ფობიკური ნევროზი ორსულობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფობიკური ნევროზი ორსულობის დროს

- ბავშვის მოლოდინი ბედნიერი ხანაა ქალისთვის. ამ დროს ის თბილი და ნაზი გრძნობებითაა გამსჭვალული მომავალი შვილის მიმართ. თუმცა ასეა მხოლოდ მაშინ, როცა ქალს ყველაფერი რიგზე აქვს. თუ ოჯახში პრობლემებია, ორსულმა ძალიან მოიმატა წონა ან დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს შესაძლოა ფობიკური ნევროზის მიზეზად იქცეს. მიუხედავად სტრესისა, ფობიკური ნევროზი, ნევრასთენიის მსგავსად, ყველას არ ემართება. არსებობს ამ დაავადებისადმი ერთგვარი განწყობა, რომელიც ბავშვობიდანვე შეიმჩნევა: ბავშვს მოულოდნელად იპყრობს შიში და ცუდის მოლოდინი; მოზარდს ეჩვენება, რომ ყველა მას უყურებს, ამიტომ ერიდება ხალხმრავალ ადგილებს; ასეთი ბავშვები ერიდებიან გაკვეთილებზე აქტიურობას, კითხვებზე პასუხის გაცემას, აზრის გამოთქმას, არასდროს ელაპარაკებიან უცნობებს, არავითარ შემთხვევაში არ გადაუშლიან გულს ახალგაცნობილს. სწორედ ასეთ ბავშვებს უვითარდებათ მოგვიანებით ფობიკური ნევროზი. ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც, თუმცა ამ უკანასკნელთ - უფრო მეტად, მეტადრე - ორსულობის დროს.

- რასთან არის დაკავშირებული ფობიები?

- ყველა ფობია დაკავშირებულია შფოთვით ეჭვიანობასთან. ფობიით შეპყრობილი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე გარშემო მყოფები. ამგვარი დარღვევები სოციალური ფობიკური დარღვევების სახელით არის ცნობილი. ფობიკური შეტევის და შემდგომ ნევროზის წარმოშობა ხშირად დაკავშირებულია საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი მომთხოვნელობის კონფლიქტთან - ჩანაფიქრი ვერ სრულდება; ამ დროს ნევროზი წარმოიშობა იმის გამო, რომ ადამიანს ტანჯავს მოვალეობის გრძნობა, იზღუდება რა მისი მორალური შეხედულებები და პასუხისმგებლობა. ფობიკური ნევროზი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარყოფითად აისახება არა მარტო დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ ბავშვის განწყობაზეც. სტატისტიკის თანახმად, ორსულთა დაახლოებით მეოთხედი დეპრესიით ან ნევროზითაა დაავადებული. ეს ხშირად გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ ჩვეულებრივი ნევროზი ადვილად ემორჩილება მკურნალობას, ფობიკური ნევროზი სპეციალურ ჩარევას მოითხოვს. თუ უჩივით სწრაფ დაღლას და გამუდმებით გაქვთ მოუსვენრობის, გუნება-განწყობის დაქვეითების შეგრძნება, ესე იგი მიდრეკილი ბრძანდებით ფობიკური ნევროზისა და დეპრესიის მიმართ.

- რას უჩივის ამ დროს ორსული?

- ამ დაავადების სიმპტომებია: უძილობა, უმიზეზო გაღიზიანებადობა, ყველაფრისადმი გულგრილობა ან დანაშაულის შეგრძნება. გეჩვენებათ, რომ არავის სჭირდებით და ზოგჯერ თავის მოკვლაზეც ფიქრობთ. ეს შესაძლოა რთული ფინანსური მდგომარეობის შედეგი იყოს ან იმისა, რომ გგონიათ, თითქოს თქვენ ცუდი დედა იქნებით. ორსულობის დროს ქალს ყურადღება თავის შინაგან სამყაროზე გადააქვს, რაც მის გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობაზე აისახება. საკუთარ თავში ჩაკეტვა მას ეხმარება, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ზოგიერთ უსიამოვნებას. ეს მდგომარეობა გასტანს ძუძუთი კვების გარკვეულ პერიოდამდე. თუმცა მან შეიძლება ნებისმიერ დროს გაიაროს და სწორედ ამ დროს მწვავდება ფობიკური ნევროზი. ეს დაავადება ჩნდება რაღაცის პასუხად, თუმცა მიზეზი თითქოს არ ჩანს. ორსულები მიდრეკილნი არიან ტირილისადმი, ადვილად ღიზიანდებიან, უმიზეზოდ მართავენ სცენებს... ეს გამოწვეულია ჰორმონული ფონის ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. თუ ამ ცვლილების ფონზე განვითარდა ორსულთა ნევროზი, შეგრძნებები და გუნება-განწყობა მკვეთრად იცვლება. ქალს ეჩვენება, რომ მის გარშემო სამყაროც შეიცვალა. იგი ადვილად ექცევა გრძნობების ზეგავლენის ქვეშ, მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება მისდამი სიტყვიერად გამოთქმული შეფასებების და გარშემო მყოფთა ქცევის მიმართ, მოითხოვს, იყვნენ მომთმენნი და თბილად მოეპყრონ.

- როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- ნევროზისა და დეპრესიის მკურნალობის ყველაზე პოპულარული მეთოდი ფსიქოთერაპიაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ანტიდეპრესანტი, ვინაიდან ის ვნებს ნაყოფის გულს, თირკმელებს, ღვიძლსა და სხვა ორგანოებს. უმჯობესია, მაშინვე მივმართოთ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს. ამის შედეგად:

1. დაგავიწყდებათ პრობლემა, რომელმაც ეს ავადმყოფობა გამოიწვია;

2. თავს დააღწევთ შფოთვას და დაიბრუნებთ სულიერ სიმშვიდეს.

ორსულთა ფობიკური ნევროზი, ჩვეულებრივ, იკურნება პიროვნებათაშორისი ფსიქოთერაპიის ან კოგნიტური ქცევის თერაპიის მეშვეობით. ამ ორი მეთოდის წყალობით ორსული სწორად აფასებს ყველა გარემოებას და სიხარულით ეგებება მომავალ დედობას. სპეციალისტები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს ნევროზისგან თავის დასაცავად. ყოველთვის წინასწარ დაგეგმეთ ორსულობა, მოუარეთ თავს ორსულობის დროს. მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი საკვები, აუცილებლად ივარჯიშეთ, მოეშვით და მხოლოდ კარგზე იფიქრეთ. თანდათან ისწავლით, თქვენი მდგომარეობისგან მხოლოდ სიამოვნება მიიღოთ. შვილის ყოლა შესანიშნავია, არავის და არაფერს მისცეთ უფლება, ამ მოვლენისადმი ცუდად განგაწყოთ. გახსოვდეთ: თქვენი კარგი განწყობა ჯანმრთელი შვილის ყოლის საწინდარია.