რატომ ვითარდება ორსულთა დიაბეტი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რატომ ვითარდება ორსულთა დიაბეტი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

რატომ ვითარდება ორსულთა დიაბეტი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება ადვილად ხდება კვების რეჟიმის შეცვლის, ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ან საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების გამოყენების საფუძველზე.

შაქრის დონე სისხლში მალევე
უბრუნდება ნორმას მშობიარობის შემდეგ. თუმცა ანამნეზში გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი, ამიტომ აუცილებელია შენარჩუნდეს გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი.

უმეტეს შემთხვევაში გესტაციურ დიაბეტს არ ახლავს გამოხატული ნიშნები და სიმპტომები.

როდის უნდა ჩატარდეს გამოკვლევა:
სასურველია ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის პროცესში
მოხდეს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკების შეფასება ენდოკრინოლოგის მიერ.

გამომწვევი მიზეზები:
კვების დროს მიღებული ნახშირწყლები გარდაიქმნება გლუკოზად (შაქრად) და შეწოვის შემდეგ გადადის სისხლში, საიდანაც ინსულინის დახმარებით ხვდება სხვადასხვა უჯრედებში და მათ მიერ გამოიყენება ენერგიის წყაროდ.
ინსულინის ნაკლებობის ან მოქმედების მექანიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს აუთვისებელი გლუკოზა ჭარბად გროვდება სისხლში და ვითარდება ჰიპერგლიკემია.
ორსულობის დროს პლაცენტა გამოყოფს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჰორმონს, რომელთაგან უმრავლესობა იწვევს ინსულინის მოქმედების დარღვევას. თუ პანკრეასი ჯანმრთელია და მწყობრშია ის ადვილად უმკლავდება ამ შემაფერხებელ მოქმედებას ინსულინის გამოყოფის გაძლიერებით. პლაცენტის გაზრდასთან ერთად იზრდება მის მიერ გამოყოფილი ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ჰორმონების გამოყოფის ინტენსივობაც, ამიტომ გესტაციური დიაბეტი, როგორც წესი, ყალიბდება ორსულობის მეორე ნახევრიდან, უმეტესად მესამე ტრიმესტრში.

რისკ-ფაქტორები:

გესტაციური დიაბეტი ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ზოგი ორსული უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
რისკ-ფაქტორებში შედის:
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი სწორად ჩამოყალიბებული კვების რეჟიმით. ზოგადად
10-05-2019
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
10-05-2019
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
ნაყოფის სიმახინჯეები რომ აირიდოთ, უარი უნდა თქვათ სიგარეტის მოწევისა და ალკოჰოლის მიღების მავნე ჩვევებზე,
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
ორსულობა მხოლოდ ქალისთვის კი არა, მთელი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ორსულის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მეტ-ნაკლებად მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზეც აისახება.
ქალს შესაძლოა ცრუ ორსულობა განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ხასიათდება ნამდვილი ორსულობისათვის დამახასიათებელი
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად