ორსულობა

ახალი ტესტი ორსულობის გართულებებს გამოავლენს

ახალი ტესტი ორსულობის გართულებებს გამოავლენს
რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები სან-ფრანცისკოდან საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაკოდირებადი მცირე რნმ მოლეკულების სიჭარბე პლაცენტის სისხლის უჯრედებში ორსულობის მოსალოდნელ გართულებებზე მიანიშნებს.

მეცნიერებმა ისიც კი გაარკვიეს, რომელი გართულებები შეიძლება იყოს ეს: პრეეკლამფსია (რომელიც არტერიული წნევის მომატებითა და შარდში ცილის გაჩენით ხასიათდება), ადრეული აბორტი (ორსულობის პირველ ტრიმესტრში) და ნაადრევი მშობიარობა.

ჩამოთვლილ გართულებათა დროულად განსაზღვრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი დროულად დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლებელია პათოლოგიურ პროცესთა შეჩერება და მათი რეციდივის არიდება.
აღნიშნული საკითხის შესწავლის პროცესში 4 ფართომასშტაბური კვლევა ჩატარადა და
160 მშობიარობის მონაცემი გაანალიზდა.

გარკვეული კვლევებისა და ექსპერიმენტების შემდეგ მოცემული ტესტირება სერიოზული დამხმარე საშუალება იქნება რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტებისთვის. ის დაეხმარება ნაადრევი მშობიარობის, ადრეული აბორტებისა და ნაყოფის დაღუპვის გამომწვევი სხვა გართულებების პრევენციას.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
18-05-2019
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
05-02-2019
ქირურგიული ჩარევის გართულებისა და ლეტალური დასასრულის ყოველი გახმაურებული შემთხვევა
06-04-2019