D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახლშობილებს მომავალში შიზოფრენიის განვითარების მომატებული რისკი აქვთ
მომავალში შიზოფრენიის განვითარების მომატებული რისკი აქვთ. აღნიშნული დაავადების განვითარების უამრავი რისკფაქტორი არსებობს, მათ შორისაა როგორც გენეტიკური, ასევე გარე ფაქტორები, თუმცა, დღემდე გაურკვეველი იყო რატომ აღენიშნება დასახელებული პათოლოგია უფრო ხშირად ზამთარში და გაზაფხულზე დაბადებულ პირებს, ან რატომ არის ის უფრო გავრცელებული ჩრდილოეთის მცხოვრებლებს შორის.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ შიზოფრენიის განვითარებას გარკვეულწლად D ვიტამინის დეფიციტიც განაპირობებს, მზის სხივების უკმარისობის პირობებში ორსულები ხშირად განიცდიან ამ ვიტამინის დეფიციტს, ეს კი ცუდად აისახება შემდგომში ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
ახალი კვლევის შედეგები ეფუძნება 2602 სისხლის ნიმუშის ანალიზს, რომელიც დანიაში 1981-2000 წლებში დაბადებულებს ეკუთვნის. სპეციალისტებმა გააანალიზეს D ვიტამინის შემცველობის პარამეტრები და ახალგაზრდა ასაკში შიზოფრენიით ავადობის მაჩვენებლები. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე ახალშობილებთან შიზოფრენიის განავითარების რისკი 44 %-ით იყო გაზრდილი. 8 %-ში კი პირდაპირი კავშირი გამოვლინდა დაავადებასა და დასახელებული ვიტამინის დეფიციტს შორის.
სპეციალისტთა განმარტებით, მიღებული მონაცემები მეტად საყურადღებოა და უნდა გახდეს ორსულთათვის ახალი რეკომენდაციების საფუძველი. D ვიტამინის შემცველობის კონტროლი ფოლიუმის მჟავაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ორსულებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ჯანსაღად ცხოვრების წესებისა და ნორმალური რეჟიმის დაცვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღი კვება მომავალში შვილების საკეთილდღეოდ.
თინათინ გოცაძე