ორსულობა

რითია ცუდი ადრეულ ასაკში მშობიარობა

რითია ცუდი ადრეულ ასაკში მშობიარობა
ჰავაის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც ქალი ძალიან ადრე ხდება დედა, მისი ორგანიზმის ნაადრევი დაბერების პროცესი ჩქარდება. მეცნიერებმა ეს დასკვნა სხვადასხვა ქვეყნის 1000 ქალის მონაცემის კვლევის შედეგად გააკეთეს.

მეცნიერების ანგარიშში საუბარია, რომ 20 წლამდე ასაკში ნამშობიარევ ქალებს ნაადრევი მენოპაუზა 43% უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე მშვენიერი სქესის სხვა წარმომადგენლებს. კერძოდ, ადრეულ ასაკში ნამშობიარევ ქალებს სხვებზე ხშირად ესაჭიროებათ ჰისტერექტომია - საშვილოსნოს ამოღების ოპერაცია.

გარდა ამისა დადგინდა, რომ ღარიბი ქვეყნების ქალებში მენოპაუზა საშუალოდ 45 წლის ასაკში დგება, ხოლო უფრო განვითარებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილ ქვეყნებში,
დაახლოებით 10 წლით გვიან. ექსპერტების აზრით, ადრეული კლიმაქსის სერიოზული ფაქტორი შეიძლება იყოს ბავშვობისდროინდელი ემოციური სტრესები. ბავშვობაში მსგავს ტრვმაგადატანილ რესპონდენტებს შორის, ადრეული მენოპაუზა ყოველ მეორეს აღენიშნებოდა.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
10-05-2019
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
„გაგუას კლინიკისა“ და სამედიცინო ცენტრ „მედისონის“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო მოსაშვილი:
05-11-2018