როგორ მოვუაროთ თმას ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ თმას ორსულობისას

თმა უფრო სწრაფად იზრდება, ამიტომ დღის წესრიგში დგება, მისი ხშირად შეჭრის საჭიროება.

ჭაღარა ორსულობის დროს საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემაა და არ ღირს შეღებვის გადადება 9 თვით. შეარჩიეთ საღებავი ამიაკის გარეშე ან გამოიყენეთ ნატურალური საღებავები.

ორსულობისას, ზოგჯერ, აღინიშნება თმის ცვენა. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ უარი თვთქვათ მჭიდროდ მოჭერილ ვარცხნილობაზე ან აფრიკულ ნაწნავებზე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს პროცესი. ნუ გამოიყენებთ თმის ლაქსაც, რადგანაც მასში მრავალი სხვადასხვა ინგრედიენტი შედის და მკვეთრმა, ქიმიურმა სუნმა შეიძლება გულისრევის შეტევის პროვოცირება მოახდინოს.

თუ სადმე მიდიხართ, შეიძლება გამოიყენოთ გელი ან ქაფი, მაგრამ ყოველდღიურად სჯობს რომ მათი გამოყენებისაგან თავი შეიკავოთ. მიეცით თმას მაქსიმალური თავისუფლება. თმის უთოს და საშრობის ხშირად გამოყენებასაც ორსულობის დროს, სპეციალისტები არ გვირჩევენ. ცხელი ჰაერი თმას უფრო მტვრევადს ხდის. უმჯობესია, თუ თმას ბუნებრივად გავიშრობთ.

თავის თმინი ნაწილის ცხიმიანი კანი ორსულებისთვის, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ნამდვილ პრობლემად იქცევა. სჯობს მომავალმა დედებმა გამოიყენონ რბილი, ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული შამპუნები, რომელიც არ უნდა შეიცავდეს სილიკონებს. ბალზამი შეიძლება შევცვალოთ მცენარეული, მაგალითად წინჭრის ნახარშით.

სახლის პირობებში ადვილი მოსამზადებელია ლიმონიანი წყლის კონდიციონერი. 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ეს საშუალება მნიშვნელოვნად შეამცირებს თმის ცხიმიანობას.

მომავალი დედებისთვის ძალიან სასარგებლოა თავის მასაჟი, ძილის წინ. ეს პროცედურა დაეხმარება ორსულს სწრაფ და ეფექტურ მოდუნებაში. საღამოს ხის სავარცხლით თმის დავარცხნა, გააუმჯობესებს თავის თმიანი ნაწილის კანის სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მოდინებას გაზრდის.