ორსული და ზაფხული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსული და ზაფხული

შუქნიშნის წესები

თუ ლანგარზე აწყვია წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის ხილი, მაშასადამე, თქვენს წინაშეა პრაქტიკულად ყველა აუცილებელი ვიტამინი და მიკროელემენტი. სიფრთხილით უნდა მოეპყროთ პოლივიტამინებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ვიტამინების დოზის გადაჭარბება საშიშია, ალერგოლოგებს კი მიაჩნიათ, რომ ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიჭარბეს მათი ნაკლებობა სჯობს. იმისთვის, რომ აუცილებელი ნივთიერებებით საკუთარი ორგანიზმიც უზრუნველყოთ და მის წიაღში მოკალათებული პაწიაც, მიმართეთ დიეტოლოგს და მიირთვით სასარგებლო, ნატურალური საკვები. ორსულს არ უნდა სწყუროდეს, ასე რომ, სვით, რამდენიც გენებოთ, ოღონდ არა ყოველგვარი სასმელი. ტკბილი სასმელები ორგანიზმში სითხეს აჩერებს, ამიტომ ჯობს, ისინი რაციონიდან გამოვრიცხოთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ შეუზღუდავად სვათ სუფთა, გაფილტრული წყალი.

 

წყლის ძალა

რა შეედრება შხაპს, მით უმეტეს, ზაფხულში! ორსულებისთვის კი ყოველგვარი წყლის პროცედურა სასარგებლოა. ცურვა (მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წყალსაცავსა და აუზში!) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებებს, ამცირებს წნევას და ქოშინს, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და სხეულს მშობიარობისთვის ამზადებს. თუ ექიმი ზღვაზე გამგზავრებას არ გიკრძალავთ, არც ჩვენ დაგაკავებთ. საკურორტო სეზონზე წყლის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მისაღებია, ასე რომ, ბანაობაც შეგიძლიათ. მარილიანი წყალი უხდება ორგანიზმს, ამდიდრებს მას სასარგებლო ნივთიერებებით. რაც შეეხება სამკურნალო ტალახის აბაზანებს, მათ შესახებ პირად ექიმს უნდა შეუთანხმდეთ.

 

გარუჯვა და ჰაერის აბაზანები

ორსულები მკაცრად უნდა იცავდნენ შემდეგ წესებს:

  • გარუჯვა შეიძლება მხოლოდ დილის 10 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ.
  • ყურადღება მიაქციეთ კანს - ორსულობისას ის უფრო მეტად არის მიდრეკილი პიგმენტური ლაქების წარმოქმნისკენ.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური კრემები. მათი უმეტესობა ორსულებისთვის უკუნაჩვენები არ არის, მაგრამ ეტიკეტი მაინც წაიკითხეთ.
  • ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოთ ჰაერზე. ზღვის ჰაერი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
  • სასარგებლოა აგრეთვე სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ფიზიკურ ფორმასთან ერთად ამაღლებულ განწყობასაც შეგინარჩუნებთ.

თუ გნებავთ, ვარჯიშმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ვარჯიში სასიამოვნო უნდა იყოს და არა დამქანცველი. თუ მოძრაობა ტკივილს გაყენებთ, ვარჯიშს თავი დაანებეთ.

 

კოსმეტიკა და ტანსაცმელი

ორსულობისას კანი აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათაAცვლაში და ჩვეულებრივზე რამდენჯერმე ეფექტურად იწოვს, ამიტომ ცოტა ხნით განზე გადადეთ ბურთულიანი დეზოდორები და ქიმიური კომპონენტებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები. გაცილებით სასარგებლო და სასიამოვნოა, ხშირად მიიღოთ შხაპი. ამის შემდეგ სხეული დაიზილეთ პირსახოცით, მიიღეთ ჰაერის აბაზანა და ჩაიცვით ბამბის, სელის ან სხვა ბუნებრივი მასალის ტანსაცმელი - კანს სუნთქვა სჭირდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საცვლებს. ბამბის ქვედა საცვლები საუკეთესოა სოკოს საპროფილაქტიკოდ, ყოველდღიური საფენები (მით უმეტეს, სურნელოვანი) და სინთეტიკური საცვლები კი დასნებოვნების რისკს ზრდის. ბევრი ფორმის დაკარგვის შიშით მთელ ორსულობას ბანდაჟით ატარებს. გაითვალისწინეთ, ტუალეტის ეს დეტალი კომფორტს უნდა გიქმნიდეთ და არა დისკომფორტს. თუ გაწუხებთ, მისი ტარება არ არის აუცილებელი, მით უმეტეს, სიცხეში. როგორც ხედავთ, ორსულობის "საზაფხულო" წესები ძალიან მარტივია. ისიამოვნეთ მზით, ზღვითა და ტკბილი მოლოდინით.