სისხლის ანალიზი ორსულობისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

სისხლის ანალიზი ორსულობისას

სისხლის ანალიზი ორსულობისას
ორსულობის განმავლობაში ქალს უამრავი ანალიზის ჩაბარება უწევს, რაც აუცილებელია მისი და ნაყოფის მდგომარეობაზე დინამიკურად დასაკვირვებლად.
საჭირო ანალიზების ნუსხა:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განმსაზღვრელი ანალიზი (აბარებს ქალიც და მამაკაციც). თუ ქალი რეზუს-უარყოფითია და ადრე გაკეთებული აქვს სისხლის გადასხმა, აბორტი, ჰქონდა ორსულობის თვითნებური შეწყვეტა არეზუს-დადებითი ბავშვის დაბადებისას, აუცილებელია სისხლში რეზუს-ფაქტორის ანტისხეულების განსაზღვრა (20 კვირამდე თვეში ერთხელ, შემდეგ 2 კვირაში ერთხელ).
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;
  • კოაგულოგრამა-სისხლის შედედების განსაზღვრა (განმეორებით 22, 30 კვირაზე და მშობიარობის წინ);
  • სისხლის ანალიზი აივ-ინფექციაზე;
  • სისხლის ანალიზი B და С ჰეპატიტებზე;
  • ვასერმანის რეაქცია (RW) - სიფილისზე ანტისხეულების განსაზღვრა;
  • ანალიზი TORCH-ინფექციებზე (ტოქსოპლაზმოზი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი);
  • სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე კვლევა.

ჩვენების მიხედვით, ორსულობის 10-14 კვირაზე ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიის რისკის ფორმირებისთვის:


მეორე ტრიმესტრი: ორსულობის 16-20 კვირა.

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე;
  • პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი “სამმაგი ტესტი” - ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის თავისუფალი β-სუბერთეულის, ალფაფეტოპროტეინის და ესტრიოლის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა (ჩვენებით). ანალიზისთვის საჭიროა სისხლის აღება უზმოზე.

22 კვირა:

  • სისხლში გლუკოზის შემცველობა;
  • კოაგულოგრამა.

24-28 კვირა:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • სისხლის ანალიზი აივ-ინფექციაზე;
  • სისხლის ანალიზი B და С ჰეპატიტებზე;
  • ვასერმანის რეაქცია (RW);
  • გლუკოზოტოლერანტული ტესტი (ჩვენებით).

მესამე ტრიმესტრი: 32-36 კვირაზე ხდება შემდეგი ანალიზების გამეორება:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • სისხლის ანალიზი აივ-ინფექციაზე;
  • სისხლის ანალიზი B და С ჰეპატიტებზე;
  • ვასერმანის რეაქცია (RW);
  • კოაგულოგრამა.


სისხლის საერთო ანალიზი

ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმს ცხოველმყოფელობის ახალ პიროებებთაშეგუებაში ეხმარება. პირველ რიგში, აღსანიშნავია საერთო ცირკულირებული სისხლის მოცულობის გაზრდა ამ მაჩვენებლის გაზრდა უკვე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აღინიშნება და მაქსიმუმს აღწევს 36 კვირაზე. ეს აუცილებელია მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვის ნიველირებისთვის.


ანალიზის მაჩვენებლები

ცირკულირებული ერითროციტების რაოდენობა 12-30-ით იზრდება. თუმცა რადგანაც პლაზმის მოცულობის ზრდა აღემატება ერითროციტების მოცულობის ზრდას, აღინიშნება ორსულთა ფიზიოლოგიური ანემია. თავად ერითროციტები უფრო დიდი ზომისა ხდება და შეიძლება სფერული ფორმა მიიღოს. ამიტომ ფერადობის მაჩვენებელი, რომელიც ერითროციტში ჰემოგლობინის ფარდობით შემცველობას გამოხატავს, ორსულობის დროს ქვეითდება. ჰიპოქრომია (ფმ<0,8) ორგანიზმში რკინის დეფიციტის მაჩვენებელია.

