მკვლევრების აზრით, ორივე მშობლის დიეტა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს შთამომავლობის ზრდაზე, განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს აქვს ჭარბი წონა და არასწორად იკვებება, რითაც საკუთარ შვილებს სერიოზული, საშიში დაავადებების, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და კიბო, რისკის ქვეშ აყენებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში სიმსუქნე ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის დროს გართულებების
სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პრობლემის პროფილაქტიკის ღონისძიებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. მაგალითად, ზოგიერთი მანკის განვითარების თავიდან ასაცილებლად ფოლიუმის მჟავას მიღებაა საჭირო, თუმცა ბევრი ქალი ამას არ აკეთებს. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მომავალი მშობლები ინფორმირებული უნდა იყვნენ რისკების შესახებ და მოტივირებულები ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ლალი ჩხიკვაძე