ორსულობა

შესაძლებელია თუ არა სპერმიანი თითით დაორსულება

შესაძლებელია თუ არა სპერმიანი თითით დაორსულება
შეიძლება თუ არა ხელის თითის საშუალებით დაორსულება, თუ მასზე (შემთხვევით ან განზრახ) აღმოჩნდა სპერმა? ეს საკითხი არა მარტო ქალებს, მამაკაცებსაც აწუხებთ. ისინი შიშობენ, რომ შეიძლება მათი ნების საწინააღმდეგოდ გახდნენ მამები.

ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის ბევრი პირობა უნდა შესრულდეს, თუმცა, ყველა მათგანის დაცვის მიუხედავად, თითით დაორსულება ძნელად შესასრულებელი საქმეა. თუ ქალი დაორსულებას სწორედ ამ გზით გეგმავს, ასეთი არასტანდარტული განაყოფიერების წარმატებული შედეგის შანსი მინიმალურია. ბუნება არ ითვალისწინებს ჩასახვის ამგვარ მეთოდს. ჩვეულებრივი გზით განაყოფიერებისას პირველივე ცდაზე ზოგჯერ ვერ მიიღწევა დადებითი შედეგი, მით უფრო
თითი ამ დელიკატურ საქმეში კარგი დამხმარე ვერ იქნება.

თითქოს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რა გზით მოხვდება სპერმატოზოიდი საშოში. თუმცა, სპერმატოზოიდები ცოცხლობენ და აგრძელებენ აქტივობას მხოლოდ სათესლე სითხეში. მამაკაცის ორგანიზმი მას აღგზნებისას გამოიმუშავებს. ტუტე პრედეაკულატი ეხმარება მას ქალის სასქესო ორგანოებში საიმედოდ შეღწევაში. თითზე სპერმატოზოიდების მოხვედრისას ისინი
სწრაფად შრება, რადგან მოკლებულია დამცავ სითხეს და ამგვარ გარემოში მათი არსებობა 10 წამიდან 10 წუთამდე გრძელდება. ამის შემდეგ უჯრედები იღუპებიან.

მამაკაცის ორგანიზმიდან ქალის ორგანიზმში სპერმატოზოიდების გადასვლა წნევით ხორციელდება, რის შემდეგადაც მათ უწევთ 18 სმ-იანი მონაკვეთის გადალახვა, კვერცხუჯრედთან რანდევუზე მოსახვედრად. თითი, ცხადია, ამგვარ ენერგიას ვერ უზრუნველყოფს, სპერმატოზოიდები ღრმად უნდა აღმოჩდნენ (თითქმის საშვილოსნოს ყელამდე). თუ ისინი ქალის სასქესო ორგანოების მჟავე გარემოში მოხვდებიან, სპერმატოზოიდები განაყოფიერებისთვის მომზადებულ კვერცხუჯრედამდე ვერ მიაღწევენ.

პირველივე წამებში ეაკულატში არსებული ასი მილიონი სპერმატოზოიდიდან დიდი ნაწილი (99%-მდე) განაყოფიერებისთვის უვარგისი ხდება. ჩასახვისათვის საშოში უნდა აღმოჩნდეს დიდი რაოდენობის სათესლე მასალა. ამდენი სპერმის თითზე თავმოყრა და მისი საშოში შეყვანა ნაკლებად შესაძლებელია.

მაინც რა პირობებშია შესაძლებელი თითის საშუალებით დაორსულება?

  • სპერმატოზოიდები აუცილებლად უნდა მოხვდეს საშოში, საკმაოდ ღრმად ეაკულაციიდან 10 წუთში;
  • სპერმის ულუფა საკმაოდ დიდი უნდა იყოს;
  • სათესლე მასალის ხარისხი ძალიან მაღალი უნდა იყოს (მამაკაცის უჯრედებს კარგი მოძრაობის უნარი უნდა გააჩნდეს);
  • სწორედ ამ დღეს უნდა დატოვოს კვერცხუჯრედმა ფოლიკული და დაიძრას სპერმატოზოიდის შესახვედრად, ანუ ინტიმური კავშირი ოვულავიის პერიოდში უნდა მოხდეს.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. იმის ალბათობა, რომ ერთი მოძრავი და სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდი მიაღწევს კვერცხუჯრედამდე, ძალიან დაბალია, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევები აქაც არსებობს.


ქალწულებს უნდა ეშინოდეთ თუ არა ხელით ჩასახვის?

თეორიულად თუ ეაკულაცია ხდება ხელში და მაშინვე ხდება სასქესო ბაგეებთან კონტაქტი, სპერმატოზოიდები შეიძლება აღმოჩნდნენ საშოში. თუმცა, მათ ქმედითუნარიანობის ნაკლები შანსი აქვთ საქალწულე აპკამდე მისაღწევად, საშვილოსნოს მილში შესაღწევად და კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად. პოტენციურად ამგვარი გზით დედობის შესაძლებლობა ქალწულებსაც აქვთ, რამეთუ საქალწულე აპკში ბუნებისგან გათვალისწინებულია ხვრელი თვიურის გამონაყოფის გამოსასვლელად. მასში შესაძლებელია ასევე შეაღწიოს სათესლე სითხემაც.

საბოლოოდ, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ სპერმატოზოიდები საშოში თითის საშუალებით მოხვდება, განსაკუთრებული შფოთვის საფუძველი დაუგეგმავი ორსულობის გამო არ არის.