ჰემოგლობინი (Hb) ერითროციტების ძირითადი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია ფილტვებიდაქსოვილებსა და ორგანოებამდე ჟანგბადის მიწოდება და ნახშირორჟანგის გამოყოფაა, ამიტომ ჰემოგლობინის და/აერითროციტების ნორმაზე მეტად შემცირება (ანემია) იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას, ამით კი განვითარება ფერხდება, მშობიარობის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადაპტაცია ირღვევა.

ჰემატოკრიტი (Ht) გვიჩვენებს სისხლის უჯრედების მოცულობის შეფარდებას მის საერთო მოცულობასთან. ეს, ანემიის გამოხატულების მნიშვნელობით, მეორე მაჩვენებელია.

ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები - მათ მიეკუთვნება ნეიტროფილები, ბაზოფილები, ეოზინოფილები, მონოციტები და ლიმფოციტები. ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის უცხო აგენტებისგადაცვაა. ლეიკოციტურ ფორმულას უწოდებესისხლის ნაცხში სხვადასხვა სახეობის ლეიკოციტის პროცენტულ შეფარდებას. ორსულობისათვის დამახასიათებელია ლეიკოციტების მცირედ გაზრდა და ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა. ეს იმას უკავშირდება, რომ ნაყოფი სანახევროდ უცხო ობიექტად ითვლება და ორსულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია უჯრედების იმუნოლოგიური აქტივობის შეცვლა.

თრომბოციტები, სისხლის წითელი ფირფიტები, სისხლის შედედებაზეა პასუხისმგებელი. ორსულობისას მათი რაოდენობა არსებითად არ იცვლება.

ერითროციტების დალექვის რეაქციის სიჩქარეზე (ედსი) მოქმედი ძირითადი ფაქტორი სისხლის პლაზმის ცილოვანი შემადგენლობის ცვლილებაა, რაც იწვევს ედს-ის მომატებას.

სისხლის საერთო ანალიზისთვის სისხლის აღება უზმოზე უნდა მოხდეს.

სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება ორსულობისას წარმოდგენას გვიქმნის ცილოვან, ლიპიდურ, ნახშირწყლოვან, წყალ-ელექტროლიტურ ცვლაზე, გარემოს მჟავიანობაზე, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობაზე. ერთი მაჩვენებელი ახასიათებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, მეორე კი ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში არსებულ ცვლილებაზე მიუთითებს. ორსულობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა შემდეგი მაჩვენებლების კონტროლს:

  • ცილა და ცილოვანი ფრაქციები. სისხლში ცილების კონცენტრაცია დამოკიდებულია მათი სინთეზის სიჩქარესა და ორგანიზმიდაგამოყოფაზე. სისხლში ცილები ორი ფრაქციითაა წარმოდგენილი: ალბუმინები და გლობულინები. შრატის ალბუმინის კონცენტრაცია შეიძლება დაქვეითდეს 10-60%-ით, რაც ცირკულირებული სისხლის მოცულობის გაზრდასთანაა დაკავშირებული. გლობულინების ძირითადი ნაწილია იმუნოგლობულინები და ანთების მწვავე ფაზის ცილები.
  • აზოტოვანი ცვლის მაჩვენებელი. შარდოვანა წარმოადგენს ორგანიზმში ცილების დაშლის საბოლოო პროდუქტს. მისი გამოყოფა ორგანიზმიდახდება თირკმელების საშუალებით, ამიტომ შარდოვანას დონის ზრდა მიანიშნებს გამომყოფი ფუნქციის დარღვევაზე. კრეატინინი (მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის ენერგეტიკულ ცვლაში) დაშლის საბოლოო პროდუქტია. ახასიათებს თირკმელების ფილტრაციისა და გამომყოფი ფუნქციები. კრეატინინის დონის მატება მიანიშნებს თირკმლის უკმარისობაზე.
  • გლუკოზა - თითოეული უჯრედის ენერგოცვლის ძირითადი სუბსტრატი და სტრუქტურული ელემენტია. გლუკოზის შემცველობა გამოხატავს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლის მდგომარეობას, გლუკოზის მომატებული შემცველობა (ჰიპერგლიკემია) მიანიშნებს შაქრიანი დიაბეტის არსებობაზე. ორსულის ორგანიზმში, ჰორმონების ზემოქმედებით (პროლაქტინი, ესტროგენები და პროგესტერონი), ხდება ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება და მისი გაძლიერებული დაშლა. ამიტომ ორსულობისას შეიძლება აღინიშნოს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა - გესტაციური შაქრიანი დიაბეტი.
  • პიგმენტური ცვლის მაჩვენებლების - პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის განსაზღვრა ჰემოლიზის აქტივობაზე (ერითროციტების დაშლა), ჰეპატოციტების ფუნქციასა და ნაღველის ტრანსპორტზე საუბრის საშუალებას იძლევა.
  • ფერმენტები. ძალიამნიშვნელოვანია ამინოტრანსფერაზის აქტივობის განსაზღვრა. ალანინამინოტრანსფერაზების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ღვიძლშია, ამიტომ ამ ფერმენტის რაოდენობის ცვლილება მიანიშნებს აღნიშნული ორგანოს პათოლოგიაზე. ასპარტატამინოტრანსფერაზა ყველა ორგანოსა და ქსოვილშია, თუმცა მისი აქტივობის გაზრდა მიუთითებს გულის დაზიანებაზე. ტუტე ფოსფატაზას შეიცავს ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ოსტეობლასტები, ნაღვლის სადინარების კედლები, პლაცენტა, ლაქტაციის დროს სარძევე ჯირკვალი. ორსულობისას ხდება ტუტე ფოსფატაზის ფიზიოლოგიური ზრდა და მშობიარობისას პიკს აღწევს. ტუტე ფოსფატაზის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის დროს, რაც პლაცენტის დაზიანებასთანაა დაკავშირებული. ამ ფერმენტის აქტივობის გაზრდა აღინიშნება ორსულთა ქოლესტაზისა და ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის დროს. ტუტე ფოსფატაზის აქტივობის დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს პლაცენტის არასათანადო განვითარებისას და აღინიშნება ფეტოპლაცენტური უკმარისობისას.
  • საერთო ქოლესტერინი. ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია ახასიათებს ორგანიზმში ლიპიდური ცვლის მდგომარეობას. ორსულობისას ესტროგენების ზემოქმედებითა და ინსულინის დონის გაზრდის გამო ხდება სისხლის ლიპიდური ფრაქციის გაზრდა.
  • ელექტროლიტური ბალანსი. კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და ქლორიდების პლაზმაში კონცენტრაცია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს ქმნის. სისხლის შრატში რკინის კონცენტრაცია დამოკიდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მის შეწოვაზე, ნაწლავში, ელენთასა და ძვლის წითელ ტვინში ჰემოგლობინის სინთეზსა და ორგანიზმის მიერ მის დაკარგვაზე.
  • კოაგულოგრამა. ორსულობისას სისხლის შედედების სისტემასა და ფიბრინოლიზში არსებითი ცვლილებები ხდება. იზრდება შედედების ფაქტორების აქტივობა, განსაკუთრებით - ფიბრინოგენისა. ფიბრინი ლაგდება პლაცენტის სისხლძარღვების კედლებზე, ფიბრინოლიზი ითრგუნება.


სისხლის ანალიზი ინფექციებზე

სისხლის ანალიზი აივ-ინფექციაზე B და С ჰეპატიტებზე 3-ჯერ ბარდება, რადგანაც ამ დაავადებების ინკუბაციური პერიოდი 3-6 თვემდე გრძელდება. ანალიზი შეიძლება იყოს უარყოფითი, მაშიროდესაც ვირუსი ორგანიზმშია და ანტისხეულები ჯერ არაა გამომუშავებული. სისხლი აუცილებლად უზმოზე უნდა ჩაბარდეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
10-05-2019
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
მენსტრუაციამ შეიძლება სისხლის ანალიზის გარკვეული მაჩვენებელი შეცვალოს.
05-12-2018
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ისრაელის, ვეიცმანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობისას, ვირუსულმა ინფექციამ
ფრანგმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხმაური უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამას გარდა,
ორსულობის 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი იცვლება და პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად