რაც შეეხება საშიშროებას, სპერმატოზოიდები, რომლებიც სქესობრივ აქტში მონაწილეობენ, რამდენიმე დღით ადრე წარმოიქმნება და ამიტომ უშუალოდ ჩასახვის მომენტში ნასვამობა ამ მხრივ ნაკლებად საშიშია. ამასთან, დაზიანებულ სპერმატოზოიდს განაყოფიერების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ჯანსაღს.
მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, არ არის გამორიცხული გარკვეული გავლენა ნაყოფის განვითარებაზე. ამის გაკონტროლება უნდა მოხდეს ორსულობის მიმდინარეობაში ექიმის მეთვალყურეობით. ორსულობის მე-11 კვირიდან შეიძლება ჩატარდეს ნაყოფის გენეტიკური სკრინინგი.