მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდრომი - როგორ უნდა ვაკონტროლოთ წონა და გაძლიერებული მადა ორსულობისას? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდრომი - როგორ უნდა ვაკონტროლოთ წონა და გაძლიერებული მადა ორსულობისას?

მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდრომი - როგორ უნდა ვაკონტროლოთ წონა და გაძლიერებული მადა ორსულობისას?
- რას ნიშნავს მშობიარობის შემდგომი ნეიროენდოკრინული სინდ­რ­ომი? - მუცლით ნაყოფის ტარება ქალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მშობიარობის შემდეგ ძალების აღსადგენად და ადრინდელი წონის დასაბრუნებლად ორგანიზმს რამდენიმე თვე სჭირდება, ვინაიდან ჰორმონული ფონის აღსადგენად არა ერთი და ორი დღეა საჭირო. ზოგიერთი სულსწრაფი ქალი ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს და შიმშილობას იწყებს, რასაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე და ე.წ. მშობიარობის შემდგომ ნეიროენდოკრინულ სინდრომამდე მივყვართ.

მაგრამ თუ თავს დაიიმედებთ, რომ მშობიარობის შემდეგ წონის მატება გარდაუვალია, შეეგუებით ამას და ადრინდელი ფორმის დაბრუნებას არ ეცდებით, საქმე ამავე დიაგნოზით დამთავრდება. აქედან
გამომდინარე, გირჩევთ, თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აღიდგინოთ ნორმალური წონა.


- რას ურჩევთ ორსულს, როგორ აკონტროლოს წონა და მოერიოს გაძლიერებულ მადას?

- ორსულობის მეორე თვიდან ქალი უკვე ხვდება, რა გავლენას ახდენს გარეგნობაზე ჰორმონები. იწყება ენდოკრინული ბალანსის ცვლილება და შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი ხდება
სხეულის ფორმების მომრგვალება.

ჭამის მოთხოვნილებაც იმატებს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოთ მადის კონტროლის სწავლა - თუ ორი ადამიანის სამყოფს შეჭამთ, კუჭი გაიზრდება და წონასაც ნორმასთან შედარებით ორჯერ მოიმატებთ. ნორმა კი ასეთია: 1-დან 3 კგ-მდე პირველი 3 თვის განმავლობაში და კვირაში 300-500 გრამი დანარჩენ 6 თვეს.

წონის კონტროლისთვის ყურადღება მიაქციეთ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას - დღეში 2500 კკალ სავსებით საკმარისია. არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტიურობა. მომავალი დედისთვის მეტად სასარგებლოა ფეხით სიარული.

კვებამდე 1 საათით ადრე დალიეთ 100 მლ თბილი უგაზო მინერალური წყალი. ის აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხოლო ტუტე რეაქცია მარილმჟავას ანეიტრალებს, ყოველივე ეს კი მადას აქვეითებს.

- როგორ გამოვთვალოთ, რამდენი კილოგრამია ზედმეტი?


- თუ ორსულობამდე ნორმალური ან ნორმაზე მეტი წონა გქონდათ, 9 თვის განმავლობაში 7-დან 10 კგ-მდე უნდა მოგემატებინათ. ვისაც ნორმაზე ნაკლები წონა აქვს, უფრო მეტს - 11-დან 16 კგ-მდე იმატებს. ამაში შედის ნაყოფის (2,5-3,5 კგ), პლაცენტის (0,5-1 კგ), სანაყოფე წყლების (1 კგ), საშვილოსნოს (1 კგ), სისხლის გაზრდილი მოცულობის (1,5 ლ-მდე), სარძევე ჯირკვლებში დამატებით დაგროვებული (0,5 კგ) და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის (2,5 კგ-მდე) მასა. ეს მასა იცავს ნაყოფს დარტყმისგან, შერყევისა და გადაცივებისგან და ენერგიის წყაროდაც ითვლება. მშობიარობის დროს იკარგება დაახლოებით 6 კგ, მომდევნო 6-8 კვირაში - კიდევ 2-3 კგ.

ეს ხდება სითხის კარგვის ხარჯზე, რომელიც ორსულობისას დაგროვდა ქსოვილებში ჰორმონ პროგესტერონის გავლენით და საშვილოსნოს შეკუმშვის ხარჯზე. საშვილოსნოს შეკუმშვა მეძუძურ ქალებთან უფრო სწრაფად ხდება, თუმცა მეძუძურები უფრო ნელა იკლებენ წონას. ამის გამო ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა, ვფიქრობ, არ იქნება გამართლებული.

ამრიგად, ორსულობამდელი ფორმის დასაბრუნებლად დაგჭირდებათ არანაკლებ 6 თვე. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ წონის დაკლებაზე, არამედ მუცლის წინა კედლის, პრესის მდგომარეობის აღდგენაზეც. 9 თვის განმავლობაში ზედმეტი 1 გრამიც რომ არ მოგემატებინათ, ძველი ტანისამოსი მაინც ვიწრო გექნებოდათ. მოხდენილად რომ გამოიყურებოდეთ, დაივიწყეთ ორსულისთვის დამახასიათებელი ტანდეგობა. ის ყალიბდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებით.

მუცელი სხეულს წინ გადაძალავს, ამის გამო ქალი წელში იხრება, ზურგი მომრგვალებულია, მხრები - დაშვებული. ისე დადექით კედელთან, რომ შეეხოთ კეფით, ბეჭებით, დუნდულებით, ქუსლებით, ხოლო მუცელი მაქსიმალურად შესწიეთ. ასე გაჩერდით რაც შეიძლება მეტხანს. შემდეგ ჩაჯექით-ადექით, ხელები გაშალეთ მხრების სიგანეზე და ცოტა ხანს გააჩერეთ.


წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული სისტემის
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.
მეან-გინეკოლოგის რჩევები პანდემია მძვინვარებს და სულ უფრო ხშირად გვესმის ორსულთა COVID 19-ით დაავადების შესახებ.
ჩვენი სტუმარია დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ქარქაშაძე.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად