ორსულობა

ჩვილი შესაძლოა სმენადაქვეითებული ან ყრუ დაიბადოს - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა

ჩვილი შესაძლოა სმენადაქვეითებული ან ყრუ დაიბადოს - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერები, მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე, საინტერესო და ამავდროულად მეტად საყურადღებო შედეგებს აქვეყნებენ: “ნიკოტინი რომ ვნებს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობას არაახალია, თუმცა, უახლესი კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი მავნე ზემოქმედება, განსაკუთრებით ორსული ქალის ორგანიზმზე. მწეველი ორსული მავნე ჩვევით დიდ საფრთხეს უქმნის მომავალ შვილს. სიგარეტის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე კომპონენტი ნაყოფს უდიდეს ზიანს აყენებს, ჩვილი შესაძლოა დაქვეითებული სმენით ან ყრუ დაიბადოს. დიდია იმის რისკიც, რომ ახალშობილი მცირე წონის იყოს. ნიკოტინითა და სხვა მავნე ნივთიერებებით ნაყოფის გაჟღენთვა დაღს ასვამს მის გონებრივ განვითარებასაც. ნაადრევი
მშობიარობა, ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილი, ყოველივე ეს ორსულობის პერიოდში მწეველობას უკავშირდება!”.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც, გერმანელი სპეციალისტების მიერ ექსპერიმენტები მიმდინარეობდა არა მხოლოდ კლასიკური სიგარეტების, არამედ ელექტრონული შემცვლელების გამოყენებითაც, ნიკოტინ შენაცვლებითი თერაპიისა და ანალოგიურ კომპონენტთა გამოცდით. შედეგი ყველა შემთხვევაში ანალოგიური იყო. კვლევები ამ კუთხით კვლავაც გრძელდება, თუმცა
დასკვნა ცალსახაა - მოწევა ვნებს არა მხოლოდ დედის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობას!

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეისწავლეს ნერვულ უჯრედზე ნიკოტინის მოქმედება.
25-02-2019
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის
05-02-2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
26-01-2019