ჰიპოტენზიის დროს ეფექტურია ჟენშენი და ჩინური ლიმონურა - ექიმის რჩევები - როგორ ვმართოთ დაბალი წნევა ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპოტენზიის დროს ეფექტურია ჟენშენი და ჩინური ლიმონურა - ექიმის რჩევები - როგორ ვმართოთ დაბალი წნევა ორსულობისას

- რას გვეტყვით ორსულთა ჰიპოტენზიაზე?

- ორსულობის პერიოდში არტერიული წნევა ხშირად იწევს დაბლა, თუმცა მეტწილად უმნიშვნელოდ. წნევის მცირედი დაქვეითება ორსულს არ ვნებს, ძლიერი კი მრავალ პრობლემას იწვევს.

ათიდან რვა შემთხვევაში ორსულობა ადრეული ტოქსიკოზით მიმდინარეობს. ჰიპოტენზია ტოქსიკოზს ამძიმებს. ეს იმიტომ, რომ ხშირი პირღებინება იწვევს სითხის დეფიციტს ორგანიზმში და კიდევ უფრო დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

ორსულთა ჰიპოტენზიად არ უნდა მივიჩნიოთ ქვედა ღრუ ვენის სინდრომი. ეს სინდრომი ორსულობის მეორე ნახევარში ვითარდება. ამ დროს ზურგზე წოლისას საშვილოსნო ქვედა ღრუ ვენას აწვება.

ეს ამცირებს გულამდე მისული სისხლის ოდენობას, რასაც ხშირად მოსდევს გონების დაკარგვა. წამოჯდომის ან გვერდზე გადაბრუნების შემთხვევაში მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება.

- რა გართულებაა მოსალოდნელი ჰიპოტენზიის დროს?

- როცა ქალი დიდხანს დგას ფეხზე, იმყოფება ჩახუთულ შენობაში, იღებს ცხელ აბაზანას ან, უბრალოდ, მშიერია, ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, თავბრუხვევა, თავის ტკივილი და გონების დაკარგვაც კი.

გარდა ამისა, სწორედ ჰიპოტენზიას უკავშირებენ ორსულთა განწყობის მკვეთრ ცვალებადობას ეიფორიიდან ტირილამდე, შიშებამდე, უსუსურობის შეგრძნებამდე. განწყობის ცვალებადობა თითქმის ყველა ორსულს ახასიათებს, მაგრამ მათ, ვისაც ჰიპოტენზია აწუხებს, უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული.

არტერიული ჰიპოტენზია ამცირებს პლაცენტური სისხლის მიმოქცევას და ამით აფერხებს ნაყოფის ზრდას. ძლიერი ჰიპოტენზიის შემთხვევაში ორსულის ორგანოები ცუდად მარაგდება სისხლით, ამიტომ ნაყოფიც მცირე რაოდენობის ჟანგბადს იღებს.

შეიძლება შეიქმნას მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის საშიშროება. ჰიპოტენზიის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა ორსულობის თავისთავადი შეწყვეტა. სპონტანური აბორტი მოსალოდნელია ორსულობის სხვადასხვა ვადაზე და 3-5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წნევის მქონე ორსულებში.

ამიტომ ორსულმა, რომელსაც ორსულობამდე ჰიპოტენზია ჰქონდა, უნდა იკონტროლოს არტერიულ წნევა და მისი მკვეთრი დაქვეითების შემთხვევეში მიმართოს ექიმს.

ასეთ ორსულებში ხშირია პათოლოგიები მშობიარობის დროს. ხშირად საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ოპერაცა.

- როგორ უნდა მოიქცეს ორსული, რომელსაც დაბალი არტერიული წნევა აქვს?

- ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა. ძალიან კარგია დილის ვარჯიში. სასარგებლოა წყლის პროცედურები: შხაპი, გრილი წყლის გადავლება, ფეხის კონტრასტული აბაზანები, ასევე -მატონიზებელი მასაჟი. ორსულს დღე-ღამეში 10-12 საათი მაინც უნდა ეძინოს. კარგია დღის 1-2-საათიანი ძილიც.

მდგომარეობას ამძიმებს დიდხანს დგომა, ცხელი აბაზანა, ჩახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსული სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს: მიიღოს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი მრავალფეროვანი საკვები, ერიდოს მსუყე კერძებს - ეს ვნებს არა მარტო წნევას, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც. არასასურველია გვიანი ვახშამი. კარგი იქნება, თუ ორსული საკვებს მიიღებს დღეში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით.

საუზმესა და სადილზე დაბალწნევიანი ორსულისთვის კარგია მაგარი ჩაი (განსაკუთრებით - მწვანე). მაგარი ჩაის მიღებას არ გირჩევთ ღამით, რათა არ დაგიფრთხეთ ძილი.

მატონიზებელი მოქმედება აქვს პანტოკრინს, არალიის ნაყენს. ეფექტურია ასევე ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, ჩინური ლიმონურა, ჟენშენი.

აპილაკი სასარგებლოა ლოგინობის პერიოდში. ის, გარდა იმისა, რომ არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს ლაქტაციასაც.

არტერიული ჰიპოტენზია, დეკომპენსირებულიც კი, როდესაც მისი ციფრები არ უახლოვდება ნორმის ქვედა ზღვარს, არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის საფუძველს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ის სათანადო დარიგებას მისცემს ორსულს და ყველა პრობლემა მოგვარდება.