ორსულობა და მშობიარობა შაქრიანი დიაბეტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და მშობიარობა შაქრიანი დიაბეტის დროს

როგორ უნდა წარიმართოს ორსულზე მეთვალყურეობა შაქრიანი დაიაბეტის პირობებში, გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო პროგრამის „დიაბეტი და ორსულობა“ დირექტორი ნატალია ასათიანი.

- ქალბატონო ნატალია, რამდენად დასაშვებია ორსულობა და მშობიარობა შაქრიანი დიაბეტის დროს?

- ორსულობა და მშობიარობა შაქრიანი დიაბეტის დროს, რა თქმა უნდა, დასაშვებია, მაგრამ შაქრიანი დიაბეტის სრული კომპენასაცია უნდა იყოს მიღწეული. ამ შემთხვევაში ორსულობა ჩაივლის გართულებების გარეშე.

20 წლის წინ შაქრიანი დიაბეტის ფონზე ორსულობა და მშობიარობა ძალიან სარისკო იყო, მაგრამ მედიცინაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, შესაძლებელი გახდა შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციას მივაღწიოთ სწრაფად და სტაბილურად. ამ ფონზე ორსულობა აბსოლუტურად უსაფრთხოა. მთელი ორსულობის პერიოდში, ნორმოგლიკემია ანუ სისხლში გლუკოზის ნორმალური შემცველობა იმის საწინდარია, რომ ორსულობამ ჩაიაროს გართულებების გარეშე და დაიბადოს ჯანმრთელი ახალშობილი.

- შესაძლებელია თუ არა, ორსულობის დროს გამოვლინდეს შაქრიანი დიაბეტი და რომელი კატეგორიის პაციენტები იმყოფებიან ამ რისკის ქვეშ? რა ანალიზები უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში?

- შაქრიან დიაბეტსა და ორსულობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ორი დიაგნოზი: პრეგესტაციური დიაბეტი, ანუ დიაბეტი, რომელიც არსებობდა ორსულობამდე და გესტაციური დიაბეტი, როდესაც ორსულობის დროს პირველად არის აღმოჩენილი შაქრიანი დიაბეტი.

რატომ ხდება, რომ ერთ ქალს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ორსულობა და მშობიარობა და არ აღმოაჩნდა გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა და სხვა შემთხვევაში აღმოჩნდება გესტაციური დიაბეტი? ამის პასუხი დევს თავად ორსულობის ფიზიოლოგიურ მომენტებში. ორსულობის პერიოდში იზრდება ფეტოპლაცენტური ჰორმონების კონცენტრაცია: პლაცენტური ლაქტოგენის, პროგესტერონის, პროლაქტინისა და სხვა სასქესო ჰორმონების. ეს ჰორმონები იწვევს ინსულინორეზისტენტობას. ფიზიოლოგიური ორსულობისას, როდესაც ქალს გესტაციური დიაბეტის რისკფაქტორები არ აღენიშნება და პანკრეასი ნორმალურად ფუნქციონირებს, ჰორმონთა ინსულინსაწინაააღმდეგო მოქმედების საპასუხოდ, მატულობს ინსულინის გამოყოფაც და მთელი ორსულობის მანძილზე გლიკემიის დონე ნორმაში რჩება. მაგრამ გარკვეული რისკფაქტორების არსებობისას, ორგანიზმი ამ გამოცდას ვერ უმკლავდება და გესტაციური დიაბეტი ვითარდება.

გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკფაქტორებია:

  • ჭარბი წონა;
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში;
  • ასაკი 35 წლის ზემოთ;
  • გლუკოზურია;
  • ჰიპერტენზია;
  • გესტაციური დიაბეტი ანუ ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა წინა ორსულობის დროს.

დამძიმებული გინეკოლოგიური ანამნეზი ანუ ახალშობილთა მაკროსომია (როდესაც ახალშობილის მასა 4000 გრამზე მეტია); ხშირი სპონტანური აბორტი; ორსულობის პერიოდში წონის მატება 15 კგ-ზე მეტად.

ამ შემთხვევაში, პირველი პრენატალური ვიზიტის დროს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გესტაციური დიაბეტის სკრინინგი. თუ პირველი პრენატალური ვიზიტისას გლუკოზოტოლერატნობის დარღვევა არ აღმოჩნდება, ქალმა ორსულობის 24-28 კვირის ვადაზე გლუკოზოტოლერანტობის ტესტი უნდა ჩაიტაროს ანუ გაიაროს გესტაციური დიაბეტის სკრინინგის მეორე ეტაპი. რატომ გვაქვს აქცენტი 24 და 28 კვირაზე? ამ პერიოდში ფეტოპლაცენტური ჰორმონების სეკრეცია მატულობს და ვლინდება ინსულინრეზისტენტობა. დროზე აღმოჩენილი გესტაციური დიაბეტი ძალიან სერიოზული გართულებების პრევენციის საშუალებაა როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის.

- რა თავისებურებებით ხასიათდება ორსულობის მიმდინარეობა ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს?

- ორივე შემთხვევაში მიდგომა ერთნაირია. დაორსულებამდე ქალბატონმა უნდა გაიაროს ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. რატომ არის საჭირო მოსამზადებელი პერიოდის გავლა? თანდაყოლილი ანომალიების და სპონტანური აბორტების პრევენციის მიზნით სავალდებულოა მეტაბოლური წონასწორობის მიღწევა ჩასახვამდე. აუცილებელია ორსულობის ფრთხილი და ზუსტი დაგეგმვა, სრული კლინიკური გამოკვლევა. უნდა დამყარდეს მკაცრი მეტაბოლური კონტროლი და მიღწეულ იქნეს სტაბილური ნორმოგლიკემია. ყველა ჩვენს პაციენტს „დიაბეტის სკოლაში“ 5-6 დღის განმავლობაში ვასწავლით ინსულინის სწორად გაკეთებას, როდის მოუმატოს ან შეამციროს ინსულინის დოზა, როგორ მოიქცეს ფიზიკური დატვირთვის, კეტოაციდოზის დროს. პაციენტს ამ შემთხვევაში აქვს ცოდნა, როგორ მართოს სწორად შაქრიანი დიაბეტი და ჩვენი დახმარებით, ტანდემში ვაღწევთ შაქრიანი დიაბეტის სრულ კომპენსაციას, რის შემდეგაც უკვე ვფიქრობთ მომავალ ორსულობაზე.

ჩასახვის შემდეგ პროცესი უფრო რთულდება, რადგანაც პირველ ტრიმესტრს ხშირი ჰიპოგლიკემია ანუ გლუკოზის დავარდნა ახასიათებს. ამის პრევენცია გლიკემიის ხშირი თვითკონტოროლია. ანუ პაციენტი ყოველდღიურად თითქმის 8-10 ანალიზს იკეთებს სახლის პირობებში. ამ პაციენტებთან მუშაობა მარტივია, რადგანაც მათ აქვთ ძალიან დიდი მოტივაცია - ჯანმრთელი ბავშვის ყოლა.

მეორე-მესამე ტრიმესტრში გლიკემია უფრო სტაბილურია, მაგრამ ინსულინის დოზების გაზრდა აუცილებელია, საჭიროა 2-3 კვირაში ერთხელ პაციენტის ექიმთან ვიზიტი ინსულინის დოზების კორექციისა და ორსულობის პერიოდში დასაცავი დიეტოთერაპიისთვის.

- როგორი უნდა იყოს მედიკამენტური თერაპია ამ შემთხვევაში?

- პრეგესტაციური დიაბეტისას ყველა პაციენტი, მიუხედავად დიაბეტის ტიპისა, ორსულობის დროს უნდა გადავიდეს ინსულინოთერაპიაზე, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

- როგორი უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის დროს ორსულის კვების რეჟიმი?

- კვების რეჟიმი და დიეტური გეგმა უნდა იყოს სწორად შერჩეული, ინდივიდუალურად. თუ პაციენტს ორსულობამდე აქვს ჭარბი წონა, რა თქმა უნდა, ვამცირებთ კალორიების რაოდენობას, რათა არ იყოს ორსულობის დროს წონის მატება 10-12 კგ-ზე მეტად.

- რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ შაქრიანი დიაბეტის დროს ორსულობის მიმდინარეობისას და როგორ უნდა მოვახდინოთ ამ გართულებების პრევენცია?

- გართულებები მოსალოდნელია როგორც დედის, ისე ნაყოფისა და ახალშობილისთვის. დედის მხრივ მოსალოდნელი გართულებებია:

  • ჭარბწყლიანობა;
  • ჰიპერტენზია;
  • პრეეკლამფსია და ეკლამფსია;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
  • საკეისრო კვეთა და ტრავმული მშობიარობა;
  • ჩამოყალიბებული დიაბეტი მომავალში.

რისკები ნაყოფის/ახალშობილისათვის:

  • ნეონატალური ჰიპოგლიკემია;
  • დღენაკლულობა;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • რესპირატორული დისსტრეს-სინდრომი;
  • მალფორმაციები;
  • მაკროსომია (ახალშობილის წონა> 4000 გ.);
  • მკვდრადშობადობა და ნეონატალური სიკვდილობა.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყველაზე ხშირი გართულება სპონტანური აბორტია.

ამ გართულებები პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ნორმოგლიკემიის დაჭერა მთელი ორსულობის დროს. ძალიან მიყვარს ეს ფრაზე: „დედის მუცელში განვითარებული ნაყოფი არ უნდა გრძნობდეს, რომ დედას აქვს შაქრიანი დიაბეტი“. ასეთ შემთხვევაში იბადება ჯანმრთელი ახალშობილი და დედასაც არ აქვს გართულებები.

ერთ-ერთი ხშირი და მძიმე გართულებაა კეტოაციდოზი, რომელიც ორსულობის დროს უფრო ადვილად ვითარდება.

- რამდენადაა შესაძლებელი ფიზიოლოგიური მშობიარობა და როდის შეიძლება დადგეს საკეისრო კვეთის აუცილებლობა?

- თუ დედას არა აქვს შაქრიანი დიაბეტის გამოხატული გართულებები, განსაკუთრებით ეკლამფსია და პრეეკლამფსია, დიაბეტური პროლიფერაციული და პრეპროლიფერაციული რეტინოპათია, დიაბეტური ნეფროპათია, ამ შემთხვევაში მშობიარობა უნდა ჩატარდეს ფიზიოლოგიური მეთოდით, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების შემთხვევაში აუცილებელია საკეისრო კვეთა.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა მშობიარობის შემდეგ არ უნდა მისცეს ძუძუ ახალშობილს, რაც აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. იმის მიუხედავად, კომპენსირებულია თუ არა დედის შაქრიანი დიაბეტი, მშობიარობის შემდეგ აუცილებლად უნდა მისცეს ძუძუ ახალშობილს.