რას აკეთებს ქალი, როდესაც შეიტყობს, რომ ორსულად არის? მიდის უახლოეს ჯიხურში,ყიდულობს ორსულებისთვის განკუთვნილ ჟურნალებს, რჩევას სთხოვს მეგობრებს, ნათესავებს, მაგრამ სარწმუნო ინფორმაციას ვერავისგან იღებს. სამაგიეროდ, ეცნობა უამრავ მითს ორსულობისა და მშობიარობის შესახებ. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
1. დასვენება, დასვენება და კიდევ ერთხელ დასვენება
ორსულად ხართ, მაგრამ ბროლის ლარნაკად ხომ არ ქცეულხართ? თუ უგუნებობას არ უჩივით, ექიმები არ გესაუბრებიან მუცლის მოშლის საშიშროებაზე და მკაცრ წოლით რეჟიმს არ გინიშნავენ, იცხოვრეთ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ცურვას, ტრენაჟორებზე ვარჯიშს და ველოსიპედით სეირნობას თავს ნუ
2. იცხოვრეთ ძველებურად
სამწუხაროდ, ეს რჩევა ყოველთვის არ გამოგადგებათ. ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროსაც კი რაღაც-რაღაცები იცვლება. მაგალითად, უეცრად ამჩნევთ, რომ თქვენი ოფისი მეტისმეტად დახუთულია, ავტომობილში ბენზინის საეჭვოდ ძლიერი სუნი დგას, სურნელი, რომელიც ადრე ძალიან მოგწონდათ, გულს გირევთ, მესამე ტრიმესტრის დასასრულს კი სამსახურისკენ
3. როგორც არ უნდა გავსუქდე, მშობიარობის შემდეგ იოლად დავიბრუნებ ფორმას
ეს კი ნამდვილად მითია. ზოგი შესამჩნევად იმატებს წონას, ზოგი - ნაკლებად; ზოგი ადვილად იბრუნებს ფორმას მშობიარობის შემდეგ, ზოგიერთს კი ამისთვის სერიოზული ძალისხმევა სჭირდება...
4. ორსულთა კოსმეტიკა
თანამედროვე ქალებმა იციან, რომ ორსულობისას სტრიების საწინააღმდეგო კრემების ხმარება აუცილებელია; თუ ვინმეს სტრიები გაუჩნდა, ესე იგი, ან კრემს არ ისვამდა, ან იაფფასიანი კრემი შეიძინა. სინამდვილეში კრემი ამ საკითხში ძალიან უმნიშვნელო როლს ასრულებს. სამაგიეროდ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენებს. იკითხეთ, ჰქონდა თუ არა სტრიები თქვენს დედას და ბებიას - მოსალოდნელია, თქვენც მათი ბედი გაიზიაროთ. სტრიების გაჩენა კანის ტიპზეა დამოკიდებული და არა კრემის წასმა-არწასმაზე, განურჩევლად მისი საფასურისა. რაც შეეხება, ზოგადად, კოსმეტიკას: ორსულობის დროს (ისევე, როგორც მანამდე და მის შემდეგ) მხოლოდ ხარისხიანი საშუალებები უნდა იხმაროთ. მშრალ კანს ყოველდღიური კრემი მოუხდება, ხოლო თმის ცვენას ხარისხიანი ვიტამინური კომპლექსის დროული მიღება შეგიმცირებთ.
ორსულთათვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკა სხვებს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ არც აღემატება.
5. არც შევიღებოთ და არც შევიჭრათ
შეღებვა არ შეიძლება, რადგან საღებავი ნაყოფისთვის საშიშია, - გეუბნებათ დედა. ბებია გარწმუნებთ, რომ თმის შეჭრით ბავშვს ჯანმრთელობას (ჭკუას, ძალას) ართმევთ. გიშლიან ლაქის წასმას, დეზოდო-რანტის, დეკორატიული კოსმეტიკისა და სუნამოს ხმარებას... არ გაგიკვირდეთ, თუ ამის შემდეგ ირგვლივ მყოფები თანაგრძნობით აღსავსე თვალებით შემოგხედავენ, თითქოს გეუბნებიან: ”რას იზამ, ორსულობა ყველას როდი უხდება”... სინამდვილეში ბოლოებგაყოფილი თმა, შეუღებავი თმის ძირები, მოუვლელი ხელები და ოფლის სუნი არავისაც არ უხდება.
საშიშია თუ არა საღებავი ნაყოფისთვის?
ჯერ ერთი, თანამედროვე საღებავები რადიკალურად განსხვავდება მათგან, დედათქვენისა და ბებიათქვენის ახალგაზრდობისას რომ ხმარობდნენ. მეორეც, რა მავნეც უნდა იყოს, ის მხოლოდ თქვენს კანსა და თმას მიაყენებს ზიანს. ჯერ ერთი, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ ადვილად უმკლავდება ამ ტიპის ნეგატიურ ფაქტორებს, მეორეც, პლაცენტას სწორედ ის ევალება, რომ მავნე ნივთიერებები ნაყოფთან არ მიუშვას.
სხვა საქმეა სუნების გამძაფრებული აღქმა - თუ სალონში ჯდომა გიჭირთ, შეგიძლიათ, პარიკმახერი და მემანიკიურე სახლში დაიბაროთ.
6. ორსულისთვის სტრესი მავნეა
საზოგადოდ, სტრესი არავისთვის არის სასარგებლო, მაგრამ ადამიანს ყოველდღიურად უამრავი უსიამოვნება ხვდება. ეს ნორმალურია. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია და პერიოდულად უნდა მიიღოს კიდეც ადრენალინის დოზა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში მთავარია არა თავად სიტუაცია, არამედ მისდამი თქვენი დამოკიდებულება. გამუდმებით იმაზე ფიქრი, ხომ არ ავნო სტრესმა თქვენს შვილს, უფრო უარესია, ვიდრე ხანმოკლე ემოციური შეჯანჯღარება.
გნებავთ პოზიტივი და დადებითი ემოციები? საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი რიგზე გექნებათ.