შეიძლება თუ არა ორსულობის დროს მოგზაურობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს მოგზაურობა

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს მოგზაურობა
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა. თუმცა ორსულობის გარკვეულ ვადაზე მგზავრობა არც თუ ისე უსაფრთხოა. ორსულობისას, გამგზავრების წინ საჭიროა სრული გამოკვლევა - გართულებისა და უკუჩვენების გამოსარიცხად. თუ ორსულობა უპრობლემოდ მიმდინარეობს, მეორე ტრიმესტრში სჯობს დასასვენებლად წასვლა.

14-დან 23 კვირამდე ორსულობა, მედიკოსების პრაქტიკიდან გამომდინარე, ითვლება ყველაზე „მშვიდ“ და შედარებით უსაფრთხო პერიოდად ავიაფრენებისა და ნებისმიერი მოგზაურობისთვის. უფრო ადრეულ ვადებზე ხანგრძლივი გამგზავრება არაა რეკომენდებული. ამ დროს ქალს აწუხებს გულისრევისა და ღებინების შეტევები, მომატებული დაღლილობა და თავის ტკივილები. ორსულობის პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით
აქტიურად მიმდინარეობს ნაყოფის ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომ მომავალი დედა თავს უნდა მოუფრთხილდეს.

გარდა ამისა, 11-დან 14 კვირამდე ყველა ორსულმა უნდა გაიაროს პირველი სკრინინგი, რომელიც აუცილებელია ნაყოფის განვითარების შესაფასებლად, სხვადასხვა პათოლოგიის (ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი, დაუნის, პატაუს სინდრომი) ადრეული დიაგნოსტიკისათვის და ზოგადად ორსულობის მიმდინარეობის
შესაფასებლად. იგივე ეხება მეორე სკრინინგსაც რომელიც უნდა ჩატარდეს ორსულობის 18-დან 21 კვირამდე.

ხანგრძლივი მოგზაურობა, ავიაფრენა, კლიმატური და საათის სარტყელის ცვლილება არასასურველია ორსულობის გვიან ვადებზე. მრავალნაყოფიანი ორსულობა, დამძიმებული ანამნეზის (შეწყვეტილი ორსულობა, ნაადრევი მშობიარობა, სერიოზული გინეკოლოგიური დაავადებები), აუტოიმუნური და სომატური დაავადებების მქონე ორსულებისთვის 28 კვირიდან ორსულობის ბოლომდე გამგზავრება არაა მიზანშეწონილი.

მშვიდი და გაურთულებელი ორსულობისას დასასვენებლად წასვლა 31 კვირაზე გვიან, მომატებული რისკის გამო არაა სასურველი.

როდის უნდა გადავდოთ მოგზაურობა:

1. მუცლის არეში ტკივილის შემთხვევაში - მუცლის ქვედა ნაწილში მუდმივი ან მოვლითი ტკივილები პირველ ტრიმესტრში ან მუდმივი ტკივილი მეორე და მესამე ტრიმესტრში, მუცლის დაჭიმულოება.

2. გამონადენი - სისხლიანი გამონადენი ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, წყლიანი გამონადენი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.

თავის მკვეთრი ტკივილი, ყურებში შუილი. ეს შეიძლება იყოს სერიოზული, დედისა და ნაყოფის სიცოცხლისათვის საშიში გართულების ორსულების ჰესტოზის ან პრეეკლამპსიის ნიშნები.

4. ღებინება, ასევე ქრონიკული დაავადების ნებისმიერი გამწვავება, რომელიც სამედიციონო კონტროლს საჭიროებს.

ლალი ჩხიკვაძე




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად