რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ნაყოფს? - რას ნიშნავს იმუნური და არაიმუნური წყალმანკი და როგორ მკურნალობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ნაყოფს? - რას ნიშნავს იმუნური და არაიმუნური წყალმანკი და როგორ მკურნალობენ

რატომ ვითარდება წყალმანკი

განასხვავებენ ნაყოფის წყალმანკის ორ სახეს – იმუნურსა და არაიმუნურს. აღნიშნული დაყოფა ემყარება წყალმანკის გამომწვევ მიზეზებს.

ნაყოფის იმუნური წყალმანკი

ნაყოფის იმუნური წყალმანკი უხშირესად მძიმე რეზუსკონფლიქტის გართულებაა და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. ამ დროს რეზუს უარყოფითი დედის ორგანიზმში ყალიბდება ანტისხეულები რეზუსდადებითი შვილის ერითროციტების მიმართ. ეს ანტისხეულები პლაცენტურ ბარიერს გააღწევენ და ნაყოფის ორგანიზმში ხვდებიან.

შედეგად ნაყოფის ორგანიზმში ვითარდება ერითროციტების დაშლა ანუ ჰემოლიზი. აღნიშნული მდგომარეობა ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების სახელწოდებითაა ცნობილი. სხვა დარღვევებთან ერთად სხეული შუპდება, მძიმე შეშუპებისას ირღვევა ორგანოთა ფუნქციონირება.

სადღეისოდ ნაყოფის იმუნური წყალმანკის შემთხვევები შემცირებულია პრეპარატის – ანტირეზუსუარყოფითი ანტისხეულების წყალობით.

მისი ინექცია უტარდებათ ორსულებს, რომელთაც რეზუსკონფლიქტის რისკი აქვთ. მედიკამენტი ბლოკავს ორსული რეზუსუარყოფითი ორსულის ორგანიზმში ნაყოფის ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას.

გაცილებით იშვიათად, მაგრამ არსებობს ნაყოფისა და დედის სისხლის შეუთავსებლობის სხვა, რეზუსკონფლიქტისაგან განსხვავებული სახეებიც, რომელთა შემთხვევაშიც ანტირეზუსუარყოფითი ანტისხეულები უეფექტოა.

არაიმუნური წყალმანკი

უფრო ხშირია არაიმუნური წყალმანკი. ის ნაყოფის წყალმანკის შემთხევათა 90%-ის მიზეზია. არაიმუნური წყალმანკი მაშინ ვითარდება, როცა დაავადება ან რაიმე სამედიცინო მდგომარეობა არღვევს ნაყოფის ორგანიზმში სითხის ცვლის რეგულირებას. ნაყოფის არაიმუნური წყალმანკის გამომწვევი სამი უმთავრესი მდგომარეობაა: გულის ან ფილტვის დაავადებები, მძიმე ანემია (მაგალითად, თალასემიის ან ინფექციური დაავადების გამო) და გენეტიკური და განვითარების ანომალიები (ტერნერის სინდრომის ჩათვლით).

ნაყოფის წყალმანკის მკურნალობა

ნაყოფის წყალმანკის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ორსულობისას მკურნალობის ტაქტიკა შეიძლება იყოს:

ადრეული მშობიარობის გამოწვევა ნაყოფის დროულად მისაღებად;

  • ნაყოფის მდგომარეობის გაუარესებისას – ნაადრევი საკეისრო კვეთა;

  • საჭიროებისას ნაყოფისათვის სისხლის გადასხმა მუცლად ყოფნის პერიოდშივე.

  • ახალშობილის მკურნალობა მოიცავს:

  • იმუნური წყალმანკისას სისხლის წითელი უჯრედების გადასხმას. შესაძლოა ჩატარდეს ჩანაცვლებითი გადასხმა ერითროციტების დაშლის გამომწვევი ფაქტორების აღსაკვეთად;

  • ზოგჯერ პლევრასა და მუცლის ღრუში დაგროვებული სითხის ნემსით მოცილებას;

  • გულის უკმარისობის მკურნალობას;

  • საჭიროებისას სასუნთქი აპარატის გამოყენებას.
წაიკითხეთ სრულად