რჩევები, რომლებიც ორსულებს გულისრევის, ღებინებისა და საკვების აუტანლობის დროს დაეხმარება - ტოქსიკოზის საწინააღმდეგო ნაყენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები, რომლებიც ორსულებს გულისრევის, ღებინებისა და საკვების აუტანლობის დროს დაეხმარება - ტოქსიკოზის საწინააღმდეგო ნაყენი

- რით შეიძლება შეიმსუბუქოს მდგომარეობა ორსულმა?

- შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც ორსულს გულისრევის, ღებინების, საკვების აუტანლობის დროს დაეხმარება:

გულისრევა და პირღებინება შესაძლოა გამოიწვიოს საკვების სუნმაც.

ცივ საკვებს უფრო სუსტი სუნი აქვს, ამიტომ საუზმედ უმჯობესია მიირთვათ ცივი კერძი.

ტოქსიკოზზე გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. საწოლთან დაიდეთ მსუბუქი საკვები, რათა ღამით ან დილით, გაღვიძებისთანავე, წაიხემსოთ.

ერიდეთ დაკონსერვებულ წვენებს, ტკბილეულს.

ცხიმიანი საკვები მძიმე გადასამუშავებელია, ამიტომ ერიდეთ. ტოქსიკოზს პროვოცირებას უწევს ცხარე, მჟავე და შემწვარი კერძებიც.

მიიღეთ საკმაო რაოდენობის სითხე (ჩაი, წყალი). სვით მცირე ყლუპებით, რადგან ერთ ჯერზე უხვად მიღებამ შესაძლოა ღებინება გამოიწვიოს.

ზოგჯერ გულისრევას შველის კოჭა. შეგიძლიათ, დაღეჭოთ მისი ფესვი ან ჩაიში ჩააგდოთ.

რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც გულისრევას იწვევს.

ლუდის საფუარი ორსულთა ტოქსიკოზს ამსუბუქებს.

შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით მიირთვით მარცვლოვნები, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო - ისინი მდიდარია ვიტამინ ბ6-ით, რომელიც, ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, ტოქსიკოზის გამოვლენას ამცირებს.

ლიმონს შეუძლია შეაჩეროს გულისრევა. გაჭერით ოთხად და როდესაც გულისრევას იგრძნობთ, მოწუწნეთ.

კუჭ-ნაწლავს ამშვიდებს პიტნაც. მოიდუღეთ პიტნის ჩაი. ნერწყვდენის შესამცირებლად ღეჭეთ პიტნის საღეჭი რეზინა.

ტოქსიკოზის საწინააღმდეგო ნაყენი

აიღეთ:

პიტნის ფოთოლი - 2 ჩაის კოვზი;

კატაბალახას ფესვი - 1 ჩაის კოვზი;

გულყვითელას ყვავილი - 2 ჩაის კოვზი;

ფარსმანდუკი - 2 ჩაის კოვზი.

ნარევს დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ. სვით 50 მლ დღეში 6-ჯერ 25 დღის განმავლობაში. კურსი გაიმეორეთ სამჯერ 15-დღიანი შესვენებით. ეს მცენარეები მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, ასტიმულირებს კუჭისა და თირკმლის სეკრეციას, აქვს სპაზმოლიზური ეფექტი. გარდა ამისა, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

- მოითხოვს თუ არა ორსულთა ტოქსიკოზი მკურნალობას?

- ტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები ჰოსპიტალიზაციასა და სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს. საშუალო სიმძიმის, უფრო კი მძიმე ფორმის დროს, შეუჩერებელი ღებინების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მკურნალობა კომპლექსურია.

გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებს წყალმარილოვან და ელექტროლიტურ ბალანსს. გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, დეტოქსიკაციისთვის და წყალმარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად ინიშნება ინფუზიური თერაპია - 2,0-2,5 ლ დღე-ღამეში.

წაიკითხეთ სრულად