შეგეფერებათ თუ არა თქვენი სამუშაო ადგილი
1. რამდენი წელია, რაც უკანასკნელ სამუშაო ადგილზე მუშაობთ?
ა) ერთ წელზე მეტია;
ბ) სამ წელზე მეტია;
გ) 10 წელი და მეტია;
დ) რამდენიმე თვეა.
2. როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ თუ არა სწავლა, რათა წარმატებით განაგრძოთ პროფესიული მოღვაწეობა?
ა) არა, კმაყოფილი ვარ არსებული სტატუსით;
ბ) კარიერის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;
გ) რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს პრესტიჟულია;
დ) ადამიანს ყოველთვის შეუძლია დაეუფლოს რაიმე ახალს;
ე) მხოლოდ მაშინ, თუ ეს მომგებიანი იქნება.
3. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საკმაოდ კარგად გიხდიან იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რასაც თქვენი პროფესია იძლევა?
ა) დიახ, თუმცა დღეს რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, მაინც ცოტა იქნება;
ბ) არა, მაგრამ აქ შედარება ძნელია;
გ) რა თქმა უნდა, ეს ცოტაა იმ ძალისხმევასთან შედარებით, რომელსაც ვხარჯავ;
დ) ხელფასი არც ისე დიდია, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ შევინარჩუნო საყვარელი პროფესია;
ე) ვმუშაობ იმდენს, რამდენსაც მიხდიან.
4. ჩვეულებრივ, რა განწყობით მიდიხართ სამსახურში?
ა) აჩქარებული მაჯისცემით, მაღალი არტერიული წნევით, კანკალით;
ბ) არ ვღელავ;
გ) ვითვლი პენსიამდე დარჩენილ წლებს;
დ) მოუთმენლად, განცდით: "მაგათ ვაჩვენებ, რა შემიძლია!";
ე) მიუხედავად ყველაფრისა, სამსახურში ყოფნა მირჩევნია.
5. სამსახურებრივ პრობლემებზე ახლობლებთან ხშირად მსჯელობთ?
ა) ვყვები ანეკდოტებს საკუთარ უფროსზე;
ბ) ვყვები მხოლოდ იმას, რამაც შეიძლება სარგებლობა მომიტანოს;
გ) ამ თემას გავურბივარ;
დ) ხანდახან მიწევს, თუმცა არ მიყვარს.
6. შვებულების დროს, აგარაკზე (კურორტზე) დროდადრო ამჩნევთ, რომ სამსახურზე ფიქრობთ:
ა) არ არსებობს - როდესაც ვისვენებ, მხოლოდ სიამოვნებაზე ვფიქრობ;
ბ) მახარებს იმის წარმოდგენა, რომ ამ დროს ჩემი კოლეგები სამსახურში ოფლს ღვრიან;
გ) ერთი სული მაქვს, შვებულება დასრულდეს;
დ) სიამოვნებით ვიგონებ სამსახურს და დროდადრო კოლეგებსაც ვეხმიანები;
ე) ხარობთ, რომ კიდევ რამდენიმე დღე დაგრჩათ.
7. ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ამ საქმით იქნებოდით დაკავებული?
ა) ოცნებასაც ვერ გავბედავდი;
ბ) სწორედ ასეთ სამუშაოზე ვოცნებობდი, ყველაფრით კმაყოფილი ვარ;
გ) ოდნავ იმედგაცრუებული ვარ;
დ) სადმე ხომ უნდა ვიმუშაო?
8. თანახმა ხართ, თქვენმა შვილებმაც ეს პროფესია აირჩიონ?
ა) თუ დააინტერესებთ, რატომაც არა, მაგრამ მე თვითონ ამისკენ არ ვუბიძგებ;
ბ) დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ კვალიფიკაციას მიიღებენ, ვიდრე მე მაქვს;
გ) ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ გადავარწმუნო. ოჯახში ერთი მსხვერპლი საკმარისია.
დ) მათი არჩევანი მათი საქმეა, თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია.
ე) იმედი მაქვს, ასეც მოხდება. ჩემი გამოცდილება და კავშირები მათ ძალიან გამოადგებათ.
9. ბავშვობაში ოცნებობდით:
ა) კოსმონავტობაზე, რათა პირველს დაგედგათ ფეხი ახალ პლანეტაზე;
ბ) მსახიობობაზე - მაყურებელთა ოვაციების გამო;
გ) მასწავლებლობაზე, რათა ყველა ბავშვისთვის კარგი ნიშანი დაგეწერათ;
დ) მანეკენობაზე - უბრალოდ იმიტომ, რომ ლამაზია;
ე) ექიმობაზე - თეთრი ხალათისა და სტეტოსკოპის გამო.
10. გელით შეხვედრა ოცნების მამაკაცთან, მაგრამ უცაბედად ირკვევა, რომ კიდევ რამდენიმე საათი მოგიწევთ სამსახურში დარჩენა. თქვენი რეაქცია:
ა) ვაცნობებ, რომ, სამწუხაროდ, დღეს არ მცალია;
ბ) ჩხუბს ავტეხ და მაინც წავალ შეხვედრაზე;
გ) შეხვედრას ალბათ გადავდებ, მაგრამ ისე ვიქნები დათრგუნული, რომ არაფრის კეთების თავი აღარ მექნება;
დ) რა თქმა უნდა, შეხვედრას გადავდებ - სამსახური ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ვისაც ჩემთან ერთად ყოფნა სურს, ამ აზრს უნდა შეეგუოს;
ე) ვეცდები, სამსახურიდან როგორმე თავი დავიძვრინო.
დააჯამეთ ქულები:
1. ა, დ - 1; ბ, გ - 2.
2. ა - 0; ბ, ე - 2; გ - 1; დ - 4.
3. ა - 2; დ - 3; ბ, გ, ე - 1.
4. ა - 0; ბ - 4; გ - 1; დ - 2; ე - 1.
5. ა, დ - 2; ბ, გ, ე - 1.
6. ა, დ - 3; გ, ე - 1; ბ - 2.
7. ა - 5; ბ - 3; გ - 2; დ - 1.
8. ა - 5; ბ - 4; გ, ე - 1; დ - 2.
9. ა, ბ, გ, ე - 2; დ - 3.
10. ა - 7; ბ - 5; გ, ე - 1; დ - 2.
38-დან 27 ქულის ჩათვლით - თქვენ შესანიშნავად ართმევთ თავს ნებისმიერ სიტუაციას, როგორც ყოფითს, ასევე პროფესიულს. გაქვთ იშვიათი თვისება - არ იმჩნევთ საკუთარ ღირსებებს და გამუდმებით ეძებთ თვითსრულყოფის შესაძლებლობას. თავს ნებისმიერ სამსახურში კარგად გრძნობთ, ამიტომ - ყურადღება! - ნუ დათანხმდებით პირველსავე წინადადებას. გახსოვდეთ, რაც არ უნდა აკეთოთ, ყველაფერი სიამოვნებას მოგანიჭებთ!
26-იდან 22 ქულის ჩათვლით - თქვენ შესანიშნავად ართმევთ თავს სამუშაოს, თუმცა რაღაც მაინც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს. შესაძლოა, უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე მოგეთხოვებათ. თქვენ გჭირდებათ თუნდაც მცირე, მაგრამ შესამჩნევი წარმატება, რათა თვითშეგრძნება გაიუმჯობესოთ. შესაძლოა, თქვენი დაუკმაყოფილებლობა - პირადი პრობლემების ან უბრალოდ კოლეგებთან კონტაქტის არცოდნის შედეგი იყოს. დაფიქრდით, იქნებ სჯობს გადახედოთ ერთი შეხედვით წვრილმან, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპებს, რათა სამუშაომ კმაყოფილება მოგანიჭოთ.
22 ქულაზე ნაკლები - სამსახურში წამებული ხართ, ყოველგვარი ინტერესისა და რეალიზაციის შესაძლებლობის გარეშე. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ საკუთარი თავის რწმენა, მიატოვეთ სამუშაო. ხანმოკლე დასვენებისა და საღი გონებით გაანალიზების შემდეგ შესაძლოა მიხვდეთ, რომ ახალი სამსახური ნებისმიერ შემთხვევაში აჯობებს იმ ჭაობს, რომელშიც ჩაიძირეთ.