როდის და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობისას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობისას?

- ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ორსულობისას მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობა აუცილებელია. ორსულობის რომელ პერიოდში უნდა მიმართოს ქალმა ექიმს და რატომ არის აუცილებელი ვიზიტი მაშინაც კი, როდესაც ორსული არაფერს უჩივის?

- იდეალურ შემთხვევაში სასურველია, ქალმა ექიმს მაშინვე მიმართოს, როგორც კი დაორსულებას

დააპირებს.

ეს ვიზიტი 3 თვით უნდა უსწრებდეს დაგეგმილ ორსულობას. მისი მიზანია ქალის პროფილაქტიკური გასინჯვა და გამოკვლევა ინფექციური აგენტების გამოსავლენად. განსაკუთრებით იმ ინფექციებისა, რომლებიც აზიანებენ ნაყოფს, იწვევენ მის სიმახინჯეებს. ასეთია ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ჰერპესვირუსი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა.

როცა არც ერთი ინფექცია არ ვლინდება ანუ ქალი ჯანმრთელია, წყვილი ორსულობისთვის მზადებას იწყებს.

ნაყოფის სიმახინჯის პროფილაქტიკისთვის ორივე მშობელმა დაგეგმილ ორსულობამდე სამი თვით ადრე უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული ღეროს დეფექტების თავიდან ასაცილებლად.

ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს პროლიფერაციულ პროცესებს, მათ

შორის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის – ციტოტოროფობლასტის - სწორ დაყოფას. ფოლიუმის მჟავას მიღებას ქალი ორსულობის მე-13 კვირამდე განაგრძობს.

გინეკოლოგიურ გასინჯვასა და გენიტალიური ინფექციების გამორიცხვასთან ერთად ტარდება გამოკვლევა ექსტრაგენიტალიური (არა სასქესო ორგანოების) პათოლოგიების გამოსავლენად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური დონე აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით - ორსულობის პირველი 57 დღის განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად რეკომენდებულია განისაზღვროს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის  შემცველობა.

თუ გამოკვლევამ ნორმიდან გადახრა გამოავლინა, ტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და შემდგომი კვლევა ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

იმის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადება აღმოაჩნდება ორსულს, შესაძლოა დაინიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ან იოდის პრეპარატი. თუ TSH მაჩვენებელი ნორმალურია, ქალს ენიშნება იოდის პროფილაქტიკური დოზა.

დადგენილია, რომ იოდის დანიშვნა ორსულობამდე ან ორსულობის დროს ბავშვთა ასაკის სიკვდილიანობას - 2-ჯერ, ხოლო კრეტინიზმს 2/3-ით ამცირებს.

იოდის დამატებამ სასურველი ეფექტი რომ მოახდინოს, რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა ორსულობამდე იოდიზებული მარილი უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ორსულობის დასაგეგმავად ჩვენში ექიმს იშვიათად მიმართავენ.

ქალი მეან-გინეკოლოგთან მხოლოდ დაორსულების შემდეგ მიდის. რაკი ასეა, უმჯობესია პირველი ვიზიტი ორსულობის დადგენისთანავე განხორციელდეს.

აქვე დავძენთ, რომ ორსულობის დადგენა ხდება სწრაფი მარტივი ტესტების მეშვეობით, რომელთა მგრძნობელობაც განსხვავებულია.

დიაგნოზს ადასტურებს ექოსკოპიური კვლევა.

ბუნებრივია, ყველა ის გამოკვლევა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაშიც ტარდება.

გარდა ამისა, თუ ქალის ასაკი პირველი ორსულობისას 35 წელს აღემატება, ტარდება სკრინინგ-კვლევა დაუნის სინდრომის გამოსარიცხავად.

ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ორსულთა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოთხ გეგმურ ვიზიტს და სათანადო გამოკვლევებს მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო.

წაიკითხეთ სრულად