ორსულობა და თავის ტკივილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ორსულობა და თავის ტკივილი

ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას ეს
უსიამოვნება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგს, მედიცინის დოქტორ ლალი ღლონტს.

- ქალბატონო ლალი, რას გვეტყვით ორსულობისას თავის ტკივილის შესახებ, რა სიხშირით და როგორი ინტენსივობით გვხვდება იგი?
- თავის ტკივილით ორსულები საკმაოდ ხშირად მიმართავენ ექიმს. ყველა ორსულმა უნდა იცოდეს 4 რამ:


1. თუ თავის ტკივილი დაორსულებამდეც აწუხებდა, დიდი შანსია, გაუძლიერდეს, განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში.
2. ორსულობის დროს ხდება ორგანიზმის ჰორმონული
გადაწყობა. თავის ტკივილიც მნიშვნელოვანწილად ამით არის განპირობებული.
3. ორსულის ორგანიზმში მნი­შვნელოვნად იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა, რაც არტერიული წნევის მერყეობას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, თავის ტკივილს უწევს პროვოცირებას.
4. თავის ტკივილი ყველაზე ხშირია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მე-16 კვირის შემდეგ ის მცირდება ან გაივლის. ეს ორგანიზმის
ახალ პირობებთან შეგუებით აიხსნება.

- რას გვეტყვით შაკიკის შესახებ? მოგეხსენებათ, ქალებთან ეს პათოლოგია ხშირად გვხვდება. როგორი სიხშირით ვლინდება იგი ორსულობისას და უარყოფით გავლენას ხომ არ ახდენს ქალისა და ნაყოფის მდგომარეობაზე?
- შაკიკს არაორსული ქალების მესამედი უჩივის. მათ 10%-ს ორსულობის პერიოდში თავის ტკივილი აღარ აწუხებს, რადგან ის მენსტრუალურ ციკლთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ შაკიკი ორსულობის პერიოდშიც გაგრძელდა, საშიში არაფერია - ტკივილი უარყოფითად არ იმოქმედებს არც ქალზე, არც ნაყოფზე.

- რას გვეტყვით თავის ტკივილზე, რომელიც დიაბეტიან ქალებს აწუხებთ?
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებთან თავის ტკივილი ზრდის ნაყოფის ანომალიათა განვითარების რისკს.

- საჭიროა თუ არა მკურნალობა და რომელი ჯგუფის პრეპარატებით?
- ექიმებს მიგვაჩნია, რომ შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებულ კლასიკურ პრეპარატებს - ასპირინს, იბუპროფენს, პარაცეტამოლს - უმჯ­ობესია ვერიდოთ, გა­ნ­საკუთრებით - ორსულობის პირველ კვ­­ირებში, თუმცა გამონაკლისის სახით 1-2 აბის მიღება არ არის სა­ზიანო. უფრო ფრ­­თხილად უნდა ვიყოთ ძლიერი პრეპარატების მიმართ - თუ არ არსებობს აბსოლუტური ჩვენება, არ გამოვიყენოთ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ინიშნება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას და მინიმალური ეფექტური დოზით. მესამე ტრიმესტრში მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

- მაშ, როგორ მოვიქცეთ?
- ზოგიერთს უხდება ჩაბნელებულ, განიავებულ ოთახში მშვიდად წოლა და ხანმოკლე ძილი. ურიგო არ იქნება თავის მსუბუქი მასაჟი ხელის თითების წრიული მოძრაობით. კიდევ ერთი არამედიკამენტური საშუალებაა თბილი წყლით თავის დაბანა. არ არის გამორიცხული, პაციენტს მოუხდეს ცივი წყლის კომპრესი ან ყინულის მიდება საფეთქელზე, შუბლზე ან კეფაზე. შეიძლება დაჭყლეტილი კომბოსტოს ფურცლების კომპრესის დადებაც ტკივილის გაქრობამდე, ასევე - თავის შეხვევა შარფით.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-05-2015
marina
ორსულს ტუ წნევამ აუწია 140/100 ზე ,ბოლო კვირასჰი როგორ მოვიქცეტ .პირველი დახმარება რა ცჰავუტაროტ
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
კატეგორიის სხვა სტატიები
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
ორსულობა მხოლოდ ქალისთვის კი არა, მთელი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ორსულის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მეტ-ნაკლებად მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზეც აისახება.
ქალს შესაძლოა ცრუ ორსულობა განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ხასიათდება ნამდვილი ორსულობისათვის დამახასიათებელი
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის
კვინსლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახალშობილებს
გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი,
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად