ამნიოცენტეზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

ამნიოცენტეზი

ამნიოცენტეზი
ამნიოცენტეზი ტარდება ორსულობის მე-14 კვირას. ამ მომენტამდე სანაყოფე წყლებში ჯერ კიდევ არ არის ანალიზის საიმედოობისთვის აუცილებელი უჯრედების რაოდენობა. პუნქციის ჩატარების ყველაზე ნაადრევი ვადა მე-14 კვირაა. ამ დროს ექიმებს უკვე შეუძლიათ შეისწავლონ ბავშვის ქრომოსომული ნაკრები და დაადგინონ, რომ პატარას არ აქვს ქრომოსომთა ნაკრებში ანომალია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული დაუნის დაავადებაა. ამნიოცენტეზი ამნიონური (სანაყოფე) სითხის კვლევაა. ეს მარტივი ქირურგიული პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ექიმი იღებს სანაყოფე წყლებს (დაახლოებით 10-15 მლ) და მას დეტალურად სწავლობს. ამნიოცენტეზი ბავშვის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. ამნიოცენტეზის პროცედურის წინ
კეთდება ადგილობრივი გაუტკივარება. მანიპულაცია ტარდება ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით, რაც პუნქციისთვის ოპტიმალური ადგილის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.


რა არის ამნიოცენტეზის ჩვენება?

15-16 კვირის ვადაში ექიმს შეუძლია შეისწავლოს ბავშვის ქრომოსომული ნაკრები და დარწმუნდეს, რომ არ არის ქრომოსომული ანომალია, კერძოდ, დაუნის დაავადება. როგორც წესი, ამნიოცენტეზს მიმართავენ იმ შემთხვევაში,
თუ ულტრაბგერითი კვლევის ან სამმაგი ტესტის (სისხლის კვლევა) შემდეგ ექიმი დაეჭვდება ნაყოფის ქრომოსომულ ან გენეტიკურ გადახრებზე.

უფრო გვიან ვადაზე (22-23 კვირა) ამნიოცენტული სითხის კვლევა ინიშნება:

  • ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების სიმძიმის შესაფასებლად;
  • ინფექციის გამომწვევის დიაგნოსტირებისთვის;
  • ბავშვის ფილტვების სიმწიფის ხარისხის განსაზღვრისთვის;
  • იმ ცილის დონის განსასაზღვრად, რომელიც იზრდება ნაყოფის განვითარების მანკებისას.


ამნიოცენტეზის უკუჩვენებები


ამნიოცენტეზი, ჩვეულებრივ, არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ დედას ორსულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება) ან ქრონიკული ანთება აღენიშნება, ანუ არსებობს ბავშვის ინფიცირების დიდი რისკი.


რამდენად სარისკოა ნაყოფისთვის?

ამნიოცენტეზი ტარდება ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით, რაც მანიპულაციის დროს ნაყოფს აზღვევს შეხებისგან. მიუხედავად ამისა, შემთხვევათა 0,5-1%-ში კვლევამ შეიძლება ორსულობის შეწყვეტის პროვოცირება გამოიწვიოს.


რა უნდა იცოდეს დედამ?

პროცედურის ჩატარების წინ მომავალმა მშობლებმა უნდა იცოდნენ, რისთვის იკვლევს ექიმი სანაყოფე სითხეს. თუ აღმოჩნდება ბავშვის განვითარების გადახრები, მემკვიდრული დაავადებები ან ვირუსული ინფექციები (მაგალითად, წითურა), კანონმდებლობით ექიმს უფლება აქვს შესთავაზოს მშობლებს ორსულობის შეწყვეტა. მაგრამ, ცხადია, ბოლო სიტყვა მომავალ მშობლებზეა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ექიმების ამოცანა კი მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლევის შედეგებით შესაძლებელია მშობლების დაიმედებაც, რადგან ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ტოქსოპლაზმოზი, იკურნება.

ამ შემთხვევაში, დროული და სწორი მკურნალობით, შესაძლებელია ჯანმრთელი ბავშვის დაბადება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად