როდის და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობისას? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

როდის და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობისას?

როდის და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ ორსულობისას?
გვესაუბრება ავერსის კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი, მარინა მაჩაიძე. - ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ორსულობისას მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობა აუცილებელია. ორსულობის რომელ პერიოდში უნდა მიმართოს ქალმა ექიმს და რატომ არის აუცილებელი ვიზიტი მაშინაც კი, როდესაც ორსული არაფერს უჩივის?


- იდეალურ შემთხვევაში სასურველია, ქალმა ექიმს მაშინვე მიმართოს, როგორც კი დაორსულებას
დააპირებს.

ეს ვიზიტი 3 თვით უნდა უსწრებდეს დაგეგმილ ორსულობას. მისი მიზანია ქალის პროფილაქტიკური გასინჯვა და გამოკვლევა ინფექციური აგენტების გამოსავლენად. განსაკუთრებით იმ ინფექციებისა, რომლებიც აზიანებენ ნაყოფს, იწვევენ მის სიმახინჯეებს. ასეთია ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ჰერპესვირუსი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა.

როცა არც ერთი ინფექცია არ ვლინდება ანუ ქალი ჯანმრთელია, წყვილი ორსულობისთვის მზადებას იწყებს.

ნაყოფის სიმახინჯის პროფილაქტიკისთვის ორივე მშობელმა დაგეგმილ ორსულობამდე სამი თვით ადრე უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული ღეროს დეფექტების თავიდან ასაცილებლად.

ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს პროლიფერაციულ პროცესებს, მათ
შორის
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის – ციტოტოროფობლასტის - სწორ დაყოფას. ფოლიუმის მჟავას მიღებას ქალი ორსულობის მე-13 კვირამდე განაგრძობს.

გინეკოლოგიურ გასინჯვასა და გენიტალიური ინფექციების გამორიცხვასთან ერთად ტარდება გამოკვლევა ექსტრაგენიტალიური (არა სასქესო ორგანოების) პათოლოგიების გამოსავლენად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური დონე აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით - ორსულობის პირველი 57 დღის განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად რეკომენდებულია განისაზღვროს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის  შემცველობა.

თუ გამოკვლევამ ნორმიდან გადახრა გამოავლინა, ტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და შემდგომი კვლევა ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

იმის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადება აღმოაჩნდება ორსულს, შესაძლოა დაინიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ან იოდის პრეპარატი. თუ TSH მაჩვენებელი ნორმალურია, ქალს ენიშნება იოდის პროფილაქტიკური დოზა.

დადგენილია, რომ იოდის დანიშვნა ორსულობამდე ან ორსულობის დროს ბავშვთა ასაკის სიკვდილიანობას - 2-ჯერ, ხოლო კრეტინიზმს 2/3-ით ამცირებს.


იოდის დამატებამ სასურველი ეფექტი რომ მოახდინოს, რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა ორსულობამდე იოდიზებული მარილი უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ორსულობის დასაგეგმავად ჩვენში ექიმს იშვიათად მიმართავენ.

ქალი მეან-გინეკოლოგთან მხოლოდ დაორსულების შემდეგ მიდის. რაკი ასეა, უმჯობესია პირველი ვიზიტი ორსულობის დადგენისთანავე განხორციელდეს.

აქვე დავძენთ, რომ ორსულობის დადგენა ხდება სწრაფი მარტივი ტესტების მეშვეობით, რომელთა მგრძნობელობაც განსხვავებულია.

დიაგნოზს ადასტურებს ექოსკოპიური კვლევა.

ბუნებრივია, ყველა ის გამოკვლევა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაშიც ტარდება.

გარდა ამისა, თუ ქალის ასაკი პირველი ორსულობისას 35 წელს აღემატება, ტარდება სკრინინგ-კვლევა დაუნის სინდრომის გამოსარიცხავად.

ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ორსულთა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოთხ გეგმურ ვიზიტს და სათანადო გამოკვლევებს მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო.

წაიკითხეთ სრულად


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
სპილენძის, ფოსფორის და რკინის მარილებით მდიდარი გოგრა - რატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული?
კატეგორიის სხვა სტატიები
ნორვეგიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დედის ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ფილტვების ფუნქციაზე.
პარაზიტული ჭიების არსებობის შედეგად განვითარებული სიმპტომატიკა ნაცნობია ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული სისტემის
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად