დასვენება ორსულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასვენება ორსულთათვის

- საშუალო ზოლის მცხოვრებლებს არ ვურჩევთ დასასვენებლად სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში წასვლას, რადგან აკლიმატიზაციის პერიოდში საათობრივი სარტყლის შეცვლამ, უჩვეულო საკვებმა და სასმელმა შესაძლოა ავნოს ნებისმიერი ადამიანის, პირველ რიგში, ორსულის გუნება-განწყობას. ორსულობის დროს სასურველი არ არის აზიისა და აფრიკის ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება - ამ დროს დიდია ინფიცირების რისკი. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში გამგზავრებამდე ადამიანმა უნდა გაიკეთოს ესა თუ ის აცრა, პროფილაქტიკისთვის მიიღოს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ორსულობის დროს კი ჯობს, ამ ყოველივეს თავი ავარიდოთ. ვაქცინაცია დაუშვებელია ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. სხვა დროს აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

- როგორ უნდა დაისვენოს ორსულმა?

- კურორტზე, პირველ რიგში, სწორედ რომ უნდა დაისვენოთ. გარემოს შეცვლა, ახალი შთაბეჭდილებები, ღირსშესანიშნავი ადგილები, ბუნება - ამ ყველაფერს აქვს კოლოსალური თერაპიული მნიშვნელობა როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვისაც. ცნობილი რუსი ფიზიოლოგის ივან პავლოვის თქმით, ადამიანი უნდა გამოსტაცოთ მის გარემოს, გაათავისუფლოთ მუდმივი დატვირთვისგან, მოსწყვიტოთ მოუშორებელ ფიქრებს და გარკვეული ხნით მისი ყურადღება მიმართოთ ჯანმრთელობისა და კვებისკენ. თუმცა ახალი შთაბეჭდილებების ძიებისას ორსულებმა უმჯობესია თავი შეიკავონ ისეთი ექსტრემალური დასვენებისგან, როგორებიც არის რაფტინგი, ჯიპინგი, პარაგლაიდინგი და სხვა. არსებობს სხვა სამკურნალო ფაქტორებიც, რომლებიც ორსულს კურორტზე ელის. ესენია მინერალური წყლები და მარილის მღვიმეები, უბრალოდ ახალი შთაბეჭდილებები და კარგი გუნება-განწყობა. დანიშნულ ადგილას ჩასვლის შემდეგ, კურორტული ცხოვრების პირველ დღეს, ერთი საათი მაინც უნდა დაისვენოთ. ეს აუცილებელია აკლიმატიზაციისთვის - ორგანიზმის ახალ კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად. განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთზე მეტი საათობრივი სარტყელი გადაკვეთეთ. ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დარღვევისას უმჯობესია საკითხი გადავწყვიტოთ ძილის სასარგებლოდ - დაწექით ადრე, ადექით გვიან. სასურველია, ისეთი ადგილი შეარჩიოთ, რომელიც ქალაქთან ახლოს, უახლოესი სამშობიაროდან არა უმეტეს 30 კილომეტრზე მდებარეობს.

- შეიძლება თუ არა ორსულისთვის ზღვაზე დასვენება?

- დიდი ხნის წინ ზოგიერთ ქვეყანაში ორსულებს ზღვაზე არ უშვებდნენ. ექიმები მათ მხოლოდ ბინების განიავებისა და ქალაქის აბანოში სიარულის უფლებას აძლევდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ქალაქის აბანოებში სულ უფრო ცოტა ხალხი დაიარება. სამაგიეროდ, ზღვის სანაპიროზე სულ უფრო მეტ ქალს შეამჩნევთ უჩვეულოდ განიერი წელითა და ჭიპის ქვემოთ დამახასიათებელი სტრიებით... მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ დედებისა და მომავალი თაობის ჯამრთელობას სუფთა ჰაერი, მზე და წყალიც ემსახურება. სატრანსპორტო საშუალებების განვითარებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა შორეულ კურორტებთან, მათთან მისასვლელი გზა შეამოკლა, უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადა.


- რა სარგებლობა მოაქვს ზღვის ჰაერს? შეიძლება თუ არა ორსულთათვის ჰაერისა და მზის აბაზანების მიღება?

- ზღვის ჰაერი მდიდარია უარყოფითად დამუხტული იონებით. ასეთი ჰაერი უხდება ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, არტერიულ წნევას. ჰაერისა და სინათლის აბაზანები არაჩვეულებრივად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და, საზოგადოდ, ორგანიზმზე, აჯანსაღებს მას. ჰელიოთერაპია ორგანიზმზე მზის პირდაპირი სხივების სამკურნალო ზემოქმედებაა. მზის სხივები იწვევს ნივთიერებთა ცვლის ინტენსიფიკაციას, ზრდის ორგანიზმის დაცვას, აძლიერებს დ ვიტამინის გამომუშავებას. ჰელიოთერაპია მშობიარობამდელი რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნოკონფლიქტური დედებისთვის, აგრეთვე ჩრდილოეთისა და ქალაქის მცხოვრები ორსულებისთვის, რომელთაც მზის დეფიციტი აქვთ.

