შეიძლება თუ არა ორსულობის დროს მოგზაურობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს მოგზაურობა

თუმცა ორსულობის გარკვეულ ვადაზე მგზავრობა არც თუ ისე უსაფრთხოა. ორსულობისას, გამგზავრების წინ საჭიროა სრული გამოკვლევა - გართულებისა და უკუჩვენების გამოსარიცხად. თუ ორსულობა უპრობლემოდ მიმდინარეობს, მეორე ტრიმესტრში სჯობს დასასვენებლად წასვლა.

14-დან 23 კვირამდე ორსულობა, მედიკოსების პრაქტიკიდან გამომდინარე, ითვლება ყველაზე „მშვიდ“ და შედარებით უსაფრთხო პერიოდად ავიაფრენებისა და ნებისმიერი მოგზაურობისთვის. უფრო ადრეულ ვადებზე ხანგრძლივი გამგზავრება არაა რეკომენდებული. ამ დროს ქალს აწუხებს გულისრევისა და ღებინების შეტევები, მომატებული დაღლილობა და თავის ტკივილები. ორსულობის პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ნაყოფის ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომ მომავალი დედა თავს უნდა მოუფრთხილდეს.

გარდა ამისა, 11-დან 14 კვირამდე ყველა ორსულმა უნდა გაიაროს პირველი სკრინინგი, რომელიც აუცილებელია ნაყოფის განვითარების შესაფასებლად, სხვადასხვა პათოლოგიის (ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი, დაუნის, პატაუს სინდრომი) ადრეული დიაგნოსტიკისათვის და ზოგადად ორსულობის მიმდინარეობის შესაფასებლად. იგივე ეხება მეორე სკრინინგსაც რომელიც უნდა ჩატარდეს ორსულობის 18-დან 21 კვირამდე.

ხანგრძლივი მოგზაურობა, ავიაფრენა, კლიმატური და საათის სარტყელის ცვლილება არასასურველია ორსულობის გვიან ვადებზე. მრავალნაყოფიანი ორსულობა, დამძიმებული ანამნეზის (შეწყვეტილი ორსულობა, ნაადრევი მშობიარობა, სერიოზული გინეკოლოგიური დაავადებები), აუტოიმუნური და სომატური დაავადებების მქონე ორსულებისთვის 28 კვირიდან ორსულობის ბოლომდე გამგზავრება არაა მიზანშეწონილი.

მშვიდი და გაურთულებელი ორსულობისას დასასვენებლად წასვლა 31 კვირაზე გვიან, მომატებული რისკის გამო არაა სასურველი.

როდის უნდა გადავდოთ მოგზაურობა:

1. მუცლის არეში ტკივილის შემთხვევაში - მუცლის ქვედა ნაწილში მუდმივი ან მოვლითი ტკივილები პირველ ტრიმესტრში ან მუდმივი ტკივილი მეორე და მესამე ტრიმესტრში, მუცლის დაჭიმულოება.

2. გამონადენი - სისხლიანი გამონადენი ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, წყლიანი გამონადენი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.

თავის მკვეთრი ტკივილი, ყურებში შუილი. ეს შეიძლება იყოს სერიოზული, დედისა და ნაყოფის სიცოცხლისათვის საშიში გართულების ორსულების ჰესტოზის ან პრეეკლამპსიის ნიშნები.

4. ღებინება, ასევე ქრონიკული დაავადების ნებისმიერი გამწვავება, რომელიც სამედიციონო კონტროლს საჭიროებს.

ლალი ჩხიკვაძე