ამნიოცენტეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამნიოცენტეზი

ამ მომენტამდე სანაყოფე წყლებში ჯერ კიდევ არ არის ანალიზის საიმედოობისთვის აუცილებელი უჯრედების რაოდენობა. პუნქციის ჩატარების ყველაზე ნაადრევი ვადა მე-14 კვირაა. ამ დროს ექიმებს უკვე შეუძლიათ შეისწავლონ ბავშვის ქრომოსომული ნაკრები და დაადგინონ, რომ პატარას არ აქვს ქრომოსომთა ნაკრებში ანომალია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული დაუნის დაავადებაა. ამნიოცენტეზი ამნიონური (სანაყოფე) სითხის კვლევაა. ეს მარტივი ქირურგიული პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ექიმი იღებს სანაყოფე წყლებს (დაახლოებით 10-15 მლ) და მას დეტალურად სწავლობს. ამნიოცენტეზი ბავშვის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. ამნიოცენტეზის პროცედურის წინ კეთდება ადგილობრივი გაუტკივარება. მანიპულაცია ტარდება ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით, რაც პუნქციისთვის ოპტიმალური ადგილის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

რა არის ამნიოცენტეზის ჩვენება?

15-16 კვირის ვადაში ექიმს შეუძლია შეისწავლოს ბავშვის ქრომოსომული ნაკრები და დარწმუნდეს, რომ არ არის ქრომოსომული ანომალია, კერძოდ, დაუნის დაავადება. როგორც წესი, ამნიოცენტეზს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერითი კვლევის ან სამმაგი ტესტის (სისხლის კვლევა) შემდეგ ექიმი დაეჭვდება ნაყოფის ქრომოსომულ ან გენეტიკურ გადახრებზე.

უფრო გვიან ვადაზე (22-23 კვირა) ამნიოცენტული სითხის კვლევა ინიშნება:

  • ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების სიმძიმის შესაფასებლად;
  • ინფექციის გამომწვევის დიაგნოსტირებისთვის;
  • ბავშვის ფილტვების სიმწიფის ხარისხის განსაზღვრისთვის;
  • იმ ცილის დონის განსასაზღვრად, რომელიც იზრდება ნაყოფის განვითარების მანკებისას.

ამნიოცენტეზის უკუჩვენებები

ამნიოცენტეზი, ჩვეულებრივ, არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ დედას ორსულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება) ან ქრონიკული ანთება აღენიშნება, ანუ არსებობს ბავშვის ინფიცირების დიდი რისკი.

რამდენად სარისკოა ნაყოფისთვის?

ამნიოცენტეზი ტარდება ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით, რაც მანიპულაციის დროს ნაყოფს აზღვევს შეხებისგან. მიუხედავად ამისა, შემთხვევათა 0,5-1%-ში კვლევამ შეიძლება ორსულობის შეწყვეტის პროვოცირება გამოიწვიოს.

რა უნდა იცოდეს დედამ?

პროცედურის ჩატარების წინ მომავალმა მშობლებმა უნდა იცოდნენ, რისთვის იკვლევს ექიმი სანაყოფე სითხეს. თუ აღმოჩნდება ბავშვის განვითარების გადახრები, მემკვიდრული დაავადებები ან ვირუსული ინფექციები (მაგალითად, წითურა), კანონმდებლობით ექიმს უფლება აქვს შესთავაზოს მშობლებს ორსულობის შეწყვეტა. მაგრამ, ცხადია, ბოლო სიტყვა მომავალ მშობლებზეა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ექიმების ამოცანა კი მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლევის შედეგებით შესაძლებელია მშობლების დაიმედებაც, რადგან ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ტოქსოპლაზმოზი, იკურნება.

ამ შემთხვევაში, დროული და სწორი მკურნალობით, შესაძლებელია ჯანმრთელი ბავშვის დაბადება.