რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობისას? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობისას?

რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობისას?
ორსულობა მხოლოდ ქალისთვის კი არა, მთელი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ორსულის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მეტ-ნაკლებად მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზეც აისახება.

ორსულობის ყოველ ტრიმესტრს თან ახლავს როგორც სხეულის, ისე ფსიქოემოციური სფეროს დამახასიათებელი ცვლილებანი. ორსულობის თანმხლები გარდაქმნები ორგანოთა სისტემების ფუნქციობის, ფსიქოემოციური ფონისა და სქესობრივი ცხოვრების ცვლილებას უკავშირდება.


ორსულობა და შინაგანი ორგანოები
ბევრს მიაჩნია, რომ ორსულობისას ცვლილებებს მხოლოდ სასქესო ორგანოები განიცდის, არადა ძვრები აბსოლუტურად ყველა ორგანოს ეხება. ენდოკრინული სისტემა - ორსულობის მე-6-8 კვირიდან ენდოკრინულ სისტემაში ხდება გა
დართვა, ნივთიერებათა ცვლაში ჭარბობს საკვები ნივთიერებების ათვისებისა და დაგროვების პროცესები, რის შედეგადაც ორსულობის დასასრულისთვის ქალის სხეულის მასა საშუალოდ 10-15 კგ-ით იმატებს, ამასთანავე, სისხლის პლაზმაში მცირდება ცილების, ვიტამინების დონე, იზრდება ქოლესტერინის შემცველობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ორსულობისას ორგანიზმში ჩნდება მეორე "გული" - სისხლის მიმოქცევის პლაცენტური წრე - და გულის დატვირთვაც გაცილებით იმატებს, რაც პრაქტიკულად
ჯანმრთელ ქალებში იწვევს გულისცემის გახშირებას, დროებით ამოვარდნებს, არტერიული წნევის მატებას. ზოგჯერ წნევა 130/80 მმ ვწყ. სვ-საც კი აღემატება, თუმცა მშობიარობის შემდეგ ნორმას უბრუნდება. სასუნთქი სისტემა - ორსულობისას საგრძნობლად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა ჟანგბადზე.

პლაცენტის ჰორმონთა გავლენით ფართოვდება ბრონქები და იზრდება მათში გამავალი ჰაერის ნაკადი. მართალია, გადიდებული საშვილოსნო ავიწროებს დიაფრაგმას, მაგრამ ეს ჟანგბადის მიწოდებას არ აბრკოლებს, რადგანაც გულმკერდის ღრუს გაფართოების შედეგად იზრდება ფილტვების მოცულობა, მათი ვენტილაცია, შესაბამისად, დროულად ხდება აირთა ცვლის პროდუქტთა გამოდევნაც. შარდგამომყოფი სისტემა - თირკმელი ორსულობისას ორმაგ დატვირთვას ასრულებს: ფილტრავს როგორც დედის, ისე ნაყოფის  ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს. ჯანმრთელი ორსული დღე-ღამეში 1200-1600 მლ შარდს გამოყოფს, 950-1200 მლ-ს - დღის განმავლობაში, დანარჩენს - ღამით.  ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ ხშირდება შარდვა. ზოგჯერ თირკმელს უძნელდება ორმაგი დატვირთვის ატანა და სწორედ ამის გამო ვითარდება ორსულობისთვის დამახასიათებელი შეშუპება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი - საშვილოსნოს ზრდის გამო მცირდება კუჭის ევაკუატორული უნარი, საკვები მასში შედარებით მეტხანს ყოვნდება. მცირდება სისხლში კალიუმის დონე, რაც ამცირებს ფერმენტ გასტრინის გამომუშავებას, არღვევს კუჭის წვენის სეკრეციას, შედეგად ვითარდება გულძმარვა, ბოყინი და სლოკინი. მუცელში ახალი, ცოცხალი არსების გაზრდის შემდეგ გარკვეული ცვლილებები ხდება ნაწლავებშიც; ისინი ადგილს იცვლიან, მცირდება მათი პერისტალტიკისა და მოძრაობის უნარი, რაც იწვევს ყაბზობას, განავლოვანი მასების დროულად გამოუდევნელობა იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას, მუცლის შებერვას, სწორი ნაწლავის ნახეთქების გაჩენას და ბუასილის განვითარებას. სისხლში სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება უარყოფითად მოქმედებს სანაღვლე გზებზე, კერძოდ ხშირია ორსულობის შემდგომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება და სხვა.

 


ფსიქოემოციური დისბალანსი
მოგეხსენებათ, ორსულობისას ქალს ეზრდება მუცელი, უსივდება ტუჩები, სახეზე ლაქები უჩნდება, უშუპდება ქვედა კიდურები და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს ფსიქოემოციურ ცვლილებებს, რომლებიც ძილის დარღვევით, გაღიზიანებით, გაუცნობიერებელი შიშისა და მოახლოებული საშიშროების შეგრძნებით გამოიხატება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მძაფრდება ის თვისებები, რომლებიც ქალს ორსულობამდეც ახასიათებდა, კერძოდ, სუსტი, ნაზი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალები კიდევ უფრო მგრძნობიარენი და მტირალები ხდებიან. განსაკუთრებით ეშინიათ მათ, ვისაც აბორტი ან მძიმე ორსულობა აქვს გადატანილი. ძლიერი და თავდაჯერებული ქალები კიდევ უფრო მებრძოლნი, აგრესიულნი და მომთხოვნი ხდებიან. ეს ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა, რადგან იგი ერთადერთ რამეზე - ნაყოფის გამოზრდაზე - ფიქრობს. ყოველივე დანარჩენი მისთვის მეორე პლანზე გადაინაცვლებს. ეს ყველაფერი, ფსიქოფიზიკური ტიპისა და ტემპერამენტის კვალობაზე,  ქალს ხასიათს რადიკალურად უცვლის.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
10-05-2019
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც,
05-02-2019
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ამნიოცენტეზი ტარდება ორსულობის მე-14 კვირას.
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
სამწუხაროდ, ყველა ქალს არ შეუძლია დაორსულება. უნაყოფობის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს,
ნაყოფის სიმახინჯეები რომ აირიდოთ, უარი უნდა თქვათ სიგარეტის მოწევისა და ალკოჰოლის მიღების მავნე ჩვევებზე,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად