ვაქცინაცია და ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

ვაქცინაცია და ორსულობა

ვაქცინაცია და ორსულობა
ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას. ჩნდება ლოგიკური კითხვები – თუკი ჩვეულებრივი მედიკამენტის მიღებას განსაკუთრებული ჩვენება სჭირდება, რა ხდება ვაქცინაციის ანუ აცრის დროს, საშიშია თუ არა ის ორსულისა და ნაყოფისათვის, დღეს ჩვენ შევეცდებით აღნიშნულ საკითხებს ვუპასუხოთ.


ცოცხალი ვაქცინები

საზოგადოდ, განასხვავებენ ინაქტივირებულ და ცოცხალ ვაქცინებს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინაქტივირებული ვაქცინა შეიძლება მავნე იყოს ორსულისა და ნაყოფისათვის. ამავე დროს, არსებობს ცოცხალი ვაქცინები. ცოცხალი ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ბავშვებისა და მოზრდილებისათვის, თუმცა, შესაძლოა მავნე იყოს განვითარებადი ნაყოფისათვის.
ორსულობის დროს მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცოცხალი ვაქცინის მაგალითებია წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინები. ამ დაავადებებ
ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. ამავე დროს, აღნიშნული ინფექციები ორსულობის პერიოდში საფრთხეს უქმნიან ნაყოფს, იწვევენ ორსულობის ცუდ გამოსავალს. ცნობილია, რომ წითელათი უფრო ხშირად ავადდებიან ორსულები, ვიდრე ის ქალები, რომლებიც არ არიან ორსულად. ამ გარემოების გათვალისწინებით, იდეალურ შემთხვევაში, ქალი აცრილი უნდა იყოს ორსულობამდე, ვაქცინაცია ანუ აცრა უნდა დაიწყოს ბავშვობის ასაკში და ტარდებოდეს რეგულარულად, იმ ქვეყანაში მიღებული აცრების კალენდრის მიხედვით, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. სწორედ მხოლოდ ასეთი მიდგომა დაიცავს ორსულს იმ ინფექციებისაგან, რომლებიც დაავადების შემთხვევაში ხშირად ძალიან ცუდი შედეგით შეიძლება დასრულდეს დედის ან ნაყოფისათვის. არსებული რეკომენდაციების თანახმად, ცოცხალი ვაქცინით აცრა, ანუ აცრა წითელა-ყბაყურა-წითურას წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს ბავშვის ჩასახვამდე 28 დღით ადრე, ხოლო ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა 3 თვით ადრე.

თუ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქალს აქვს იმუნიტეტი წითურას მიმართ, ორსულობამდე მას უნდა ჩაუტარდეს წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა. ქალი, რომელსაც არ აქვს საბუთი, რომ ბავშვობაში ჩატარებული აქვს აცრა ეროვნული კალენდრის მიხედვით ან არის ეჭვი, რომ ის არ არის აცრილი, არის ინფიცირების რისკის ჯგუფის წარმომადგენელი. ტესტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს, აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, არის IგG ანტისხეულების ტიტრი. თუ ქალს ჩატარებული აქვს წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვაქცინის ერთი ან ორი დოზით და შრატში წითურას საწინააღმდეგო IგG ანტისხეულების დონე არ არის მკაფიოდ დადებითი, საჭიროა აცრა ვაქცინის ერთი დამატებითი დოზით. ვიმეორებთ, რომ აცრა უნდა დასრულდეს ბავშვის ჩასახვამდე 28 დღით ადრე.

საზოგადოდ, რეკომენდებულია ორსულმა ქალებმა მაქსიმალურად შეამცირონ ინფექციური დაავადების რისკი. ამისათვის რეკომენდებულია, ორსულმა თავი შეიკავოს ისეთ ადგილებში მოგზაურობისაგან, სადაც დიდია დაავადების გავრცელების რისკი (მაგალითად, ყვითელი ცხელება, პოლიომიელიტი აფრიკის ქვეყნებში), დაიცვან ჰიგიენის წესები, ოჯახის წევრებმა ჩაიტარონ იმუნიზაცია, დაავადების შემთხვევაში კი თავი აარიდონ ორსულთან კონტაქტს.


უსაფრთხო ვაქცინები

ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეხებოდა ცოცხალ ვაქცინებს. სხვა ყველა ვაქცინა, გარდა ცოცხალისა, ორსულობისას უსაფრთხოდაა მიჩნეული.

თუ ორსული არ იყო სრულად აცრილი, ორსულობისას შესაძლოა ჩატარდეს აცრა ტეტანუსის ანატოქსინით, შესუსტებული დიფთერიის ანატოქსინით და აცელულარული ყივანახველისა და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინით.

გრიპის სეზონის პერიოდში რეკომენდებულია ყველა ორსულის აცრა გრიპის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინით, რადგანაც გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ორსულობისას და მნიშვნელოვანია ამ მძიმე ინფექციის არიდება. გარდა იმისა, რომ აირიდებთ მძიმე ინფექციას – გრიპს, დედის ვაქცინაცია დამატებითად უზრუნველყოფს ნაყოფის დაცვას ინფექციისაგან ცხოვრების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. დადასტურებულია გრიპის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინაციის უსაფრთხოება ორსული, ნამშობიარები ქალებისა და მეძუძურებისათვის. ამავე დროს, ცოცხალი, შესუსტებული ვაქცინებით აცრა გრიპის წინააღმდეგ ორსულთათვის არ არის რეკომენდებული.


აცრა განსაკუთრებულ შემთხვევებში

პნევმოკოკური და მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩვეულებრივ, არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუმცა თუ ორსულს აქვს განსაკუთრებული ჩვენება, აცრა შეიძლება ჩატარდეს. ასეთი განსაკუთრებული ჩვენებაა მითითებული ინფექციების დროს გართულებების მომატებული რისკი, როცა პაციენტს აქვს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან არ აქვს ელენთა.

სათანადო ჩვენებისას ორსულობის დროს შეიძლება ჩატარდეს a და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა.

ორსულობის პერიოდში დასაშვებია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.


ორსულობის პერიოდში არ გამოიყენება

ორსულობის პერიოდში არ ტარდება ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინა, აცრა ყვავილის წინააღმდეგ. უკანასკნელ შემთხვევაში ორსულის კონტაქტიც კი სახიფათოა ახალიმუნიზებულ პირებთან, თუმცა, აღნიშნული ინფექცია საბედნიეროდ მხოლოდ გარკვეულ რეგიონებშია აქტუალური და ჩვენს ქვეყანაში არ გვხვდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად