ორსული და ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსული და ალერგია

ფუნქციური ცვლილებები დიდ გავლენას ახდენს ალერგიული დაავადებების მიმდინარეობაზე. ცალკეულ გართულებათა რისკიც ალერგიულ ორსულებთან უფრო მაღალია, ვიდრე არაალერგიულებთან.

საკმაოდ რთული ამოცანაა აგრეთვე ალერგიულ პროცესთა მართვა ორსულობისას.

სწორედ ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება სამშობიარო სახლის „ახალი სიცოცხლე“ მეან-გინეკოლოგი და გ. ელიავას სახელობის ფაგოთერაპიული ცენტრის გინეკოლოგი (დაარსების დღიდან) ნინო ოდიშელიძე:

– ქალბატონო ნინო, რა გავლენას ახდენს ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები ამა თუ იმ სახის ალერგიიის მიმდინარეობაზე?

– ორსულობამდე არსებული სხვადასხვა სახის ალერგიული დაავადება შესაძლოა ორსულობისასაც გამოვლინდეს, მაგალითად:

  • ატოპიური დერმატიტი;
  • რინიტი;
  • კონიუნქტივიტი;
  • ურტიკარია;
  • ანგიოდერმა.

ორსულობამდე არსებული ალერგიული დაავადებების 1/3 ორსულობისას მწვავდება, 1/3 შემსუბუქებას განიცდის და 1/3 იმავე დონეზე რჩება.

ორსულებთან ხშირად ვლინდება ორსულთა ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი, მედიკამენტური რინიტი, რინიტი გართულებული სინუსიტით, ორსულთა ატოპიური დერმატიტი. აქვე აღვნიშნავ, რომ ორსულების 60%-ს უვითარდება რინიტი, რის გამოც შეიძლება ალერგოლოგთან მოხვდნენ.

– რით განსხვავდება ორსულთა რინიტი საზოგადოდ ალერგიული რინიტისგან?

– ორსულთა რინიტი უვლინდება ორსული ქალების 20-30%-ს. ის ვლინდება სიმპტომურად ცხვირის გაჭედვით და ცხვირით სუნთქვის გაძნელებით. მიზეზი არის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ცხვირის სისხლმოდინების მომატება (ჰიპერემია).

ორსულთა რინიტი გრძელდება 6-8 კვირას, ისე რომ სხვა ალერგიულ პროცესებთან ან რესპირატორულ ინფექციასთან არ აქვს კავშირი, საბოლოოდ, სიმპტომები ლაგდება მშობიარობის შემდეგ 2 კვირაში. ორსული ამ დროს უჩივის ცხვირის გაჭედვას, ცხვირიდან წყლისებრ გამონადენს, სუნთქვის გაძნელებას, ძილის ხარისხის დარღვევას. ორსულთა რინიტის პათფიზიოლოგია არ არის ცნობილი, თუმცა ფიქრობენ, რომ გამომწვევი მიზეზი ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია, კერძოდ, ესტროგენებისა და პროგესტერონის დონის მომატება სისხლში.

ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია მტვერი და ნიკოტინდამოკიდებულება. ორსულთა ეს პრობლემა ძირითად თერაპიას და მედიკამენტებს არ საჭიროებს.

არსებობს ამ მდგომარეობის მართვის ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მეთოდები, რომლებიც იწვევენ სიმპტომების შემსუბუქებას.

არაფარმაკოლოგიური თერაპიის ან მართვის მეთოდებია:

  • ნაზალური სპრეი;
  • ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის ლორწოვანის დამუშავება;
  • ვარჯიში (ფიზიკური აქტივობა განაპირობებს ცხვირის სისხლძარღვების შევიწროებას, შეშუპების მოხსნას, რაც სუნთქვას აადვილებს და აუმჯობესებს);
  • წოლისას თავის აწევა 30-45 გრადუსზე.

ფარმაკოლოგიური თერაპია გამოიყენება მძიმე ფორმის რინიტის სამკურნალოდ, თუმცა ორსულებთან არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

რინიტი შესაძლოა გაუარესდეს, შემსუბუქდეს ან დარჩეს უცვლელი. ამიტომ აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება, რადგან მან შეიძლება გაზარდოს გესტაციური ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის და ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკი.

ალერგიული რინიტის პრობლემა შეიძლება ყველა ქალს ჰქონდეს, მაგრამ ორსულებთან ის ხშირად მწვავდება კონიუნქტივიტით, სინუსიტით და უფრო მეტად არის რინორეით (ცხვირიდან მოჭარბებულად წყლისებრი გამონადენით) გამოხატული.

– რას გვეტყვით ორსულებთან ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაზე?

– ორსულობისას ატოპიური დერმატიტი ვლინდება ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც ანამნეზში უკვე ჰქონდათ თუნდაც ერთი შემთხვევა დაავადებისა. ეს, სავარაუდოდ, იმუნოლოგიური ძვრების შედეგია, იწყება პირველ ტრიმესტრში, იშვიათად გვხვდება – მეორე ტრიმესტრში და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, რეკომენდებულია მხოლოდ კანის რეგულარული დატენიანება.

– რამდენად ხშირია ორსულებთან გენერალიზებული მწვავე ალერგიული რეაქციების განვითარება, მაგალითად, ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპებისა და სხვა? როგორ მართავთ ამ მდგომარეობებს ორსულობისას?

– ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება, და ანგიოდერმა ცალ-ცალკეც შეიძლება განვითარდეს და ერთდროულადაც. თუმცა მთავარი სიმპტომია ჰორმონული დისბალანსით განპირობებული ქავილი და ბუშტუკოვანი გამონაყარი. განვითარების მიზეზი არ არის ცნობილი, გამომწვევებს შორის კი აღსანიშნავია საკვები (თევზი, მიწის თხილი, რძე, კვერცხი), მედიკამენტები (უმეტესად, არასტეროიდები და ანტიბიოტიკები), გარემოში არსებული ალერგენები (ოთახისა და ცხოველთა მტვერი), სხვადასხვა გარეგანი ფაქტორი (სიცხე, სიცივე, ემოციური სტრესი), ასევე გენეტიკა. საზოგადოდ, თანდაყოლილი ფორმა იშვიათია, ძირითადად, იმუნური სისტემის მაკონტროლებელი სისხლის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობას უკავშირდება. თუ ახალი შემთხვევაა, მიზეზი სწრაფად და ადვილად დგინდება, დაავადება მწვავდება ორსულობის 29-36 კვირის ვადაზე.

– რამდენად ხშირია ალერგიული რეაქციების განვითარება ორსულობის პერიოდში, ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როცა არაალერგიულ პირს სწორედ ორსულობისას უვლინდება სენსიბილიზაცია და ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ალერგენზე, რომელიც დაორსულებამდე მისთვის ალერგენი არ იყო, ანუ თუ შეიძლება ალერგია პირველად ორსულობისას დაიწყოს?

– ალერგია ნებისმიერ პერიოდში შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს, მათ შორის ქალს, როგორც დაორსულებამდე, ასევე ორსულობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ორსულმა მაქსიმალურად უნდა აირიდოს ალერგენებთან კონტაქტი, ხშირად დაიმუშაოს ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით, მოერიდოს ქარიან ამინდში გარეთ გასვლას, აუცილებელია საცხოვრებელ გარემოში ჰიგიენის ნორმების დაცვა, ოთახებისა და ზედაპირების სველი წესით დამუშავება.

ალერგიული ქალის დაორსულებისას ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად და არ საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომას. ალერგია, როგორც პროცესი, გავლენას არ ახდენს არც ორსულობაზე და არც ნაყოფზე, რაც შეეხება მკურნალობას, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, სასურველია არაფარმაკოლოგიური მკურნალობის ჩატარება, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი საშუალებები.

– არის თუ არა ალერგიის სამკურნალო ესა თუ ის პრეპარატი უკუნაჩვენები ორსულობისას და ძირითადად, რომელი ჯგუფის პრეპარატებია ესენი?

– ორსულებისთვის უკუნაჩვენებია ფსევდოეფედრინისა და ეფედრინის ჯგუფის პრეპარატები, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, თუმცა დაავადების გამწვავებისა და აუცილებლობის შემთხვევაში მათ მაინც ვიყენებთ, ოღონდ მე-2 და მე-3 ტრიმესტრებში. საყურადღებოა, რომ ამ პრეპარატებს ნაყოფის დეფექტის გამოწვევის დიდი რისკი აქვთ.

ორსულთათვის უვნებელია და მკურნალობის პირველი ეტაპია ფიზიოლოგიური ხსნარის კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ინტრავენური გადასხმა. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ გლუკოკორტიკოიდები და ანტიჰისტამინები. მკურნალობის პროცესში ამ პრეპარატების მიღებისას უნდა წარმოებდეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი გვერდითი მოვლენების, კერძოდ, ჰიპერტენზიის ასარიდებლად.