ორსულების მიერ D ვიტამინის მიღება შემდგომში ბავშვებს კბილების პრობლემებისაგან იცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულების მიერ D ვიტამინის მიღება შემდგომში ბავშვებს კბილების პრობლემებისაგან იცავს

D ვიტამინის დიდი დოზით მიღება მომავალში ბავშვებთან მნიშვნელოვნად ამცირებს კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კლინიკური კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააერთიანეს 623 ორსული, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ორსულობის 24-ე კვირიდან მოყოლებული ერთი ჯგუფის ორსულები დღეში იღებდნენ ორ აბს. ერთი აბი შეიცავდა D ვიტამინის 400 საერთაშორისო ერთეულს, მეორე აბი კი - 2400 საერთაშორისო ერთეულს. მეორე ჯგუფში გაერთიანებული ორსულები კი იღებნენ D ვიტამინის 400 საერთაშორისო ერთეულს ერთ მიღებაზე და იდენტური სახის პლაცებო აბს მეორე მიღებაზე (საერთაშორისო ერთეული წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების დოზის საზომ ერთეულს ფარმაკოლოგიაში. D ვიტამინისთვის 1 საერთაშორისო ერთეული ეკვივალენტურია 0,025 ერგოკალციფეროლის).

6 წლის შემდეგ სტომატოლოგებმა გამოიკვლიეს ორივე ჯგუფის ქალთა ბავშვები. ამასთან, მათ არ იცოდნენ რომელი ქალი რა აბს იღებდა ორსულობისას. როგორც გაირკვა, იმ ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობისას დიდი დოზით იღებდნენ D ვიტამინს, 47%-ით იშვიათად აღენიშნებოდათ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები (მინიმალური დეფექტები ჰქონდათ როგორც სარძევე, ასევე მუდმივი კბილების მინანქარზე).

დიდი ხანია ცნობილია, რომ D ვიტამინი მნიშვენლოვან როლს თამაშობს კბილის მინანქრის ჩამოყალიბებაში, თუმცა, სადღეისოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია კონკრეტულად რა იწვევს კარიესის განვითარებას და რა არის მისი უნივერსალური საპროფილაქტიკო საშუალება.

A ახალი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ D ვიტამინი, რომელსაც არ აქვს პრაქტიკულად უარყოფითი ეფექტები, შესაძლოა ბავშვებთან კარიესის საპროფილაქტიკოდ იყოს გამოყენებული.

თინათინ გოცაძე