ალოესა და სტაფილოს წვენი, მრავალძარღვა - როგორ დავამარცხოთ ორსულობის დროს მეტეორიზმი და ყაბზობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

ალოესა და სტაფილოს წვენი, მრავალძარღვა - როგორ დავამარცხოთ ორსულობის დროს მეტეორიზმი და ყაბზობა

ალოესა და სტაფილოს წვენი, მრავალძარღვა - როგორ დავამარცხოთ ორსულობის დროს მეტეორიზმი და ყაბზობა
გვესაუბრება: მეან-გინეკოლოგი გიული შეშელიძე: მეტეორიზმისა და ყაბზობის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება.

რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (დღეში 1,5 ლ-ს მაინც). ნაწლავში უნდა ჩადიოდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობის უჯრედისი.

იგი კი არ გადამუშავდება, არამედ იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას.

პირველ ტრიმესტრში ერიდეთ პარკოსნებს, ყურძენს, ძველ კომბოსტოს, ბოლოკს, რძეს - ეს პროდუქტები აძლიერებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას და ხელს უწყობს შებერილობას.

მიირთვით ქორფა ხილი და ბოსტნეული - კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო,
ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი. აუცილებელია, რაციონში ჩაირთოს ოდნავ მოხარშული ან მოშუშული ხილ-ბოსტნეული.

ჭარხალი, შავი ქლიავი, ლეღვი, ჭერამი ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას და აადვილებს ნაწლავთა დაცლას.



ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს უზმოზე ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევას.

მასში შეიძლება დაამატოთ ერთი კოვზი თაფლი.

ეფექტურია რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორშჩი.

სასარგებლოა მცენარეული ზეთი - დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერისტალტიკას.

ორსულები უნდა ერიდონ მაგარ ჩაის, შავ ყავას, კაკაოს, შოკოლადს, თეთრ პურს, ცომეულს, ლორწოვან სუპებს, მანანის ფაფას, მოცვს.

ყველა ეს პროდუქტი, აგრეთვე - მშრალი საკვები იწვევს შეკრულობას. ძლიერი შებერილობისას შეგიძლიათ მიიღოთ გვირილის, პიტნის, კამის, კვლიავის ნაყენი.

გარდა ამისა, გამოიყენება ფერმენტული პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას (ფესტალი, პანზინორმი, მეზიმ ფორტე). ორსულებისთვის ნებადართულია ესპუმიზანი, ენტეროსორბენტები (კარბოლენი - აქტივირებული ნახშირი), მაგრამ მათი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის თანხმობითა და დანიშნულებით. ყაბზობის მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოძრაობას და ფიზიკურ ვარჯიშებს. ორსულობისას არ შეიძლება საფაღარათო საშუალებების მიღება - შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიონ. ექიმის თანხმობით შეიძლება მივიღოთ ლაქტულოზის შემცველი პრეპარატი (დიუფალაკი).

ის მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორის მეტაბოლიზმზე, ზრდის ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას, საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასას. შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და ნორმალიზდება დეფეკაცია.

დაბოლოს, რამდენიმე რეცეპტი:

მიიღეთ 1 ღვინის ჭიქა სტაფილოს წვენი დღეში სამჯერ.

1 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი აადუღეთ 2 ლიტრ წყალში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ არყის ჭიქით. შეგიძლიათ დაატკბოთ.

1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მაწონი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი. მიიღეთ უზმოზე.

1 კგ მრავალძარღვა წამოადუღეთ 3 ლ წყალში. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 50-50 გრამი. კურსი გაიმეორეთ რამდენჯერმე, 3-თვიანი შუალედებით.

მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი ალოეს წვენი.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენი სტუმარია დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ქარქაშაძე.
გვესაუბრება: საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმი, მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.
ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილების გამო,
გვესაუბრება ავერსის კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი, მარინა მაჩაიძე.
ორსულობის შემდეგ, ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად, ქალის გუნება-განწყობილებაც იცვლება. მწუხარება, სტრესი, შფოთვა - ხშირად ოჯახის ახალი წევრის გაჩენას თან სდევს.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად