ორსულობა

ბავშვის გაჩენა ქალს აახალგაზრდავებს

ბავშვის გაჩენა ქალს აახალგაზრდავებს
ორსულობა მძლავრ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს ქალზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა ეხმარება ქსოვილთა რეგენერაციას (აღდგენას) და უჯრედთა განახლებას, იმავდროულად აფერხებს დაბერების პროცესს.

დედის ორგანიზმში ნაყოფის განვითარებისას ჩქარდება ორგანოებში დაზიანებული ქსოვილების აღდგენა. რაც მთავარია, ეს პროცესი საოცრად სწრაფად მიმდინარეობს. აღნიშნული ეფექტი იერუსალიმის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტების საფუძველზე აღმოაჩინეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ცდები ვირთაგვებზე ტარდებოდა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მიღებული შედეგებისა და მონაცემების განზოგადება ადამიანებზეც შეიძლება, ანუ ქალების ორგანიზმში იგივე ძვრები მიმდინარეობს.

საინტერესო კვლევებმა აჩვენა, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი განსაკუთრებულად ვლინდება გულის მახლობელ
ქსოვილებზე, რომლებზეც აისახება ჩვეულებრივ დაბერების პროცესი.

"ორსულობა ორგანიზმის უნიკალური მდგომარეობაა. ამ დროს ქალის ორგანიზმმა ცხოველმყოფელობით ერთდროულად ორი ადამიანის სისტემები უნდა უზრუნველყოს. შედარებით ასაკოვანი ქალისთვის კი ეს ორგანიზმში გამაახალგაზრდავებელი შრატის შეყვანის ტოლფასია", - აცხადებენ ებრაელი მეცნიერები. მათივე შედეგებით, ორსულობა ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის რეგენერაციას. ეს უკანასკნელი
ეფექტი მშობიარობის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება, კერძოდ, ვირთაგვებთან ის ორ თვეს გრძელდებოდა.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის
05-02-2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
26-01-2019
ორსულის აცრა გრიპზე ძალიან სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება, - ამის შესახებ
24-01-2019