გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს

გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
მეტეხში 31-წლის ნონა ტატანაშვილის ცხედარი დაკრძალეს. ის მშობიარობის დროს დაიღუპა. მშობლები სიმართლის გასარკვევად იწყებენ ბრძოლას. ,,ამჯერად, სხვისი შვილების გადასარჩენად“ - ამბობს სოლომონ ტატანაშვილი, გარდაცვლილის მამა.

გვიან საღამოს ფეხმძიმე ნონა ტატანაშვილს მუცელი ასტკივდა. ის კასპის კლინიკა ,,მედალფაში“ მიიყვანეს. ორი დღით ადრეც ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მუცლის ტკივილს მალე გაუვლია.

,,ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. წინა დღესაც, ერთი კვირით ადრეც, მანამდეც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო თვითონაც და ბავშვიც. ექოსკოპიაც გადავუღეთ. ანალიზებიც ჩატარებული ჰქონდა. არანაირი საშიშროება ჩანდა. ოპერაციის დროს დაუშვეს შეცდომა,“ - ამბობს გარდაცვლილის მამიდა.

ოჯახს ექიმებმა
უთხრეს, რომ პაციენტს საკეისრო კვეთა დაჭირდა, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავენ მშობლები. საავადმყოფოში პოლიციის გამოძახების შემდეგაც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ეზოში შეკრებილ ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მიმდინარეობდა ოპერაცია:

,,ეს იყო თეატრალური დადგმა. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ბუნებრივ მშობიარობას და მაგ დროს დაუშვეს ექიმებმა შეცდომა. სასწრაფოდ, გამოიძახეს გამგე. კიბეებზე
ავარდა და გზაში გაუკეთეს თათმანები. საკეისრო კვეთა დადგმული სცენარი იყო. არც იყო დაგეგმილი ამ ფორმით ოპერაცია. მთელი 5 საათი ამ სიტუაციაში ვიყავით. საავადმყოფოს ეზო პოლიციელებით გაივსო; თითქოს კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს, მერე თბილისში უნდოდათ გადაეყვანათ. მერე თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს, ამ დროს კი, ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო.“ - იხსენებს სოლომონ ტატანაშვილი.

გარდაცვლილის მამიდა იხსენებს, რომ ერთი პერიოდი ექიმებმა მშობიარობის გართულება ტრომბს დააბრალეს. ,,როდესაც მივხვდით, რომ საქმე არ იყო კარგად, დედამ უკვე საავადმყოფოში შესვლა სცადა. ახალშობილიც ანახეს, რომელიც უკვე მოწესრიგებული ჰყავდათ:

,,ჩვენ ამითაც მივხვდით, რომ რეალურად მშობიარობა დიდი ხნის დამთავრებული იყო. ხოლო ოპერაცია დაჭირდათ იმის გამო, რომ ჩემ შვილს საშვილოსნო დაუზიანეს და სისხლდენა დაეწყო“, - აცხადებს სოლომონ ტატანაშვილი.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ ,,მედალფადან“ მიღებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს:

"ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და დაწყებული აქვთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. შემდეგ ეტაპზე საჭირო იქნება ჩვენი რეცენზენტების მხრიდან კლინიკური შეფასება და ვნა¬ხავთ რა დასკვნაზე გავალთ. ვიცით, რომ ეს იყო საკეისრო კვეთა, კვეთის შემდეგ განვითარდა სისხლდენა და ამას მოჰყვა გართულება. დანარჩენი დადგინდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდგომ. რამდენადაც ვიცი, საკითხის შესწავლაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია ცხედრის გაკვეთა განხორციელდა თუ არა,“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა.

გარდაცვლილის მამა, სოლომონ ტატანაშვილი, როგორც აღვნიშნეთ, ფაქტის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ყველა ფაქტი და გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ გინეკოლოგმა შეცდომა ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დაუშვა და საკეისრო კვეთა არაფერ შუაშია: ,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

წყარო: qartli.ge

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-07-2018
zzz
ეს სტატია ორსულობის რუბრიკაში არ უნდა დაგედოთ.
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
მსგავსი სიახლეები
თოქ-შოუ "პროფილის" ავტორმა, ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა თავის "ფეისბუქგვერდზე"
07-02-2019
მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის
06-01-2019
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
კატეგორიის სხვა სტატიები
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის
კვინსლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახალშობილებს
გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი,
რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად ხშირია ეს პრობლემა?
განვითარებადი ნაყოფისათვის საშიში გენეტიკური მუტაციების გამოსავლენად სადღეისოდ გამოიყენება
ბევრისთვის ცნობილი პრეპარატი, იარინა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივია, რომელსაც თანამედროვე ქალები
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