ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალოთ

კვლევის შედეგების გაანალიზებისას აღმოაჩინეს, რომ წყვილებმა, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ცხოვრების წესი ჩასახვამდე არა რამოდენიმე თვით, არამედ რამოდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალონ.

მკვლევრების აზრით, ორივე მშობლის დიეტა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს შთამომავლობის ზრდაზე, განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს აქვს ჭარბი წონა და არასწორად იკვებება, რითაც საკუთარ შვილებს სერიოზული, საშიში დაავადებების, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და კიბო, რისკის ქვეშ აყენებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში სიმსუქნე ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკს. არასწორმა კვებამ და სიმსუქნემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის განვითარების პროცესში გენეტიკური, უჯრედული, მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. მამაკაცთა სიმსუქნე კი იწვევს სპერმის ხარისხის დაქვეითებას, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მომავალში ბავშვის ქრონიკული დაავადებების განვითარების პროვოცირება.

სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პრობლემის პროფილაქტიკის ღონისძიებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. მაგალითად, ზოგიერთი მანკის განვითარების თავიდან ასაცილებლად ფოლიუმის მჟავას მიღებაა საჭირო, თუმცა ბევრი ქალი ამას არ აკეთებს. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მომავალი მშობლები ინფორმირებული უნდა იყვნენ რისკების შესახებ და მოტივირებულები ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ლალი ჩხიკვაძე