტორანში;
  • მეტხანს იძინოს, უმჯობესია, ბავშვთან ერთად;
  • გამონახოს დრო წიგნის წასაკითხად. მიუწექით ბავშვს გვერდით, მოეფერეთ, ჩახედეთ თვალებში, უთხარით, როგორ გიყვართ, ხოლო როცა ჩაეძინება, იკითხეთ;
  • გაიხსენეთ ჰობი;
  • ანტიდეპრესანტების ნაცვლად მიიღეთ ც ვიტამინი და კალციუმი;
  • დროდადრო ჩართეთ ხალისიანი მუსიკა, აიყვანეთ ხელში თქვენი პატარა და იცეკვეთ. ეს ორივესთვის სასარგებლოა.