- რას გვეტყვით გარუჯვის შესახებ, შეიძლება თუ არა, ეს სიამოვნება ორსულებმაც გამოსცადონ?

- ზაფხულის მზესთან სიფრთხილე აუცილებელია - მოსალოდნელია მზით დამწვრობა და გადახურება (სითბური დაკვრა). ორსულთათვის ერთნაირად მავნეა მზის სხივების როგორც სიჭარბე, ისე უკმარისობა. სამხრეთის ქვეყნების კურორტებზე მზე საკმაოდ აგრესიულია. ეს უფრო მეტად ტვირთავს ორსულის ისედაც გადატვირთულ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს. ასე რომ, მზეზე გადახურება ადვილია. მოსალოდნელია გულყრაც. მზეზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა, პიგმენტური ლაქები, რომლებთან ბრძოლაც ძალიან ძნელია, ამიტომ ორსულებს გარუჯვას არამც და არამც არ ვურჩევთ. მეორე მხრივ, მზის სხივების ნაკლოვანება დ ვიტამინის დეფიციტს იწვევს, რადგან ეს ვიტამინი უმთავრესად კანში წარმოიქმნება მასზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ეს იწვევს მომატებულ გადაღლილობას, კბილების დემინერალიზაციას, კარიესისა და ოსტეოპოროზის სწრაფ ჩამოყალიბებას, მენჯის ძვლებისა და კუნთების ტკივილს. ამიტომ მზის აბაზანები მაინც საჭიროა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვით. მზისა და ჰაერის აბაზანების მიღებისას დაიცავით შემდეგი წესები:

  • მზეზე გასვლა სასურველია შუადღის 12 საათამდე და საღამოს 16-17 საათის შემდეგ. ნაშუადღევს, როდესაც მზეEყველაზე მეტად აქტიურია, დარჩით ჩრდილში.
  • კანი ორსულობის დროს მზისადმი საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ რუჯი შესაძლოა არათანაბარი გამოვიდეს, განსაკუთრებით - სახეზე, სადაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს პიგმენტური ლაქები, ამიტომ იხმარეთ ჩალის ქუდი და მუქი სათვალე.

- შეიძლება თუ არა ორსულისთვის ზღვაში ცურვა?

- ზღვაში ცურვას გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვს. კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, ფთორის, ქლორის, ბრომის, იოდის იონები, აგრეთვე ზღვის წყალმცენარეების ცილები და ფიტონციდები მიკროდოზებით აღწევს ჩვენს ორგანიზმში და სხვადასხვაგვარად მოქმედებს მასზე. ზღვის ტალღები ჰიდრომასაჟს გვიკეთებს, რომელიც რეფლექსურად მოქმედებს ყველა სისტემაზე. ბოლო დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. წყლით კომპრესიას: წყლის წნევა, რომელიც ადამიანის სხეულზე მოქმედებს, ხელს უწყობს კანქვეშა ქსოვილიდან სითხის სისხლძარღვებში გადასვლას და ამგვარად ხელს უშლის შეშუპებებს, რაც ორსულთათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამ ბიოლოგიურმა ფენომენმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი კომპლექსურ თერაპიასა და გვიანი ტოქსიკოზების მკურნალობაში. ორსულისთვის ცურვა უმეტესად სასარგებლოა: ის აუმჯობესებს სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვანი სისტემების მუშაობას. წყალში მოძრაობა ადვილია, რადგან იკარგება საკუთარი მომატებული წონის შეგრძნება. მიიჩნევა, რომ ბრასის სტილით ცურვა უფრო ფიზიოლოგიურია, თუმცა არა აუცილებელი. მთავარია, ცურვა სიამოვნებას განიჭებდეთ. მაგრამ მეტისმეტად ნუ გადაიღლებით. დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი, ჩვეული და არა უჩვეულო, გადამეტებული (იგივე ითქმის სეირნობაზე). ერიდეთ წყალში ხტომას, განსაკუთრებით - ფეხებით, რადგან ზოგიერთ შემთხევაში წყალმა შესაძლოა უშუალოდ საშვილოსნოს ყელზე მოგაყენოთ ჰიდროდარტყმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ წყლის ატრაქციონების უმეტესობა ორსულთათვის უსაფრთხოა. ყურადღებით შეარჩიეთ ადგილი. ერიდეთ წყალსატევს, ტბორს, გუბეს, ასევე - აუზს.


- როდის არ შეიძლება ორსულისთვის ცურვა?

- ცურვა უკუნაჩვენებია, როდესაც:

  • ქალს აქვს საშვილოსნოს ყელის ეროზია;
  • მიდრეკილია სისხლდენებისაკენ;
  • აქვს ორსულთა ტოქსიკოზი ან რომელიმე ინფექცია.

