მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდრომი - როგორ უნდა ვაკონტროლოთ წონა და გაძლიერებული მადა ორსულობისას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდრომი - როგორ უნდა ვაკონტროლოთ წონა და გაძლიერებული მადა ორსულობისას?

- მუცლით ნაყოფის ტარება ქალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მშობიარობის შემდეგ ძალების აღსადგენად და ადრინდელი წონის დასაბრუნებლად ორგანიზმს რამდენიმე თვე სჭირდება, ვინაიდან ჰორმონული ფონის აღსადგენად არა ერთი და ორი დღეა საჭირო. ზოგიერთი სულსწრაფი ქალი ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს და შიმშილობას იწყებს, რასაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე და ე.წ. მშობიარობის შემდგომ ნეიროენდოკრინულ სინდრომამდე მივყვართ.

მაგრამ თუ თავს დაიიმედებთ, რომ მშობიარობის შემდეგ წონის მატება გარდაუვალია, შეეგუებით ამას და ადრინდელი ფორმის დაბრუნებას არ ეცდებით, საქმე ამავე დიაგნოზით დამთავრდება. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აღიდგინოთ ნორმალური წონა.

- რას ურჩევთ ორსულს, როგორ აკონტროლოს წონა და მოერიოს გაძლიერებულ მადას?

- ორსულობის მეორე თვიდან ქალი უკვე ხვდება, რა გავლენას ახდენს გარეგნობაზე ჰორმონები. იწყება ენდოკრინული ბალანსის ცვლილება და შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი ხდება სხეულის ფორმების მომრგვალება.

ჭამის მოთხოვნილებაც იმატებს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოთ მადის კონტროლის სწავლა - თუ ორი ადამიანის სამყოფს შეჭამთ, კუჭი გაიზრდება და წონასაც ნორმასთან შედარებით ორჯერ მოიმატებთ. ნორმა კი ასეთია: 1-დან 3 კგ-მდე პირველი 3 თვის განმავლობაში და კვირაში 300-500 გრამი დანარჩენ 6 თვეს.

წონის კონტროლისთვის ყურადღება მიაქციეთ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას - დღეში 2500 კკალ სავსებით საკმარისია. არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტიურობა. მომავალი დედისთვის მეტად სასარგებლოა ფეხით სიარული.

კვებამდე 1 საათით ადრე დალიეთ 100 მლ თბილი უგაზო მინერალური წყალი. ის აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხოლო ტუტე რეაქცია მარილმჟავას ანეიტრალებს, ყოველივე ეს კი მადას აქვეითებს.

- როგორ გამოვთვალოთ, რამდენი კილოგრამია ზედმეტი?

- თუ ორსულობამდე ნორმალური ან ნორმაზე მეტი წონა გქონდათ, 9 თვის განმავლობაში 7-დან 10 კგ-მდე უნდა მოგემატებინათ. ვისაც ნორმაზე ნაკლები წონა აქვს, უფრო მეტს - 11-დან 16 კგ-მდე იმატებს. ამაში შედის ნაყოფის (2,5-3,5 კგ), პლაცენტის (0,5-1 კგ), სანაყოფე წყლების (1 კგ), საშვილოსნოს (1 კგ), სისხლის გაზრდილი მოცულობის (1,5 ლ-მდე), სარძევე ჯირკვლებში დამატებით დაგროვებული (0,5 კგ) და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის (2,5 კგ-მდე) მასა. ეს მასა იცავს ნაყოფს დარტყმისგან, შერყევისა და გადაცივებისგან და ენერგიის წყაროდაც ითვლება. მშობიარობის დროს იკარგება დაახლოებით 6 კგ, მომდევნო 6-8 კვირაში - კიდევ 2-3 კგ.

ეს ხდება სითხის კარგვის ხარჯზე, რომელიც ორსულობისას დაგროვდა ქსოვილებში ჰორმონ პროგესტერონის გავლენით და საშვილოსნოს შეკუმშვის ხარჯზე. საშვილოსნოს შეკუმშვა მეძუძურ ქალებთან უფრო სწრაფად ხდება, თუმცა მეძუძურები უფრო ნელა იკლებენ წონას. ამის გამო ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ იქნება გამართლებული.

ამრიგად, ორსულობამდელი ფორმის დასაბრუნებლად დაგჭირდებათ არანაკლებ 6 თვე. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ წონის დაკლებაზე, არამედ მუცლის წინა კედლის, პრესის მდგომარეობის აღდგენაზეც. 9 თვის განმავლობაში ზედმეტი 1 გრამიც რომ არ მოგემატებინათ, ძველი ტანისამოსი მაინც ვიწრო გექნებოდათ. მოხდენილად რომ გამოიყურებოდეთ, დაივიწყეთ ორსულისთვის დამახასიათებელი ტანდეგობა. ის ყალიბდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებით.

მუცელი სხეულს წინ გადაძალავს, ამის გამო ქალი წელში იხრება, ზურგი მომრგვალებულია, მხრები - დაშვებული. ისე დადექით კედელთან, რომ შეეხოთ კეფით, ბეჭებით, დუნდულებით, ქუსლებით, ხოლო მუცელი მაქსიმალურად შესწიეთ. ასე გაჩერდით რაც შეიძლება მეტხანს. შემდეგ ჩაჯექით-ადექით, ხელები გაშალეთ მხრების სიგანეზე და ცოტა ხანს გააჩერეთ.

წაიკითხეთ სრულად