ქალს ეჩვენება, რომ მის გარშემო სამყაროც შეიცვალა - რას უჩივის ორსული და რასთან არის დაკავშირებული ორსულთა ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალს ეჩვენება, რომ მის გარშემო სამყაროც შეიცვალა - რას უჩივის ორსული და რასთან არის დაკავშირებული ორსულთა ნევროზი

- რასთან არის დაკავშირებული ფობიები?

- ყველა ფობია დაკავშირებულია შფოთვით ეჭვიანობასთან. ფობიით შეპყრობილი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე გარშემო მყოფები. ამგვარი დარღვევები სოციალური ფობიკური დარღვევების სახელით არის ცნობილი. ფობიკური შეტევის და შემდგომ ნევროზის წარმოშობა ხშირად დაკავშირებულია საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი მომთხოვნელობის კონფლიქტთან - ჩანაფიქრი ვერ სრულდება; ამ დროს ნევროზი წარმოიშობა იმის გამო, რომ ადამიანს ტანჯავს მოვალეობის გრძნობა, იზღუდება რა მისი მორალური შეხედულებები და პასუხისმგებლობა.

ფობიკური ნევროზი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარყოფითად აისახება არა მარტო დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ ბავშვის განწყობაზეც. სტატისტიკის თანახმად, ორსულთა დაახლოებით მეოთხედი დეპრესიით ან ნევროზითაა დაავადებული. ეს ხშირად გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ ჩვეულებრივი ნევროზი ადვილად ემორჩილება მკურნალობას, ფობიკური ნევროზი სპეციალურ ჩარევას მოითხოვს. თუ უჩივით სწრაფ დაღლას და გამუდმებით გაქვთ მოუსვენრობის, გუნება-განწყობის დაქვეითების შეგრძნება, ესე იგი მიდრეკილი ბრძანდებით ფობიკური ნევროზისა და დეპრესიის მიმართ.

- რას უჩივის ამ დროს ორსული?

- ამ დაავადების სიმპტომებია: უძილობა, უმიზეზო გაღიზიანებადობა, ყველაფრისადმი გულგრილობა ან დანაშაულის შეგრძნება. გეჩვენებათ, რომ არავის სჭირდებით და ზოგჯერ თავის მოკვლაზეც ფიქრობთ. ეს შესაძლოა რთული ფინანსური მდგომარეობის შედეგი იყოს ან იმისა, რომ გგონიათ, თითქოს თქვენ ცუდი დედა იქნებით. ორსულობის დროს ქალს ყურადღება თავის შინაგან სამყაროზე გადააქვს, რაც მის გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობაზე აისახება. საკუთარ თავში ჩაკეტვა მას ეხმარება, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ზოგიერთ უსიამოვნებას.

ეს მდგომარეობა გასტანს ძუძუთი კვების გარკვეულ პერიოდამდე. თუმცა მან შეიძლება ნებისმიერ დროს გაიაროს და სწორედ ამ დროს მწვავდება ფობიკური ნევროზი. ეს დაავადება ჩნდება რაღაცის პასუხად, თუმცა მიზეზი თითქოს არ ჩანს. ორსულები მიდრეკილნი არიან ტირილისადმი, ადვილად ღიზიანდებიან, უმიზეზოდ მართავენ სცენებს...

ეს გამოწვეულია ჰორმონული ფონის ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. თუ ამ ცვლილების ფონზე განვითარდა ორსულთა ნევროზი, შეგრძნებები და გუნება-განწყობა მკვეთრად იცვლება.

ქალს ეჩვენება, რომ მის გარშემო სამყაროც შეიცვალა. იგი ადვილად ექცევა გრძნობების ზეგავლენის ქვეშ, მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება მისდამი სიტყვიერად გამოთქმული შეფასებების და გარშემო მყოფთა ქცევის მიმართ, მოითხოვს, იყვნენ მომთმენნი და თბილად მოეპყრონ.