- ქალბატონო თამარ, ჩვენი ქვეყანა უმშვენიერესი მთებით არის გარშემორტყმული. რას გვეტყვით, შეიძლება ორსულისთვის მთაში დასვენება და სიმაღლეების დალაშქვრა?

- მომავალი დედებისთვის დასვენების ასეთი სტილი შეუფერებელია. უკიდურეს შემთხვევაში, ასეთი დასვენების მოყვარულებს ვურჩევთ, დაიცვან შემდეგი წესები:

  • ერიდონ გადახურებას და გაციებას;
  • არ ათრიონ მძიმე ტვირთი;
  • ერიდონ ხანგრძლივ ლაშქრობას;
  • აირჩიონ ისეთი მარშრუტი, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმამდე ადვილად მიაღწიონ;
  • ერიდონ შვეულმფრენს, ცხენზე ჯდომას, ჯირითს.

ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა ასვლა ორსულებისთვის არ შეიძლება. წნევის მკვეთრი ცვლილება, ჟანგბადის უკმარისობა, მაღალი ტენიანობა შესაძლოა გართულების მიზეზად იქცეს.

- რას გვეტყვით ტრანსპორტზე, რით სჯობია იმგზავროს ორსულმა?

- მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ტრანსპორტის თითოეული სახეობა.

თვითმფრინავი

როდესაც დიდ მანძილზე გადაადგილებაა საჭირო, თვითმფრინავი განსაკუთრებით მოხერხებულია, მაგრამ აფრენისა და დაფრენის დროს წნევათა მკვეთრმა ცვალებადობამ შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება, სისხლდენა, პლაცენტის აცლა, ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს. ცნობისათვის: დღეს მრავალი ავიაკომპანია ორსულობის გვიანდელ პერიოდში, დაახლოებით 36-ე კვირას, ითხოვს ექიმის ცნობას, რომ ფრენა ქალისთვის ნებადართულია. ამასთანავე, ცნობა კვირაზე მეტი ხნისა არ უნდა იყოს. ზოგიერთი ავიაკომპანია საკუთარი თვითმფრინავის ბორტზე ამ ცნობის მქონე ქალებსაც კი არ იღებს. ასე რომ, თუ თვითმფრინავით მგზავრობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ ეს.

მატარებელი

მატარებლის უპირატესობა ის არის, რომ მის ტამბურში შეიძლება გაიარ-გამოიაროთ, მუხლი გამართოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, პატარა სივრცეში დიდხანს ყოფნა, ხანგრძლივი ხმაური და ვიბრაცია მგზავრობას დამღლელსა და აუტანელს ხდის.

ავტომობილი

საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ჯობს შედარებით ნაკლებ მანძილზე, რომელიც არ აღემატება 800-100 კილომეტრს. ორსული, უმჯობესია, უკანა სავარძელზე დაჯდეს - ის უფრო უსაფრთხოა. ზურგი რომ არ გეტკინოთ, ამოიდეთ ბალიში. ავტომობილიდან ხშირად გადმობრძანდით გასაგრილებლად. ხანგრძლივი მოგზაურობის შემთხვევაში რამდენჯერმე დაგჭირდებათ შეჩერება წასახემსებლად და ნორმალური ღამის გასათევის საპოვნელად. უმჯობესია, შეისვენოთ 2 საათში ერთხელ 15 წუთით და გადმოხვიდეთ მანქანიდან კიდურების გასაშლელად, 4 საათში ერთხელ კი შეჩერდეთ სრულფასოვანი სადილისა და ხანგრძლივი დასვენებისთვის. თუ საჭეს თავად მართავთ, ნუ ატარებთ მანქანას საათზე მეტხანს, ნურც ღამით.


- საკუთარი ავტომობილი ყველას არ ჰყავს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მანქანის მფლობელს ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობა ურჩევნია. როგორ მოიქცეს ამ დროს ორსული?

- უმჯობესია, თუ ხანგრძლივი მგზავრობისგან თავს შეიკავებს - ის ძალზე დამღლელია, გზაზე ხშირად შეგარყევთ, თანაც საეჭვოა, ყველა მგზავრი დაემორჩილოს თქვენს სურვილს, ისუნთქოთ სუფთა ჰაერით და დროდადრო გაიაროთ ფეხით. რა არის ამ დროს მნიშვნელოვანი:

  • თუ ყველაფერი რიგზე გაქვთ, მგზავრობა შეიძლება.
  • მგზავრობისთვის ოპტიმალური ვადაა ორსულობის მეორე ტრიმესტრი. პირველ და ბოლო თვეებში უმჯობესია ხანგრძლივ, დამღლელ მგზავრობაზე უარი თქვათ. მგზავრობის წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, მე-20 კვირამდე მგზავრობა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით შეიძლება.
  • 26-28-ე კვირის შემდეგ სასურველი არ არის ფრენა, ხოლო 36 კვირის შემდეგ - სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრობაც.

გახსოვდეთ: სწორად დასვენება თქვენი და თქვენი პაწიას ჯანმრთელობის საწინდარია.