დავით დავარაშვილი - როგორც მშობიარობის, ისე ლოგინობის დროს აუცილებელია, ვარიკოზის მოვლის საშუალებები გამოვიყენოთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

დავით დავარაშვილი - როგორც მშობიარობის, ისე ლოგინობის დროს აუცილებელია, ვარიკოზის მოვლის საშუალებები გამოვიყენოთ

დავით დავარაშვილი - როგორც მშობიარობის, ისე ლოგინობის დროს აუცილებელია, ვარიკოზის მოვლის საშუალებები გამოვიყენოთ
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა, რაც შეიძლება, ქალის ორგანიზმში "მიძინებული" იყოს, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი აუცილებლობას წარმოადგენს.

ორსულებში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ვარიკოზული ვენებია, რომელსაც ექიმები მთელი ორსულობის პერიოდში მეთვალყურეობენ. მეან-გინეკოლოგისა და მედიცინის დოქტორის, დავით დავარაშვილის განმარტებით, ვარიკოზული ვენების პრობლემა ქალების თითქმის 30%-ს აწუხებს და გარდა ვიზუალური დისკომფორტისა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შექმნაც შეუძლია.

დავით დავარაშვილი, რომლის კლინიკასაც ყოველწლიურად ათასობით ორსული სტუმრობს აღნიშნავს, რომ ვარიკოზული ვენების პრობლემის მქონე პაციენტებს ცალსახად ურჩევს ანგიოლოგთან ვიზიტს
და ვარიკოზის მოვლის საშუალებების გამოყენებას, რათა გართულებები თავიდან აირიდონ.

რა იწვევს ვარიკოზს და როგორია მისი პრევენციისა თუ მკურნალობის გზები, ამის შესახებ დეტალურად, მედიცინის დოქტორ დავით დავარაშვილს ვესაუბრეთ:

რატომ იჩენს თავს ვარიკოზის პრობლემა განსაკუთრებით ორსულებში?

საერთოდ, ერთ
-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ორსულებში ქვედა კიდურების ვენური სისტემის უკმარისობაა - ვარიკოზული გაგანიერება. როგორც წესი, ორსულობა ხელს უწყობს მის გამოვლინებას, თუ ეს პრობლემა არსებობს და მეორე მხრივ, შეიძლება გამოვლინდეს სტრიებიც.

ორსულობა დაკავშირებულია ძლიერ ჰორმონალურ პრობლემებთან. ამასთან, როგორც წესი ორსულობის დროს სისხლის მომარაგება იცვლება. რას უფრო იმატებს ვადა, საშვილოსნოს მეტი მომარაგება სჭირდება,
რომ ბავშვი გაიზარდოს. ჯამში, ყველაფერი იწვევს იმას, რომ სისხლის შეგუბება, მისი დაყოვნება ქვედა კიდურებზე ან საშვილოსნოს ვენურ სისტემაში ძალიან ჭარბადაა გამოხატული.

სისხლის ნაკადის გამო ხდება სისხლის დაყოვნება და ვენური ქსელის ზრდა. თუ ის ზედაპირულად არის გამოხატული, ვენების გაგანიერება უკვე ვიზუალურად ჩანს. ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ფეხის ქვედა კიდურებში სიმძიმე, ჩხვლეტა და შეშუპება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთ ადგილზე დიდხანს დგომა უწევს ქალს, მისთვის დიდი დისკომფორტია.

დისკომფორტის გარდა, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ვარიკოზული ვენები ჯანმრთელობისთვის?

თავისთავად, დისკომფორტის გარდა, ვარიკოზული ვენები საშიშიც არის, ვინაიდან არსებობს ალბათობა იმისა, რომ ტრომბოემბოლიური დაავადებები განვითარდეს. აღნიშნული დაავადებები გამოწვეულია ორი ფაქტორით: ერთი - ვარიკოზით და მეორე - ორსულობას ახასიათებს სისხლის შედედება, რაც შეიძლება, თრომბოემბოლიური დაავადების მიზეზი გახდეს.

ასეთი პრობლემები რა თქმა უნდა საყურადღებოა, თუმცა უფრო ადვილია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და პროფილაქტიკა, ვიდრე იმ გართულებების მკურნალობა, რომლებიც შეიძლება განვითარდეს.

როგორ და რა პერიოდში უნდა მოხდეს დაავადებების პრევენცია?

რა თქმა უნდა, თუ ეს პრობლემა არ არსებობს, ვერაფერს გავაკეთებთ, თუმცა თუ ვენური დაავადებები გამოხატულია, მაშინ ორსულმა თუ პაციენტმა, რომელიც ორსულობას გეგმავს ანგიოლოგს უნდა მიმართოს და მკურნალობის კურსის შესახებ რეკომენდაციები მიიღოს. ორსულობა ვენურ სისტემაზე დიდი დატვირთვას იწევევს და როგორ წესი, ვარიკოზი ერთხელ მკურნალობას არ ექვემდებარება. ეს პრობლემა სულ არსებობს და რაც წლები გადის, იმატებს და შეიძლება, გამწვავდეს კიდეც, მაგალითაც, ზაფხულში, თუ ცხოვრების არასწორ წესს მივდევთ.

გარდა სწორი კვებისა, ვარჯიშის, მასაჟებისა და ცივი წყლის აბაზანებისა, ვარიკოზის სამკურნალოდ ერთ-ერთი გამოსადეგი საშუალება კომპრესიული მასალებია, იქნება ეს ელასტიური წინდები თუ კოლგოტები. აღნიშნული საშუალებები ანგიოლოგმა ან მკურნალმა ექიმმა ვარიკოზის განვითარების მიხედვით უნდა შეარჩიოს.

mkurnali.ge

აღსანიშნავია, რომ პრობლემა მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად. რა თქმა უნდა 20 წლის ასაკის ადამიანის ორგანიზმი უფრო ელასტიურია, ვიდრე 40 წლის ასაკის, ამიტომ ამ საკითზე ყურადღების გამახვილება აუცლებელია.

როდის უნდა დავიწყოთ ვარიკოზის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება?

ჩვენი რეკომენდაციით, თუ ვენური პრობლემები ორსულობის დასაწყისშივე ვლინდება, ეს კოლგოტები და წინდებიც შეიძლება გამოიყენოთ და სწორი რეჟიმიც დაიცვათ.

რაც მთავარია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს წინდები აუცილებლად იყოს გამოყენებული როგორც მშობიარობის დროს, ისე ლოგინობის ხანაში და ოპერაციის დროს, რათა თრომბოემბოლიური დაავადებები თავიდან ავიცილოთ. მშობიარობის დროს თვითონ შეტევებია ძლიერი და განსაკუთრებით, მეორე ფაზის დროს, როცა ჭინთვები იწყება, ვენურ სისტემაზე დატვირთვა იმდენად ძლიერია, ამ წინდების გამოყენება ბევრი მოსალოდნელი გართულების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

ვარიკოზის საწინააღმდეგო კომპრესიული მასალების გამოყენებისას რა უნდა გავითვალისწინოთ? მაგალითად, ბაზარზე გამოჩნდა შვეიცარული კომპანია "სიგვარისი - SIGVARIS" რომელიც სწორედ ვარიკოზის საწინააღმდეგო საშუალებებით არის წარმოდგენილი, როგორია თქვენი მოსაზრება მის შესახებ?

აღნიშნული საშუალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს. რაც უფრო ნატურალური მასალისგან არის დამზადებული პროდუქტი, უფრო ჯანსაღი და კომფორტულია. მაგალითად, ზაფხულის პერიოდში მისი ტარება დისკომფორტთან არის დაკავშირებული, ხარისხიანი პროდუქციის მოხმარებისას კი ეს პრობლემა არ შეიქმნება.

ამასთან, "სიგვარისი - SIGVARIS" პროდუქციის წინდები გარეცხვის შემდეგ არ დაკარგავს ელასტიურობას და გამოსაყენებლად ისევ ვარგისი იქნება. აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივია მისი ეფექტურობა.

mkurnali.ge

ჩემს პაციენტებთან რეკომენდაციას ვუწევ ამ ტიპის პროდუქციას. როცა ეს პრობლემა არსებობს, პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია, გამოიყენონ ვარიკოზის საწინააღმდეგო საშუალებები როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის დროს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად