როგორ ჩავაქროთ ხანძარი კუჭში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ჩავაქროთ ხანძარი კუჭში

უსიამოვნო შეგრძნებები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ჭამის შემდეგ. გულძმარვა დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ მეორდება. იგი ძლიერდება, როცა დასასვენებლად წამოწვებით, განსაკუთრებით - გვერდის მონაცვლებისას. ზოგიერთს გულძმარვა უფრო მეტად მარცხენა გვერდზე წოლისას აწუხებს. მას პროვოცირებას უწევს დახრაც, მაგალითად, წინდის ან ფეხსაცმლის ჩაცმის დროს. ხანგრძლივი გულძმარვის ფონზე შესაძლოა აღმოცენდეს ტკივილი ფერდის ძვლის უკან, ბოყინი, ეს შეგრძნებები კი ორსულის გუნება-განწყობას ვნებს. ნუ იფიქრებთ, რომ გულძმარვა ბავშვის დაბადების შემდეგ გაივლის - იგი საფუძვლიან კვლევას მოითხოვს.

როგორ აღვკვეთოთ გულძმარვა

გულხელდაკრეფილი ჯდომა და ლოდინი, როდის გაივლის თავისთავად ეს ყველაფერი, არ ღირს. გირჩევთ:

  • საწოლის თავი 15 გრადუსით წამოსწიოთ.
  • ერიდოთ დიდი ხნით დახრას და ისეთი ვარჯიშების შესრულებას, რომელთა დროსაც დაჭიმულია მუცლის პრესი.
  • ძილის დროს აღმოცენებული გულძმარვის მოსახსნელად უნდა წამოდგეთ, გაიარ-გამოიაროთ, მოსვათ რამდენიმე ყლუპი წყალი.
  • ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედების რეგულარულობას. არასასურველია შეკრულობა, ჭინთვები - ეს ზრდის მუცლის შიდა წნევას და იწვევს გულძმარვას.
  • სადილის შემდეგ დასასვენებლად ნუ წამოწვებით. უმჯობესია, გაიარ-გამოიაროთ. ეს ხელს შეუწყობს საკვების კუჭიდან ნაწლავებში სწრაფად გადასვლას.
  • დაიცავით კვების რეჟიმი. მიირთვით დღეში 5-7-ჯერ, მცირე ულუფებით, ერიდეთ ძღომას.
  • რაციონში შეიტანეთ ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტები: რძე, ნაღები, არაჟანი, ხაჭო, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, ძროხის, ქათმის, თევზის მოხარშული ხორცი, ნაღებისა და მცენარეული კარაქი, თეთრი პური (სასურველია, უსაფუვრო).
  • მოამზადეთ ბოსტნეული ორთქლზე ან გახეხეთ, გააკეთეთ პიურე. ვაშლი უმჯობესია ჩაშუშული მიირთვათ.

რეკომენდებული არ არის:

  • ცხიმიანი, შემწვარი ხორცი, ქათამი, თევზი;
  • შაშხი და ლორი;
  • ცხარე სოუსები და სანელებლები;
  • მჟავე ხილის წვენები და კომპოტები;
  • უხეში უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (თეთრთავა კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი, ნიორი);
  • სოკო;
  • შავი პური;
  • გაზიანი სასმელები, მაგარი ჩაი, ყავა.

საჭიროა გამოკვლევა?

დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ენდოსკოპიური გამოკვლევა - ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რომლის ჩატარებაც ორსულობის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება. ენდოსკოპიური გამოკვლევების უკუჩვენებად ექიმებს მიაჩნიათ:

  • ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილის დეფორმაცია;
  • მკაფიოდ გამოხატული კიფოზი (სკოლიოზი, ლორდოზი);
  • ძლიერი, შეუპოვარი პირღებინება;
  • მაღალი არტერიული წნევით მიმდინარე ნეფროპათია;
  • პლაცენტის წინამდებარეობა;
  • მაღალი ხარისხის მიოპია.

რა შეიძლება დავლიოთ?

ორსულს წამალი უნდა შეურჩიოს ექიმმა. საზოგადოდ კი გულძმარვის მოსახსნელად გამოდგება ანტაციდები. ამ ჯგუფის პრეპარატები ანეიტრალებს კუჭის წვენის მარილმჟავას, ამცირებს კუნთოვან სპაზმს და წნევას კუჭში.

  • ანტაციდები, რომლებიც შეიწოვება - ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (საჭმელი სოდა), მაგრამ იგი არ გამოდგება ხანგრძლივად მისაღებად, თანაც სახიფათოა ორსულობის დროს - სოდის შემადგენლობაში არსებულმა ნატრიუმმა ნაწლავებში შეწოვის შემდეგ შესაძლოა შეშუპება გამოიწვიოს, რაც ორსულისთვის არასასურველია.
  • ანტაციდები, რომლებიც არ შეიწეოვება - ამ ჯგუფის პრეპარატები კალციუმის, მაგნიუმისა და სხვა კარბონატების საფუძველზეა შექმნილი. ამ შემთხვევაში საქმეს ის ართულებს, რომ ანტაციდების უმრავლესობა იწვევს შეკრულობას, რაც ასევე არ არის სასურველი მომავალი დედისთვის.

ასე რომ, ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ექიმის კონსულტაციის გარეშე. მიანდეთ მას თქვენთვის საჭირო მედიკამენტის შერჩევა, რათა არც თავს ავნოთ და არც შვილს.