როგორ მიმდინარეობს ორსულობის დროს ასთმა? - სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ასთმურ შეტევებს შეგიმსუბუქებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მიმდინარეობს ორსულობის დროს ასთმა? - სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ასთმურ შეტევებს შეგიმსუბუქებთ

- ქალბატონო ქეთევან, როგორ ეწყობა ერთმანეთს ბრონქული ასთმა და ორსულობა?

- ბრონქული ასთმა ხშირად ორსულობამდე იწყება, მაგრამ გამორიცხული არ არის, პირველად ორსულობის დროს იჩინოს თავი. ორსულობისას იმუნურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე, რაც, თავის მხრივ, ორსულობის მიმდინარეობაზეც აისახება.

ორსულობის დასაწყისში გამოვლენილმა ასთმამ, ისევე როგორც ადრეულმა ტოქსიკოზმა, შესაძლოა ორსულობის პირველსავე ნახევარში გაიაროს. ამ შემთხვევაში დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც პროგნოზი სავსებით კეთილსაიმედოა. თუ ბრონქული ასთმა ორსულობამდე დაიწყო, ორსულობისას პროცესი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს. თუ

როგორ, ამის წინასწარ გამოთვლა რთულია. სტატისტიკის თანახმად, ასიდან 35 შემთხვევაში კლინიკური სურათი შესაძლოა დამძიმდეს, 28 შემთხვევაში შემსუბუქდეს, ხოლო 33-ში უცვლელი დარჩეს. დაავადება განსაკუთრებით ხშირად ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში რთულდება. მიუხედავად ყოველივე ამისა, ბრონქული ასთმა, მისი ჰორმონდამოკიდებული ფორმაც კი, ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა, რადგან იგი, ჩვეულებრივ, ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას - ამ შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა.

თუ დაავადება არ ემორჩილება მკურნალობას და ორსულს აქვს ხშირი შეტევები, რომლებიც ასთმურ სტატუსში გადაიზრდება, აუცილებლად მიიჩნევენ ორსულობის ვადამდე (37-38-ე კვირამდე) შეწყვეტას. ცნობისათვის: ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოაჩინეს: ქალებს, რომლებიც გოგონებს ელიან, ბრონქული ასთმა ორჯერ უფრო ხშირად უმწვავდებათ, ვიდრე ბიჭუნების მომავალ დედებს. ამ განსხვავებას მეცნიერები უკავშირებენ ორსულობის თანმხლებ ჰორმონულ ფონს, რომელიც გოგონასა და ვაჟზე ორსულობისას სხვადასხვანაირია.

- როგორ მშობიარობს ასთმით დაავადებული ქალი?

- მშობიარობის დროს ასთმური შეტევა შედარებით იშვიათია, შეტევების მართვა შესაძლებელია, ამიტომ ასთმიანი ორსულები, ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურად მშობიარობენ. მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა ასიდან 25 შემთხვევაში (მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტები) უმჯობესდება, 50 შემთხვევაში არ იცვლება, 25-ში კი მძიმდება.

მცენარეული საშუალებები:

  • აიღეთ 200 გ წყლის იელი და 100 გ თავშავა, 50 გ ჭინჭრის ფოთოლი და ამდენივე არყის კვირტი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.

 

  • აიღეთ 200-200 გ მრავალძარღვას და კრაზანას ფოთოლი, დაუმატეთ ამდენივე ცაცხვის ყვავილი, მიღებული ნარევი კარგად დააქუცმაცეთ, 2 ს/კ-ს დაასხით 500 მლ ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 5-6 საათი. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე, თბილი.

წაიკითხეთ სრულად