ორსულობა ლაპაროსკოპიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა ლაპაროსკოპიის შემდეგ

ისევე როგორც აღნიშნული პრობლემის მკურნალობის მეთოდი - მედიკამენტური თერაპიით დაწყებული ქირურგიული მიდგომით დამთავრებული. ერთ-ერთი ამგვარი მეთოდი ლაპაროსკოპიაა.

უნაყოფობისას ლაპაროსკოპიულ ოპერაციას აკეთებენ საშვილოსნოს დანამატი მილების შეხორცებებისგან გასათავისუფლებლად, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოზისა და მრავალი სხვა გინეკოლოგიური დაავადებების დროს. თავად ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით და დაახლოებით 40 წუთს გრძელდება. გარდა ამისა, აღნიშნული ქირურგიული ჩარევის შემდეგ არ რჩება ნაწიბური, რადგან მცირე ზომის განაკვეთების შეხორცება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და არ ტოვებს ოპერაციისშემდგომ იარებს.

დაავადების გათვალისწინებით, ლაპაროსკოპიულად კეთდება:

  • საშვილოსნოს დანამატი მილების პლასტიკა მათი გაუვალობის დროს;
  • ოვულაციის აღდგენა საკვერცხის პოლიკისტოზის შემთხვევაში;

ლაპაროსკოპიული მიდგომა ფართოდ გამოიყენება ქალის სასქესო ორგანოების ონკოლოგიური დაავადებების დროსაც, წარმატებულია ამ გზით საშვილოსნოს მიომის, კეთილ- და ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტის ერთდღიანი წოლითი რეჟიმი ძირითადად ნარკოზსა და ზოგად სისუსტეს უკავშირდება. სამაგიეროდ, 2-3 დღეში ის მშვიდად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აგრძელებს საქმიანობას.

ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ ქალებს ყველაზე მეტად აღელვებთ და აინტერესებთ, რამდენად სწრაფად შეძლებენ დაორსულებას. ექიმების აზრით, რადგან შეხორცების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, მენსტრუალური ციკლი კი უმოკლეს ვადაში აღდგება, დაორსულების შესაძლებლობა 55-70%-ია. ამდენად, სანუკვარი ორსულობა შეიძლება ოპერაციის შემდეგ უახლოეს თვეებში მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდეგ ქალები მეან-გინეკოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. ამას გარდა, ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა ჰორმონული ფონის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის.

იშვიათ შემთხვევაში, აღნიშნული ოპერაციის შემდეგაც ვერ ხერხდება დაორსულება. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია და ზოგჯერ პირველივე ჩარევისას დაავადების ყველა კერა ვერ აღმოიფხვრება, ამიტომ შესაძლებელია მეორე ოპერაციის საჭიროებაც გაჩნდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ორსულობის დადგომას აჩქარებს - დადებითი განწყობაა.

ფსიქოლოგების აზრით, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ სულ უფრო ხშირად უნდა იფიქროთ დედობაზე, ამიტომ განეწყვეთ დადებითი შედეგისთვის, წარმოიდგინეთ თავი ბედნიერ მშობლად და ყველაფერი აუცილებლად ახდება.