ორსულობა

ორსულობა კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ

ორსულობა კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ
ბევრისთვის ცნობილი პრეპარატი, იარინა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივია, რომელსაც თანამედროვე ქალები იყენებენ და ენდობიან, რადგან, მედიკოსების განცხადებით, მისი სწორი გამოყენებით არასასურველი ორსულობისგან 100%-იანი დაცვაა შესაძლებელი.

როგორ მოქმედებს ან არ მოქმედებს აღნიშნული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი შესაძლებელ და შემდგომში სასურველ ორსულობაზე? შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი ორსულობა ისეთი კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ, როგორიცაა იარინა?

მედიკოსების პასუხი ცალსახა და უკომპრომისოა: სრულფასოვანი და გაურთულებელი ორსულობა სრულიად შესაძლებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული პირობა და მიღებული ნორმიდან გადახრა. სრულფასოვანი ორსულობა შესაძლებელია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მოხსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ.

ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც სრულად აღდგება ბუნებრივი და ჩვეული მენსტრუალური ციკლი.

მაგრამ თუ ამ ვადის შემდეგ ვერ ხერხდება დაორსულება, რა უნდა მოიმოქმედოს ქალმა?

სრულიად ბუნებრივია, რომ ქალს, რომელსაც ბავშვის გაჩენა სურს, ეწყება პანიკა. სასურველ ორსულობას შესაძლებელია შფოთვაც აფერხებდეს. უნაყოფობაზე ფიქრი იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც
იარინას სრული შეწყვეტიდან ორი და მეტი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება.

ხშირად პრეპარატ იარინას სრული მოხსნის შემდეგ ზოგიერთ ქალს, შესაძლოა ხანგრძლივი დროის მანძილზე საერთოდ აღარ ჰქონდეს მენსტრუალური ციკლი (ამენორეა). ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში სასურველი ორსულობა ნორმალური მენსტრუალური ციკლის აღდგენამდე არ დადგება. ამიტომ ამგვარი პრობლემის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც გამოავლენს ხანგრძლივი და მდგრადი ამენორეის მიზეზს.

არსებობს მოსაზრება, რომ იარინას ხანგრძლივი დროით უწყვეტად მიღებით ქალის ორგანიზმი შეიძლება უბრალოდ მიეჩვიოს ჰორმონების გარედან მიწოდებას და საკუთარი ჰორმონების გამომუშავება თანდათანობით დაუქვეითდეს, რასაც რეპროდუქციული სისტემის ნორმალური მუშაობის სრულად დათრგუნვა მოჰყვება.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად ყველა კონტრაცეპტივის ერთი წლის მანძილზე მიღებისას აუცილებელია სამთვიანი შესვენება იმისთვის, რომ ორგანიზმი, მისი რეპროდუქციული სისტემა, სრულფასოვნად აღდგეს. თუ ამ წესს მიზეზთა გამო ვერ დაიცავს ქალი, სავსებით შესაძლებელია, რომ პრეპარატის მოხსნის შემდეგ სასურველი ორსულობა მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არ დადგეს.

გასათვალისწინებელია ქალის ასაკიც. დამტკიცებულია, რომ 30 წლის შემდეგ ქალის დაორსულების რეალური შანსები მნიშვნელოვნად მცირდება. სწორედ ამიტომ ასაკოვანი ქალების ორგანიზმის აღდგენის პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს და ასეთ დროს, ორალური კონტრაცეპტივების მოხსნის შემდეგ, აღსადგენად საჭიროა არა ორი თვე, არამედ რამდენიმე წელი. სწორედ ეს დრო სჭირდება საშუალოსტატისტიკურ 30 წლის ქალს რეპროდუქციული ფუნქციების სრული და სრულფასოვანი აღდგენისთვის.

ზოგჯერ ორსულობა დგება იარინას მიღების მოხსნისთანავე. სრულიად ლოგიკურია, რომ აღნიშნული მიზეზით ქალს შეიძლება გარკვეული შიში და კითხვები ჰქონდეს. ასეთი სწრაფი დაორსულება უსაფრთხოა და ბავშვი ჯანმრთელი იქნება, თუ ქალი კვლავ არ მიიღებს იარინას ან ნაყოფისთვის საშიშ სხვა პრეპარატებს. თუმცა პრაქტიკულად ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობა და ორალური კონტრაცეპტივების მუდმივი მიღება უბრალოდ შეუთავსებელია.

იარინას მსგავს ან სხვა ორალურ კონტრაცეპტივებს ხშირად უნიშნავენ იმ ქალებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ორსულდებიან. ეს ე.წ. რებაუნდ-ეფექტია - როდესაც ექიმები ქალებს ურჩევენ 2-3 თვე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას, შემდეგ კი, ნორმალური მენსტრუალური ციკლის აღსადგენად, იმავე დროით მათ შეწყვეტას. ასეთ დროს დაუყოვნებელი შედეგი მიიღება.
რეკომენდებული პროდუქტები
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
10-05-2019
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
„გაგუას კლინიკისა“ და სამედიცინო ცენტრ „მედისონის“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო მოსაშვილი:
05-11-2018