რა კავშირია ბაზალურ ტემპერატურასა და ოვულაციას შორის - საჭირო რჩევები მათთვისაც, ვისაც დაორსულება სურს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კავშირია ბაზალურ ტემპერატურასა და ოვულაციას შორის - საჭირო რჩევები მათთვისაც, ვისაც დაორსულება სურს

- რა არის ბაზალური ტემპერატურა, რას ვიგებთ მისი მეშვეობით და როგორ უნდა მივხვდეთ, მოხდა თუ არა ოვულაცია?

- ბაზალური ტემპერატურული მრუდის მიხედვით გამოთვლიან ოვულაციის სავარაუდო თარიღს, თუმცა ეს მეთოდი დღეს მოძველებულად მიიჩნევა.

ამჟამად ფოლიკულის მომწიფებისა და ოვულაციის კონტროლი ულტრასონოგრაფიული მეთოდით ხდება.

ბაზალური ტემპერატურა ძირითადად სწორ ნაწლავში იზომება. ბაზალური ტემპერატურის გაზომვით შეგიძლიათ გაიგოთ:

მწიფდება თუ არა კვერცხუჯრედი და როდის (შესაბამისად, გამოიყოს დაორსულებისთვის ოპტიმალური ან, პირიქით, არახელსაყრელი დღეები);

  • მოხდა თუ არა ოვულაცია - კვერცხუჯრედის მომწიფება;

  • სათანადოდ ფუნქციობს თუ არა ქალის ენდოკრინული სისტემა;

  • გინეკოლოგიური დარღვევა ხომ არ არის სავარაუდო;

  • როდის უნდა ველოდეთ მომდევნო მენსტრუაციას;

  • უჩვეულო მენსტრუაციის ან მისი შეკავების დროს დავადასტუროთ ორსულობა.

  • ბაზალური ტემპერატურის გაზომვისას ჩვენი მთავარი მიზანია, დავადგინოთ, მოხდა თუ არა ოვულაცია.

მენსტრუაციის დროს ტემპერატურის მრუდი მიდრეკილია დაქვეითებისკენ. დაქვეითების საწყისი წერტილი ინდივიდუალურია. ციკლის ფაზების შესაბამისად, ორგანიზმში იცვლება ჰორმონული ფონი. მასთან ერთად იცვლება ბაზალური ტემპერატურაც.

- როგორ უნდა გავიზომოთ ბაზალური ტემპერატურა?

- ბაზალური ტემპერატურის გასაზომავად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი (ვერცხლისწყლის ან ელექტრონული) თერმომეტრი.

ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურას იზომავენ 5 წუთის განმავლობაში, ელექტრონულ თერმომეტრს იღებენ სიგნალის შემდეგ. თერმომეტრი უნდა მოამზადოთ წინა საღამოს და დაიდოთ გვერდით. არ შეიძლება ვერცხლისწყლის თერმომეტრის ბალიშის ქვეშ დადება.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვას მკაცრი წესები აქვს:

  • ტემპერატურა აუცილებლად ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ;

  • ისე, რომ არ ადგეთ, არ წამოჯდეთ, საწოლში არ გამოავლინოთ განასაკუთრებული აქტივობა, აიღეთ თერმომეტრი და შეიყვანეთ იგი უკანა ტანში;

  • იწექით უძრავად 5 წუთის განმავლობაში;

  • თერმომეტრი ამოიღეთ, ჩაიწერეთ მაჩვენებელი ცხრილში.

წაიკითხეთ სრულად