უნდა შევიკავოთ თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან – ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

უნდა შევიკავოთ თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან – ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

უნდა შევიკავოთ თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან – ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ქალმა სათანადოდ უნდა უპასუხოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება ფეხმძიმობისას, როგორ დავიცვათ თავი სხვადასხვა ვირუსული დაავადებებისგან და რაც მთავარია შევიკავოთ თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან – ამ და სხვა საკითხებზე "იმედის კლინიკის" მეან–გინეკოლოგს თიკო გოთუას ვესაუბრეთ.

–მართალია, ზამთრის ციებ–ცხელება დასრულდა, თუმცა ხშირია ისეთი ვირუსული თუ ინფექციური
დაავადებები, რომლებიც გაზაფხულზეც იჩენს თავს. რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ნაყოფზე და როგორ დაიცვან თავი ორსულებმა?


–ორსულის იმუნური სისტემა დათრგუნულია, ამიტომ მისი ორგანიზმი უფრო მგრძნიბიარეა სეზონური ინფექციების მიმართ. ის უნდა მოერიდის ხალხმრავალ ადგილებს. რეკომენდირებულია, ოთახების ხშირი განიავება, სახლი იქნება ეს თუ სამსახური.
მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ხშირად ვიბანოთ ხელები, საჭიროების შემთხვევაში ნიღაბიც უნდა ვატაროთ. კვება
კი გავაძლიეროთ ისეთი პროდუქტებით რომლებიც ამაღლებენ ორსულის იმუნურ სისტემემას.

გართულების შემთხვევაში დაუშვებელია თვითმკურნალობა და მითუმეტეს, ანტიბიოტიკების მიღება. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. როგორც საკუთარი თავის, ისე თქვენი პატარის უსაფრთხოებისთვის.

– რამდენად მნიშვნელოვანია ორსულისთვის აქტიური ცხოვრების წესი, რა როლი ენიჭება ფიზიკურ დატვირთვას?

– სანამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა. ეს ერთგვარი მდგომარეობაა, რომელსაც ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ფეხმძიმობისას, მთელი დატვირთვა ხერხემალზე და ძვლოვან სისტემაზე მოდის. სწორედ ამიტომ, დილის და საღამოს მსუბუქი გამამხნევებელი ვარჯიშები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე – ამცირებს წელის და ზურგის ტკივილს რაც ორსულებისთვის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

მნიშვნელოვანია ასევე ყოველ საღამოს სეირნობა, წყლის აბაზანები, ცურვა და იოგა, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ჩვენს კლინიკაში, არსებობს ორსულთა ვარჯიშების კლუბი, სადაც მუსიკის თანხლებით, სპეციალისტი პირად ექიმთან შეთანხმებით ატარებს კონკრეტულ ადამიანზე მორგებულ ვარჯიშებს, ასწავლის სწორ სუნთქვას რაც ძალიან ეხმარება მას წარმატებით მშობიარობაში. ეს პროცედურები სრულიად უფასოა.

თუმცა არის რიგი საკითხები, სადაც სიფრთხილე გვმართებს. მაგალითისთვის, ორსულთათვის არ შეიძლება ცხენზე ჯირითი, აერობიკა, ველოსიპედით სიარული ან ხტუნვა.

mkurnali.ge

– საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საკეისრო კვეთას აუცილებლად ფიზიოლოგიური მშიბიარობა სჯობს ეს მითია თუ რეალობა?

–ახლავე განგიმარტავთ. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, ბავშვი თვითონაა ჩართული ქვეყნად მოვლინების პროცესში რის გამოც, შემდეგომ, გარემოსთან უფრო მარტივად ადაპტირდება. საკეისრო კვეთისას კი ბავშვი მძინარე პოზიციაშია და ეს გარკვეულწილად მისთვის სტრესია. მას გარემო პირობებთან შეგუებაც შეიძლება გაუჭირდეს. ნაყოფის თავზე რბილი სამშობიარო გზების,საშვილოსნოსა და საშოს კუნთების "მოჭერა" იწვევს ნერვული სისტემის იმ უბნების აქტივაციას, რაც შემდგომი რეფლექსების განვითარების საწინდარია.

თუ რა გზით უნდა იმშობიაროს ფეხმძიმემ ეს ექიმმა უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, ფეხმძიმე ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით.

–რამდენად დასაშვებია ალკოჰოლის მიღება ან თამბაქოს მოწევა, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც თამბაქოს მოხმარებამ?

–თამბაქო და ალკოჰოლი ორივე მავნე ჩვევაა. ქალმა რომელმაც დედობა გადაწყვიტა უნდა გააცნობიეროს ორივე მავნე ჩვევის უარყოფითი შედეგები. მწეველ ორსულებში დიდია რისკი ნაადრევი მშობიარობის. მცირე მასის ახალშობილების გაჩენის, რადგან მთელი ოსულობის მანძილზე განიცდის ნაყოფი ჰიპოქსიას ანუ უჟანგბადობას.

–დღეს, ტყვიით ინტოქსიკაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ორსულებს უკეთებენ კვლევას და დგენენ სისხლში ტყვიის შემცველობას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საკითხზე. რამდენად უსაფრთხოა ეს კვლევა ჯანმრთელობისთვის?

–ნამდვილად ასეა, ტყვიით ინტოქსიკაციის საკითხი დღეს ნამდვილად აქტუალურია. ტყვია ტოქსიური ქიმიური ელემენტი. მას შემდეგ, რაც მოხვდება სისხლში, გადაინაცვლებს რბილ ქსოვილებშიც დეპო ხდება თავის ტვინი, ღვიძლი, თირკმელები დ ძვლოვანი სისტემა.
ტყვიით ინტოქსიკაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც ანემია, ისე ნერვული სისტემის და თირკმლის დაზიანება. ჩვენს კლინიკაში ხდება ორსულის გამოკვლევა პირველ ტრიმესტრში,სისხლის ლაბორატორიული კვლევით დგინდება ტყვიის რაოდენობა. კვლევა რათქმა უნდა უსაფრთხოა. შედეგი თუ მაღალია ანუ სახიფათოა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორსულმა.

თუ სისხლში ტყვიის მაჩვენებელი სახიფათოა, მაშინ ჩნდება ნაადრევი მშობიარობის რისკ ფაქტორი. ასევე, შეიძლება გაჩნდეს მცირე ზომის ახალშობილი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი სწორედ ტყვიის მაღალი მაჩვენებელია.
დასასრულს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აუცილებელია ორსული ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასეთ შემთხვევაში ყველა უარყოფითი რისკ ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის ნაყოფს, დაიძლევა მისი ჯანსაღი, ძლიერი იმუნური სისტემის საფუძველზე.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
„გაგუას კლინიკისა“ და სამედიცინო ცენტრ „მედისონის“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო მოსაშვილი:
05-11-2018
ქალს შესაძლოა ცრუ ორსულობა განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ხასიათდება ნამდვილი ორსულობისათვის დამახასიათებელი
27-02-2019
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
ნაყოფის სიმახინჯეები რომ აირიდოთ, უარი უნდა თქვათ სიგარეტის მოწევისა და ალკოჰოლის მიღების მავნე ჩვევებზე,
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
ორსულობა მხოლოდ ქალისთვის კი არა, მთელი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ორსულის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მეტ-ნაკლებად მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზეც აისახება.
ქალს შესაძლოა ცრუ ორსულობა განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ხასიათდება ნამდვილი ორსულობისათვის დამახასიათებელი
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის
კვინსლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახალშობილებს
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად