ჩინელი ქალი ორსულობის ვადით გინესის რეკორდსმენი გახდა
შიმ ორსულობის ვადით გინესის რეკორდი დაამყარა. როგორც ირკვევა, ქალი გასული წლის თებერვალში დაფეხმძიმდა და ნოემბერში უნდა ემშობიარა. თუმცა, მისი ჩვილი არ ჩქარობს დაბადებას. შეწუხებული ქალი თვეში რამდენჯერმე დადის გამოკვლევებზე და უამარავ ანალიზს იტარებს. ექიმები ვერ ხსნიან მის უცნაურ მდგომარეობას, მთავარია, ამშვიდებენ, რომ ბავშვი ნელ-ნელა ვითარდება.
ორსულობის მე-14 თვეზეც კი მედიკოსებმა უარი განაცხადეს საკეისრო კვეთაზე, რადგანაც ბავშვი ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ განვითარებული. ორსული ქალის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, ბავშვიც ნორმალურად ვითარდება, უბრალოდ ძალიან ნელ-ნელა, შესაბამისად, მეანები ორსულობის მე-18 თვეზე გეგმავენ ოპერაციის ჩატარებას.
თინათინ გოცაძე