მეცნიერებმა ნაყოფის გენეტიკური ანომალიების დიაგნოსტიკის ახალი არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ნაყოფის გენეტიკური ანომალიების დიაგნოსტიკის ახალი არაინვაზიური მეთოდი შეიმუშავეს

ამნიოცენტეზი და ქორიონალური ბუსუსების გამოკვლევა. ორივე პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია და ზოგ შემთხვევაში “მუცლის მოწყვეტის” პროვოცირებასაც ახდენს.

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, რომელიც ფეტალური (ჩანასახოვანი) უჯრედების შესწავლა-ანალიზს ეფუძნება. ამ მიზნით საკმარისია მხოლოდ ორსულის სისხლის აღება. როგორც ირკვევა, აღნიშნული უჯრედები, რომლებიც პლაცენტიდან იღებს სათავეს, დედის სისხლში უკვე ორსულობის მე-5-მე-6 კვირიდან ჩნდება. ისინი ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი - მხოლოდ 1 ფეტალური უჯრედი დედისეულ მილიონ უჯრედზე.

საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით შეძლეს ამ ჩანასახოვანი უჯრედების აღმოჩენა და გამორჩევა დედისეული უჯრედებიდან. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ახალი მეთოდით შესაძლებელი იქნება გენეტიკური ანომალიების გამოვლენა ორსულობის ადრეულ სტადიებზე სისხლის მარტივი ნიმუშიდან, თანაც არა ერთი კონკრეტული პათოლოგიის, არამედ ანომალიათა ფართო სპექტრის. ამგვარად, ახალ არაინვაზიურ პრენატალურ სადიაგნოზო ტესტზე მკვლევარები დიდ იმედებს ამყარებენ.

თინათინ გოცაძე